ერთი თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ნახეთ, რა გელით სექტემბერში

ერთი თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ნახეთ, რა გელით სექტემბერში
ვერძი
თვის დასაწყისში მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ბოლო კი - ზღვაზე, რომანტიკულად. მოგინდებათ რომანტიკული შეხვედრები, რომანტიკა. განსაკუთრებულად მგრძნობიარე გახდებით პარტნიორის მიმართ. გაგიმრავალფეროვნდებათ ინტიმური ცხოვრება. შეიძლება საყვარელი ადამიანისგან მიიღოთ მატერიალური მხარდაჭერა. პარტნიორების მოსაზრების გათვალისწინებით იმოქმედეთ. მხოლოდ საკუთარ, ეგოისტურ მოსაზრებას ჯიუტად ნუ ამტკიცებთ. მეტი დიპლომატიურობა მოგეთხოვებათ ახალ პარტნიორებთანაც და არსებულებთანაც. მოგეძალებათ ახალ ადამიანებთან თანამშრომლობის სურვილი, ახალი ტექნოლოგიების ათვისება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. დაიცავით საკუთარი თავი სტრესისგან, გადაღლისგან. ნუ დაძაბავთ გონებას, თვალებს. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კურო
თვის
დასაწყისში ფულს თქვენი შრომით მიიღებთ. ამავე პერიოდში დაასრულეთ ყველა საქმე, ვალდებულება, რათა თვის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან განმარტოებას დაუთმოთ. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება ან თანაცხოვრება გადაწყვიტოთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. თქვენი მომავალი პარტნიორი შეიძლება ხელოვნების ან იურისპრუდენციის სფეროს წარმომადგენელი იყოს. შეხვდით მეგობრებს, მოიწყვეთ დღესასწაული, მაგრამ ეცადეთ, არ გადატვირთოთ კუჭი დესერტებით. მოგინდებათ თქვენი ნააზრევის ფურცელზე გადატანა, ციფრულ ტექნოლოგიებში გარკვევა, კოლეგებათან ურთიერთობის გაუმჯობესება. შეიძლება მზრუნველობის ახალი ობიექტი გაიჩინოთ.

ტყუპი
თვის დასაწყისში გახშირდება სასიყვარულო შეხვედრები. განსაკუთრებით ყურადღებიანი და მოსიყვარულე იქნებით საყვარელი ადამიანის მიმართ. მოგინდებათ მისი განებივრება, სიურპრიზების, რომანტიკული შეხვედრების მოწყობა. თვის მეორე ნახევარში გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ქალბატონებთან. გარეშე პირებს საკუთარ საქმეებში ნუ ჩაახედებთ. უფრო მეტიც, საქმეებს როცა მორჩებით, მხოლოდ შემდეგ აცნობეთ სამყაროს. მოგინდებათ ახალი, შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ბიზნესის გაფართოება. კარგ შედეგს მიაღწევენ მსახიობი ნიშნები. შეიძლება დღესასწაულებში, ფესტივალებში მიიღოთ მონაწილეობა. ზოგიერთი სასიყვარულო მიმოწერასაც გააბამს. ქრონიკული დაავადებების გამწვავებას ნუ დაელოდებით, დროულად მიმართეთ ექიმს.

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, იყავით მოსიყვარულე მეუღლის მიმართ. გაალამაზეთ საცხოვრებელი ბინა. არავითარ შემთხვევაში არ განმარტოვდეთ. მარტოხელებს სექტემბრის მეორე ნახევრიდან რომანტიკული ნაცნობობის შანსი გეძლევათ. ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი რომანი ცხოვრებას გაგილამაზებთ. იყავით მზად ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. სექტემბერი თავს დაგამახსოვრებთ მიმოსვლებით, კონტაქტებით, ზარებითა და მიმოწერებით. მოგემატებათ სითამამე და შეიძლება თავი სრულიად ახალ სფეროში მოსინჯოთ. ზოგიერთი ჩაეწერებით თქვენთვის საინტერესო სასწავლო კურსებზე. ნუ იქნებით აგრესიული. უმჯობესია, ზედმეტი ენერგია ფიზიკურ აქტიურობაში გადაიტანოთ.

