რომელი ანტიკური ქალღმერთი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი ანტიკური ქალღმერთი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჰო­როს­კო­პე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი არ­სე­ბობს. თუმ­ცა ალ­ბათ იშ­ვი­ა­თად შეხ­ვედ­რი­ხართ ჰო­როს­კოპს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი ქალღმერ­თის კულტს შე­ე­სა­ბა­მე­ბა თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და მისი თვი­სე­ბე­ბი. ჰოდა, თუკი ას­ტრო­ლო­გი­ას­თან ერ­თად მი­თო­ლო­გი­ის მოყ­ვა­რუ­ლიც ბრძან­დე­ბით, ჩვე­ნი სა­ი­ტი დღე­ი­დან გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ე­ბის ციკლს ზუს­ტად ამ თე­მა­ზე:

ვერძს ქალღმერ­თი ათე­ნა შე­ე­სა­ბა­მე­ბა - ზევ­სის საყ­ვა­რე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი. ძვე­ლი მი­თე­ბის მი­ხედ­ვით იგი ღრუ­ბელ­თა ღმერთქა­ლი, ცისა და ელ­ვის მბრძა­ნე­ბე­ლი იყო, მშვი­დო­ბი­ა­ნი შრო­მის დამ­ცვე­ლი. მან ას­წავ­ლა ადა­მი­ა­ნებს ცხე­ნის შე­კაზმვა და ხა­რე­ბის და­უღვლა, ხვნა და თეს­ვა, ეტ­ლე­ბის კე­თე­ბა და გე­მე­ბის აგე­ბა.
მან აჩუ­ქა ადა­მი­ა­ნებს სახ­ნი­სი, ფო­ცხი და სხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ია­რა­ღე­ბი. მი­სი­ვე ნა­ბოძ­ვა­რია თი­თის­ტა­რი და საქ­სო­ვი დაზ­გა. იგი ით­ვლე­ბო­და ზო­გა­დად ქალ­თა შრო­მის დამ­ცვე­ლად. გა­იხ­სე­ნეთ, რამ­დე­ნი ფე­მი­ნის­ტი გვხვდე­ბა ვერ­ძის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებ­ში. მას­ში მებ­რძო­ლის სული და გა­უ­ტე­ხე­ლი ნე­ბის­ყო­ფა იმა­ლე­ბა.

კუ­როს ქალღმერ­თი დე­მეტ­რას ანა­ლო­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს - იგი იყო ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სა და მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის მფარ­ვე­ლი ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში. ასე­ვე კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, ოჯა­ხი­სა და ქორ­წი­ნე­ბის მფარ­ვე­ლიც. დე­მეტ­რას სიყ­ვა­რუ­ლი ბუ­ნე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბის, ყო­ვე­ლი­ვე ცო­ცხა­ლის მი­მართ კარ­გა­დაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი კურო ქა­ლის ხა­სი­ათ­ში. მას აქვს უნა­რი, შექ­მნას სიმ­ყუდ­რო­ვე და სი­ცო­ცხლე ყველ­გან.

ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ქალღმერ­თი ირი­და შე­ე­სა­ბა­მე­ბა - ცისა და ზღვის ქალღმერ­თი, გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ცი­სარ­ტყე­ლას ძველ­ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში. იგი მი­იჩ­ნე­ო­და შუ­ა­მავ­ლად ღმერ­თებ­სა და ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რაც ტყუ­პის ოპ­ტი­მის­ტურ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ ბუ­ნე­ბას და უნარს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­როს სავ­სე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ქალღმერ­თი გეა შე­ე­სა­ბა­მე­ბა - იგი იყო დე­და­მი­წის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. გეა აგ­რეთ­ვე ით­ვლე­ბო­და გი­გან­ტე­ბის, ერი­ნი­ე­ბი­სა და ფე­რი­ე­ბის დე­დად. გეა ით­ვლე­ბო­და ადა­მი­ან­თა დამ­ბა­დებ­ლად. კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო კი დე­დო­ბას და ზო­გა­დად ქა­ლურ სა­წყი­სებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

