"არ გამოტოვოთ ეს მოვლენა, 12-13 აგვისტოს "ჯადოსნური" ღამეა, ვარსკვლავთცვენაზე ჩაიფიქრეთ სურვილი" - რა უნდა ვიცოდეთ აგვისტოს მნიშვნელოვან თარიღებზე

"არ გამოტოვოთ ეს მოვლენა, 12-13 აგვისტოს "ჯადოსნური" ღამეა, ვარსკვლავთცვენაზე ჩაიფიქრეთ სურვილი" - რა უნდა ვიცოდეთ აგვისტოს მნიშვნელოვან თარიღებზე
აგ­ვის­ტო მუ­დამ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის თვეა, გან­სა­კუთ­რე­ბით, წლე­ვან­დე­ლი. 12 აგ­ვის­ტომ­დე მო­ა­ხერ­ხეთ საქ­მე­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ცხოვ­რე­ბის რეს­ტარ­ტი. გა­და­დით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე. 12-13 აგ­ვის­ტოს ღა­მეს, ვარ­სკვლავთცვე­ნა­ზე ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი. აგ­ვის­ტო წინა თვე­ებ­თან შე­და­რე­ბით მშვი­დია, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბით არა­ნაკ­ლებ დატ­ვირ­თუ­ლი.

22 აგ­ვის­ტომ­დე მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­შია. მზე თა­ვი­სი სიძ­ლი­ე­რის სახ­ლშია. ლომი არის სიყ­ვა­რუ­ლის, შე­მოქ­მე­დე­ბის, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, შვი­ლე­ბის, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო. ეცა­დეთ, რომ იყოთ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.

თვე იწყე­ბა მზე-მერ­კუ­რის შე­ერ­თე­ბით ლო­მის ნი­შან­ში. მერ­კუ­რი არის ორა­ტო­რი, ამა­ყი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, სა­უ­კე­თე­სო წამ­ყვა­ნი. გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა, თუ,
რა თქმა უნდა, გა­მო­ი­ჩენთ ინი­ცი­ა­ტი­ვას. ზო­გა­დად გირ­ჩევთ, 12 აგ­ვის­ტომ­დე მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა.

ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 8 აგ­ვის­ტოს (08-08), ლო­მის მე-17 გრა­დუს­ში, 17:50-ზე. ამ დღეს მო­მა­ტე­ბუ­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი. სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და სიმ­შვი­დის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ. და­გეგ­მი­ლი საქ­მე­ე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა აგე­რი­ოთ. ამი­ტომ, სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი (გეგ­მა "ბ", "გ" და ა.შ.) იქო­ნი­ეთ. გარ­შე­მო მყო­ფებ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია ნერ­ვებს აყო­ლა. ეცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე. კონ­კრე­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბის­თვის ახალმთვა­რე­ო­ბის პროგ­ნოზს კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

მერ­კუ­რი - გო­ნე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პლა­ნე­ტა - ქალ­წულ­ში იქ­ნე­ბა 12-30 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში. მო­ი­მა­ტებს ანა­ლი­ტი­კუ­რო­ბა, სი­ზუს­ტე. ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ სწორ, ჭკვი­ა­ნურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. გა­და­ხე­დეთ პი­რად საგ­ნებს, მო­ი­ცი­ლეთ უსარ­გებ­ლო­ე­ბი. გა­ა­სუფ­თა­ვეთ კომ­პი­უ­ტე­რი, სა­მუ­შაო მა­გი­და უსარ­გებ­ლო ფა­ი­ლე­ბი­სა და ნივ­თე­ბის­გან.

ჰარ­მო­ნი­უ­ლი ვე­ნე­რა სას­წორს ეს­ტუმ­რე­ბა 16 აგ­ვის­ტოს და დარ­ჩე­ბა 10 სექ­ტემ­ბრამ­დე. 16-მდე ვე­ნე­რა პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მის კე­თე­ბაც კი შეგ­ვეძ­ლე­ბა, მაგ­რამ არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ ვე­ნე­რა სი­ლა­მა­ზის პლა­ნე­ტა­ცაა და ეცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ი­ნე­ბივ­როთ თავი სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბით. 16 აგ­ვის­ტო­დან მო­ი­მა­ტებს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ის, სიყ­ვა­რუ­ლის, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბის სურ­ვი­ლი.

ქალ­წულ­ში­ვეა მარ­სიც (15 სექ­ტემ­ბრამ­დე). მო­გინ­დე­ბათ პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა. თუ მო­ინ­დო­მებთ და იქ­ნე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ წვრილ ტექ­ნი­კა­სა­თან, ინ­სტრუ­მენ­ტებთნ მუ­შა­ო­ბა. საქ­მე­ე­ბი გა­მო­გი­ვათ მარ­ტი­ვად და ხში­რად სრულ­ყო­ფი­ლად. შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და სის­ტე­მუ­რად, მე­თო­დუ­რად და, რაც მთა­ვა­რია, აუჩ­ქა­რებ­ლად იმოქ­მე­დეთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო მსუ­ბუ­ქი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ურა­ნის პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა 20 აგ­ვის­ტოს და გას­ტანს 2022 წლის 18 იან­ვრამ­დე. ურა­ნი ახლა კუ­რო­შია. მო­ი­მა­ტებს რის­კი, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, ამ­ბო­ხე­ბა. გაფრ­თხილ­დით ავი­აფ­რე­ნი­სას. შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს ელექტრო­ტექ­ნი­კა.

ვარ­სკვლავთცვე­ნა 10-20 აგ­ვის­ტოს გვე­ლო­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი 12-13 აგ­ვის­ტოს ღა­მეა. ას­ტრო­ნო­მე­ბი გვპირ­დე­ბი­ან, რომ სა­ათ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 110 მე­ტე­ო­რის და­ნახ­ვას შევ­ძლებთ (ქა­ლაქ­გა­რეთ, რა თქმა უნდა). თუ გწამთ ვარ­სკვლა­ვებ­ზე სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბის, არ გა­მო­ტო­ვოთ ეს მოვ­ლე­ნა.
გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93