ლომი
თვის დასაწყისი სასიყვარულო მიმოწერა და საყვარელ ადამიანთან ერთად მიმოსვლა ექსკურსიებსა და პიკნიკებზე გელით. თვის მეორე ნახევრიდან მეტად იზრუნეთ ბუდის კეთილმოწყობაზე. შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ სახლი მდიდრული ნივთებით მორთოთ. რაც შეეხება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, დაქორწინებულების ცხოვრებაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს, შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტთ. იზრუნეთ ფინანსურ უსაფრთხოებაზე. ზოგიერთი გადაწყვეტს ფულის დაგროვებას ძვირად ღირებულ ნივთებში. თქვენი გულუხვი ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა ფინანსურად დაეხმაროთ ახლობლებს. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა ტრავმამ.

ქალწული
მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება ძვირად ღირებული ნივთებით. რაც შეეხება სიყვარულს, გსურთ, რომ თქვენ გვერდით მატერიალურად უზრუნველყოფილი, სიმპათიური, გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანი იყოს. საყვარელ ადამიანთან წამოჭრილი უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. თვის ბოლოს გაგიჩნდებათ მეგობრებთან შეხვედრის სურვილი და მარტოხელები ახალ სიყვარულს შეიძლება სამეგობრო წრეში შეხვდეთ. მოგინდებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინოთ. იდეებს ფულად აქცევთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ინვესტიციები. შეიძლება ფული დააბანდოთ საკუთარ განათლებაში, რათა მომავალში უფრო მეტს მიაღწიოთ კარიერაში. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ ფული პარტნიორების დაუდევრობის გამო. არ გადაღალოთ თავი. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. მიეცით თავს უფლება, დაისვენოს, აღიდგინოს ენერგია. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ პროფილაქტიკურ გამოკვლევას.

სასწორი
მარტოხელებს გამოგიჩნდებათ სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც ფინანსურ საკითხებს მოგიგვარებთ ან ძვირფასი საჩუქრებით აგავსებთ. გამორიცხული არაა ანგარებიანი ქორწინებაც. ზოგიერთმა კი შეიძლება რომანი გააბათ მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანთან, მისი დახმარებით გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები. საინტერესო იდეებით იქნებით აღსავსე. გაუზიარეთ ისინი თქვენს ახლობლებს, ვისთან ერთადაც აპირებთ თანამშრომლობას. მოსალოდნელია შეხვედრები, მივლინება, ინტელექტუალურ და საინტერესო თემებზე საუბარი. ბიზნესის გასაფართოებლად ან სამსახურში მეტი წარმატების მისაღწევად შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი ცოდნის მიღება, სასწავლო კურსებზე ჩაეწერეთ. გეკრძალებათ ნებისმიერი აზარტი, რეკორდის დამყარების სურვილი. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. კარგ შედეგს მოგიტანთ აღმოსავლური პრაქტიკები, ცურვა.

მორიელი
თვის დასაწყისში ფარული რომანტიკული ურთიერთობით იქნებით გატაცებული ან შეიძლება გამოუტყდეთ გრძნობებში ადამიანს, ვისაც ჩუმად ეტრფოდით. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი, გარეშე პირებისთვის გაურკვეველი შემოსავლის წყარო. თვის ბოლოს მოიმატებს თქვენი შარმი და მომხიბვლელობა. გირჩევთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მეტად გამოავლინოთ დიპლომატია. წარმატება გელით სამეცნიერო, სოციალური სფეროს წარმომადგენლებს. შეიძლება გადაწყვიტოთ პირადი ბიზნესის დაწყება ან დისტანციურ მუშაობაზე გადახვიდეთ. ზოგიერთი გადაწყვეტთ, შეამციროთ კონტაქტები და მეტად ჩაუღრმავდეთ საკუთარ სამყაროს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადრე ვინმეს მტრობდით და ახლა ის თქვენ წინააღმდეგ გაილაშქრებს. თვის მეორე ნახევარში მეტი სიფრთხილე მოგეთხოვებათ, რათა არ მიიღოთ ფიზიკური ტრავმა. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

