ვერძი
სამსახურში დასრულეთ დაწყებული საქმეები. მოაწესრიგეთ პირადი ზონა. თუ ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანს თქვენი მზრუნველობა აკლია, იყავით მეტად მოსიყვარულე და ყურადღებიანი მის მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: 23, 27 აგვისტო
კურო
კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეადგინეთ. იყავით დაკვირვებული, გაუფრთხილდით საფულეს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან.
კვირის საუკეთესო დღე: 25, 29 აგვისტო
ტყუპი
მოაგვარეთ მატერიალური საკითხები. უქმეები თქვენი სურვილისამებრ გაატარეთ, ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანს.
კვირის საუკეთესო დღე: 28 აგვისტო
კირჩხიბი
გაფრთხილდით, ცნობისმოყვარობამ ჭორაობამდე არ მიგიყვანოთ. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. საყვარელი ადამიანი ფულის გაფლანგვას არ გაპატიებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 24 აგვისტო
ლომი
იყავით მომართული გამარჯვებაზე, ყველა შანსი გაქვთ, რომ არსებული მდგომარეობა ყველა სფეროში გაიუმჯობესოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 28 აგვისტო
ქალწული
სამსახურში უნდა დაამტკიცოთ თქვენი პროფესიონალიზმი. ახლობლები თქვენ გვერდით არიან, მათი დახმარების იმედი გქონდეთ. მოემზადეთ საჩუქრებისა და სიურპრიზებისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: 25, 26 აგვისტო
სასწორი
მოიმატებს მივლინების, ქალაქგარეთ გასეირნების სურვილი. კარგ შედეგს მოგიტანთ დაწყებული საქმეების დასრულება. სასიყვარულო ურთიერთობას საყვარელი ადამიანის თვალით შეხედეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 23, 28 აგვისტო
მორიელი
იყავით ფრთხილი გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. ყველამ შეიძლება ვერ გაიგოს თქვენი ხუმრობები. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, იყავით მეტად მზრუნველი მის მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: 27 აგვისტო
მშვილდოსანი
სასიამოვნო ნაცნობობა გელით მგზავრობისას. ურთიერთობა შეიძლება რომანში ან საქმიან კავშირში გადაიზარდოს. დააკვირდით სიზმრებს, მინიშნებებს. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად.
კვირის საუკეთესო დღე: 28 აგვისტო
თხის რქა
ორშაბათიდან საქმეებში იქნებით ჩართული, მაგრამ გამონახეთ დრო მშობლებისთვის. გარშემო მყოფების რჩევების მიმართ იყავით დაკვირვებული. თავად კი მოერიდეთ კრიტიკასა და შენიშვნებს.
კვირის საუკეთესო დღე: 25, 26, 27 აგვისტო
მერწყული
გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, დამოკიდებულება ნათესავებთან. საოჯახო საკითხები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას.
კვირის საუკეთესო დღე: 29 აგვისტო
თევზები
შინ სტუმრიანობა გელოდებათ, მოემზადეთ ნათესავების მისაღებად. ბავშვები კარგი ქცევითა და სიურპრიზებით გაგახარებენ, საყვარელი ადამიანი - რომანტიკული უქმებით.
კვირის საუკეთესო დღე: 25, 27 აგვისტო