ამ კვირაში მთვარე კლებადია (ახალმთავრეობას 7 სექტემბერს ველოდებით). დაასრულეთ დაწყებული საქმეები. დაალაგეთ სახლი, პირადი ნივთები, მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო ზონა. მოიცილეთ დაზიანებული და გამოუსადეგარი ნივთები. ჩაიტარეთ სილამაზის პროცედურები, რაც მოცილებასთანაა დაკავშირებული.
30 აგვისტო, მთვარე ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ მოიშოროთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.
პირველი სექტემბერი, მთვარე 9:25-ზე კირჩხიბში გადავა. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. არ გადატვირთოთ კუჭი.
კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება.
ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.
3 სექტემბერი, მთვარე 19:58-ზე ლომს ესტუმრება. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გაუფრთხილდით გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები.
ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.