მშვილდოსანი
სექტემბრის დასაწყისში შეიძლება განაახლოთ კონტაქტი მეგობრებთან, ყოფილ შეყვარებულებთან, ვისთანაც რაღაც მიზეზის გამო დაკარგული გქონდათ. საყვარელი ადამიანის გამო ზოგიერთს მსხვერპლის გაღება მოგიწევთ. პატივი უნდა სცეთ მის სურვილებს და დაეხმაროთ ასრულებაში. მარტოხელებმა თვის ბოლოს შეიძლება ფარული სასიყვარულო კავშირი გააბათ. მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებთ საქმიან პარტნიორებთან, კონკურენტებთანაც კი. დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს, მათ, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია დაწინაურების, წინსვლის თვალსაზრისით. თუ ახლა აპირებთ ბიზნესის დაწყებას, საიმედო ადამიანებთან დაწყვილდით. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური ქმედება. ბუნებაში გასეირნება და პიკნიკები მეგობრებთან ერთად სასარგებლოდ წაგადგებათ. მთავარია, არ იკამათოთ ახლობლებთან.

თხის რქა
თვის დასაწყისში ისე იქნებით საქმეებით დატვირთული, რომ შეიძლება რომანი კოლეგასთან, სამსახურში გააბათ. თქვენი პარტნიორი შეიძლება გახდეს ადამიანი, ვინც სტატუსით ან თანამდებობით თქვენზე მაღლა დგას ან ასაკითაა უფროსი. მარტოხელებმა თვის ბოლოს შეიძლება მეგობართან გააბან რომანი ან პირიქით, სასიყვარულო ურთიერთობა გადაიტანოთ მეგობრობაში. მთელი თვე მომართული იქნებით სამსახურის საქმეებზე, საქმიან შეხვედრებზე, მარტივად გამონახავთ საერთო ენას ბიზნესპარტნიორებთან. გახშირდება მივლინება, კონტაქტები უცხოელებთან. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთის სასწავლებელში გადაწყვიტოთ სწავლა. ხშირად დაისვენეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და შეძლებისდაგვარად გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. არ გადატვირთოთ ფეხები.

მერწყული
სექტემბრის დასაწყისში შეიძლება მატერიალური დახმარება მიიღოთ საზღვარგარეთიდან ან გადაწყვიტოთ რომანის გაბმა უცხოელთან. ზოგს გელით მოგზაურობა საზღვარგარეთ და საკურორტო რომანი. თვის ბოლოსკენ მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული კარიერულ საკითხზე. შეიძლება გააბათ ფლირტი კოლეგასთან, ასაკით თქვენზე უფროს ადამიანთან ან დაქორწინდეთ რაიმე გამორჩენის მიზნით. უმაღლესი განათლების მიღების, პროფესიაში დახელოვნების სურვილი გაგიჩნდებათ. ზოგმა შეიძლება საზღვარგარეთ გადაწყვიტოთ წასვლა - მუშაობის ან ემიგრაციისთვის. კარგ შედეგს მოგიტანთ უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება ან ბიზნესის უცხოელ პარტნიორებთან ერთად დაწყება. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და ზოგ შემთხვევაში შეიძლება დეტექტივის როლიც კი ითამაშოთ.

თევზები
ახლებურად უნდა შეხედოთ თქვენს პარტნიორს. შეიძლება ზოგიერთ მის უსიამოვნო თვისებასთან შეგუება მოგიწიოთ. უმჯობესია, გულახდილად დაელაპარაკოთ და მშვიდად მოაგვაროთ თქვენი პრეტენზიები. შუა სექტემბრიდან მარტოხელებს თავგადასავლები მოგინდებათ. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც შეხედულებებს შეგიცვლით. ასეთი ნაცნობობა მოსალოდნელია მოგზაურობის ან მგზავრობისას. მოთოკეთ ემოციები, უმიზეზო მწუხარებისთვის დეპრესიამდე ნუ მიიყვანთ თავს. პარტნიორთან ერთად ან მისი ფინანსური დახმარებით შეძლებთ სურვილების, მიზნების განხორციელებას. დააკვირდით სიზმრებს, შეიძლება ფსიქოლოგიით, რეგრესიული ჰიპნოზით დაინტერესდეთ. ზოგიერთს დაუვიწყარი რომანტიკული და სექსუალური თავგადასავალი გელით. არ გადადოთ ხვალისთვის ის, რაც შეგიძლიათ დღეს გააკეთოთ. თვის ბოლოსკენ გაესინჯეთ სპეციალისტს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93