ვერძი
წარმატებული კვირა გაქვთ. უსიამოვნებებს - სამსახურებრივსაც და პირადსაც - მარტივად გაუმკლავდებით. კოლეგები დაგაფასებენ, საყვარელ ადამიანს კიდევ უფრო მეტად შეუყვარდებით. ყველა ვალდებულების მიუხედავად, კვირა პასიურ დასვენებას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 11, 12 აგვისტო
კურო
სირთულეებს მარტივად გადალახავთ, თუ საკუთარი თავის იმედი გექნებათ. დააკვირდით დეტალებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. უქმეები მეგობრებთან ერთად, ხალისიანად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 13 და 14 აგვისტო
ტყუპი
ახალ ნაცნობებთან ერთად შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, მაგრამ მაინცდამაინც გულს ნუ გადაუშლით მათ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან, გულახდილად ესაუბრეთ საკუთარ გრძნობებზე.
კვირის საუკეთესო დღე: 11, 14 აგვისტო
კირჩხიბი
საქმეებით დატვირთული ხართ, მაგრამ დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ. დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მარტოხელებს ახლა რომანი კი არა, ერუდირებული თანამოსაუბრე გჭირდებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 14 აგვისტო
ლომი
მხიარულების, სიურპრიზების კვირაა. დაისახეთ მიზანი, იყავით დაკვირვებული. დაწყვილებულებმა უქმეები ქალაქგარეთ, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებთ ინტერნეტში.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 13 აგვისტო
ქალწული
მშვიდი კვირა არ გექნებათ, დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, დაიწყეთ ახალი საქმეები. იყავით დიპლომატიური საქმიანი პარტნიორების მიმართ. საინტერესო ადამიანის გაცნობა და დასამახსოვრებელი შეხვედრები გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 12, 13 და 15 აგვისტო
სასწორი
განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მოსალოდნელია მივლინება, შორეული ნათესავების შინ ვიზიტი. ყოფილთან შეხვედრა და ძველი იარების გახსენება გელით. იყავით მშვიდი, ეს ცხოვრებისეული გამოცდაა. მარტოხელები რომანს მეგობართან გააბამთ.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 14 აგვისტო
მორიელი
საქმიანი მოლაპარაკებების კვირაა. შეიძლება თქვენთვის სარფიანი ხელშეკრულება გააფორმოთ. პირად ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა და შეხვედრები გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 13, 14 აგვისტო
მშვილდოსანი
მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, დაიწყეთ ახალი საქმეები. ახალ სიყვარულს შეიძლება შვებულების დროს, ექსკურსიაზე შეხვდეთ. დაწყვილებულებმა უქმეები რომანტიკულად გაატარეთ. იყავით მოსიყვარულე მშობლების მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: 15 აგვისტო
თხის რქა
იყავით მზად ახალი ვალდებულებებისთვის. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის. ნუ ეცდებით რთული სიტუაციების დამოუკიდებლად მოგვარებას, დაიხმარეთ მეგობრები, ახლობლები. მარტოხელებს მეგობრული შეხვედრა ელით ყოფილთან.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 14 აგვისტო
მერწყული
ავანტიურული გეგმების გახორციელების დრო დაგიდგათ. საქმეების პარალელურად გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად, ისინი განწყობას გაგიუმჯობესებენ. ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში.
კვირის საუკეთესო დღე: 11 აგვისტო
თევზები
იყავით მომთმენი გარშემო მყოფების მიმართ. მეტად ჩაუღრმავდით საქმეებს. შეიძლება დაიწყოთ ახალი სამსახური ან ახალ პროექტში მიიღოთ მონაწილეობა. მარტოხელებს ვარსკვლავები საინტერესო შვეხვედრებს გპირდებიან. იყავით თვალისმომჭრელი.
კვირის საუკეთესო დღე: 12, 13 აგვისტო
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>