ლო­მის ზო­დი­ა­ქოს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქალღმერ­თი ჰერა - ბერ­ძენ­თა უზე­ნა­ე­სი ქალღმერ­თი, ქორ­წი­ნე­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის მფარ­ვე­ლი. ჰე­რას ატ­რი­ბუ­ტე­ბია ბრო­წე­უ­ლი (ქორ­წი­ნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლო), ლო­მის ზო­დი­ა­ქო კი ჰო­როს­კო­პის მე­ხუ­თე სახ­ლს მარ­თავს, რაც თა­ვის მხრივ სიყ­ვა­რულ­ზე და ბავ­შვებ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ქალღმერ­თი თე­მი­და შე­ე­სა­ბა­მე­ბა - მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ქალღმერ­თი. რო­მა­ულ მი­თო­ლო­გი­ა­ში მის ანა­ლო­გი­სა­გან, იუს­ტი­ცი­ას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მი­უმხრობ­ლო­ბი­სა და ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბის ნიშ­ნად თვა­ლახ­ვე­ულს გა­მო­სა­ხავ­დნენ, თე­მი­და ფარ­თოდ­გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რათა სი­მარ­თლე კარ­გად და­ე­ნა­ხა. ქალ­წუ­ლის ნი­შა­ნი კი ზუს­ტად რომ ობი­ექ­ტუ­რი ხედ­ვით, დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბის უნა­რით და ფაქ­ტე­ბის გად­მო­ცე­მის სი­ზუს­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქალღმერ­თი პერ­სე­ფო­ნე - მი­წის წი­ა­ღის დიდი ქალღმერ­თი, ჰა­დე­სის ცოლი, აჩ­რდილ­თა და ურჩხულ­თა მრის­ხა­ნე დე­დო­ფა­ლი, რო­მე­ლიც ქმარ­თან - ჰა­დეს­თან ერ­თად ზის ბნე­ლე­თის ტახ­ტზე, ის­მენს სულ­თა სა­ჩივ­რებს და აღას­რუ­ლებს ქმრის გა­ნა­ჩენს. ტი­პუ­რი სას­წო­რის თვი­სე­ბე­ბიც ხომ იგი­ვეა - იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რო­ბა.

მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს ანა­ლო­გი­ად კი ქალღმერ­თი ჰე­კა­ტე მო­ი­აზ­რე­ბა - მის­ტი­კუ­რი, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი. გრძნე­უ­ლი ბუ­ნე­ბი­სა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ქცე­ვის მო­რი­ე­ლი, რო­მელ­საც აქვს ხა­სი­ათ­ში რა­ღაც ჯა­დოქ­რუ­ლი რე­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჰე­კა­ტეს ტი­პაჟს.

მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს ქალღმერ­თი არ­ტე­მი­და შე­ე­სა­ბა­მე­ბა - არ­ტე­მი­და ნა­დი­რო­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ქალღმერ­თი იყო, ამას­თა­ნა­ვე ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბი­სა და ახალ­შო­ბილ ბავ­შვთა მფარ­ვე­ლა­დაც ით­ვლე­ბო­და. მშვილ­დოს­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­ზე კი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მი­მართ ლე­გენ­დე­ბი და­დის.

თხის რქას ქალღმერ­თი ჰეს­ტია შე­ე­სა­ბა­მე­ბა - იგი იყო ოჯა­ხის ცე­ცხლის, კე­რი­ის ქალღმერ­თი ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში. ჰეს­ტია ით­ვლე­ბო­და მო­რა­ლის და ეთი­კის კულ­ტის სიმ­ბო­ლოდ. თხის რქა ქა­ლე­ბი კი ზუს­ტა­დაც რომ სა­ნი­მუ­შო მე­ო­ჯა­ხე­ე­ბი, მო­რი­ლუ­რად და ეთი­კუ­რად მა­ღალზ­ნე­ობ­რი­ვი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან.
გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93