ვერძი
ურთიერთობაში დაძაბულობას ნუ შექმნით. ნუ გაექცევით პრობლემებს, მშვიდად მოაგვარეთ ყველაფერი. ნუ განაწყენდებით, თუ რომანტიკული ნაცნობობა სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზრდება.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 22 აგვისტო
კურო
სამსახურის საქმეების გამო შეიძლება რომანტიკისთვის ვეღარ მოიცალოთ. პარტნიორს დელიკატურად აუხსენით, რომ არ განაწყენდეს თქვენი მოუცლელობის გამო. მარტოხლებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 19 აგვისტო
ტყუპი
სასიყვარულო თავგადასავლებში თავით გადაეშვებით. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააბათ. თუმცა ვალდებულებებს ნუ დაივიწყებთ. აი, დაწყვილებლები მოერიდეთ პარტნიორის ღალატს.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 19 აგვისტო
კირჩხიბი
აქამდე მოუგვარებელი პრობლემებისა და კონფლიქტებისთვის უნდა მოიცალოთ. დაიცავით საკუთარი პოზიცია, მაგრამ დიპლომატიურად. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 21 აგვისტო
ლომი
მაქსიმალურად მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. საყვარელ ადამიანთან უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო "სცენებს ნუ გამართვთ". იყავით ხალისიანი, მოუმზადეთ საკუთარ თავს საჩუქარი, სიურპრიზი, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 19 აგვისტო
ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. ამოსუნთქვის შესაძლებლობა მას შემდეგ მოგეცემათ, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა. ახლა კი უნდა იშრომოთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ყველაფერი ისე არ გააკეთოს, როგორც თქვენ გსურდათ და ინერვიულებთ ამის გამო.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 22 აგვისტო
სასწორი
საყვარელი ადამიანის ეჭვიანობა გულს გიკლავთ, ამის გამო შეიძლება საქმეებსაც კი ვერ დაუდოთ გული. აკონტროლეთ ემოციები. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. უქმეები მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 22 აგვისტო
მორიელი
გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საყვარელი ადამიანს მეტი სიხარული მიანიჭეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 21 აგვისტო
მშვილდოსანი
გათვალეთ თითოეული ნაბიჯი, ისე იმოქმედეთ, რომ გამარჯვებას მიაღწიოთ. იყავით მომართული უცხოელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. მარტოხელებს ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი რომანტიკული თავგადასავლი გელოდებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 22 აგვისტო
თხის რქა
კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი გადაწყვეტილება, ისე ნუ მოიქცევით, რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოიჭრათ. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას მათთან, ვისზეც თქვენი წინსვლაა დამოკიდებული. ჯავრს საყვარელ ადამიანზე ნუ იყრით.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 21 აგვისტო
მერწყული
კარგი პერიოდია დაგროვილი საქმეების მოსაგვარებლად, მიღებულ ინფორმაციაში გასარკვევად. მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან. მგზავრობისას რომანტიკული თავგადასავალი გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 22 აგვისტო
თევზები
სამსახურში შრომა მოგიწევთ, შინ - საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობა. ეცადეთ, ყველაფერში საუკეთესო იყოთ. ხანმოკლე რომანებზე დროს ნუ დაკარგავთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაანებივრეთ, მოუწყვეთ რომანტიკული უქმეები.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 21 აგვისტო
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>