ვისზე იმოქმედებს დღევანდელი სავსემთვარეობა ყველაზე მეტად და რისი შანსი მიეცემათ ზოდიაქოს ნიშნებს - "მნიშვნელოვან კითხვებზე მოგიწევთ პასუხის გაცემა"

ვისზე იმოქმედებს დღევანდელი სავსემთვარეობა ყველაზე მეტად და რისი შანსი მიეცემათ ზოდიაქოს ნიშნებს - "მნიშვნელოვან კითხვებზე მოგიწევთ პასუხის გაცემა"
დღეს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, მე­ო­რე გრა­დუს­ში, 6:36-ზე ვე­ლო­დე­ბით სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას . სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წელს მერ­წყულ­ში ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა. ერთი ამ შა­ბათს გვექ­ნე­ბა და მე­ო­რე - 22 აგ­ვის­ტოს, 15:02-ზე, მერ­წყუ­ლის ოც­და­მე­ა­თე გრა­დუს­ში. ეს უკა­ნას­კნე­ლი მე­ტად მშვი­დი და პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე პირ­ვე­ლი.

პირ­ვე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც 13-26 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში და­ი­ბად­ნენ. თქვენ უნდა გას­ცეთ პა­სუ­ხი თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე: "ვინ ხარ?", "რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დე" და "რა გზას ირ­ჩევ?". ამას­თან, არ უნდა და­არ­ღვი­ოთ სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბი, უნდა
იყოთ სა­მარ­თლი­ა­ნი, პა­ტი­ო­სა­ნი და იმოქ­მე­დოთ ღირ­სე­უ­ლად. უმე­ტე­სო­ბას, მერ­წყულ­ში მე­ო­რე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მე­ო­რე შან­სი მი­ე­ცე­მა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის მე­ტად გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის მე­ტად გა­მოვ­ლე­ნა, ემო­ცი­ე­ბის ამო­ხეთ­ქვა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გა­მო­ხატ­ვა: სიბ­რა­ზის, წყე­ნის, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის, ალ­ქა­ჯო­ბის ემო­ცია. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ დაგ­რო­ვი­ლის თქმა.

მერ­წყულ­ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შე­დე­გად გარ­შე­მო მყო­ფებს მო­უნ­დე­ბათ კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, დი­ნა­მი­კა, სი­ახ­ლე­ბი, მო­გინ­დე­ბათ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში, ჩე­ნე­ლინ­გში, მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში გარ­კვე­ვა, ჩაღ­რმა­ვე­ბა. აგ­რეთ­ვე, მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლის­გან, დრო­მოჭ­მუ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ფსი­ქო­თე­რა­პია, არტთე­რა­პია. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რე მერ­წყულ­შია, მზე კი ლომ­ში , ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მო­პირ­და­პი­რე ნიშ­ნებ­ში დგა­ნან. გირ­ჩევთ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უ­დე­ქით ცხოვ­რე­ბას. სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გექ­ნე­ბათ, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, გრძნო­ბე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

22 ივ­ლისს მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და, გი­ლო­ცავთ ლო­მე­ბო, თქვე­ნი დრო დგე­ბა. მზე თა­ვის სახ­ლშია. გვაძ­ლევს სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ას, ყვე­ლას სურს, თავ­ზე გვირ­გვი­ნი გა­ის­წორს, დიდ­გვა­როვ­ნე­ბა, პომ­პე­ზუ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს. ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა შვი­ლებ­ზე, შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე, დღე­სა­სა­წა­უ­ლებ­ზე, გარ­თობ­ზე, რო­მან­ტი­კა­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე. აგ­რეთ­ვე, ყვე­ლა­ფერ იმა­ზე, რა­საც ჩვენს შვი­ლო­ბი­ლე­ბად მი­ვიჩ­ნევთ, რა­საც შვი­ლე­ბი­ვით გა­მოვზრდით.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ჰა­ე­რის ნი­შან­ში - მერ­წყულ­შია და ლი­ლი­ტიც ტყუპ­შია , ისევ ჰა­ე­რის ნი­შან­ში. ნუ ენ­დო­ბით ყვე­ლას ნათ­ქვამს, ენ­დეთ სა­კუ­თარ ინ­ტუ­ი­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ყვე­ლა ტყუ­ი­ლის­თვის ფარ­დის ახდა ან ყვე­ლას ტყუ­ილ­ში გა­მო­ჭე­რა. თა­ვად იყა­ვით მარ­თა­ლი, არ გა­ავ­რცე­ლოთ სიც­რუე, ცრუ ინ­ფორ­მა­ცია. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებ­საც.
განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93