ტაროს ასტროპროგნოზი ყველა ნიშნისთვის: 8-13 სექტემბერი

ტაროს ასტროპროგნოზი ყველა ნიშნისთვის: 8-13 სექტემბერი
ვერძი
ცხოვრება ადრენალინისა და ცვალებადი ემოციების გარეშე თქვენთვის მოსაწყენია. თვლით, რომ ის, ვინც ფინიშის ხაზთან მეორე მიდის, გამარჯვებული არ არის. თქვენ უამრავ ენერგიას ხარჯავთ სხვადასხვა საქმეზე და არ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი მიმართულებით ფოკუსირდეთ. სწორედ ამის ბრალია, რომ ზოგჯერ თქვენი შრომის შედეგს ვერ ხედავთ და იმედი გიცრუვდებათ. ეცადეთ, იყოთ უფრო მეტად მშვიდი და შეძლოთ კონცენტრაცია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები მხოლოდ გამწვავდება. მოეშვით ბრძოლას როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან. ამის ნაცვლად, მიუჯექით მოლაპარაკების მაგიდას და
დასახეთ სამომავლო პერპექტივები. ეს საუკეთესო დროა, რომ ურთიერთობები დაალაგოთ.

კურო
ამ კვირაში თქვენი დევიზი მთლიანად წარმატებაზეა აგებული. მოემზადეთ წინასწარ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოთ. სამაგიეროდ, ვარსკვლავები ფინანსურ კეთილდღეობასაც გპირდებიან. თქვენ შრომისმოყვარე და დაუზარელი ხართ, გასული კვირის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავეთ, ახლა კი დროა, დაისვენოთ. მოემზადეთ ურთიერთობაში სიახლეებისთვის. თუ უკვე დაქორწინებული ხართ, დაელოდეთ სიურპრიზს, ხოლო სხვა შემთხვევაში, ეს კვირა თქვენთვის ძალიან სასიამოვნოდ ჩაივლის.

ტყუპები
თქვენ ასხივებთ პოზიტიურ ენერგიას. თქვენ იცით, რა გსურთ და მღელვარება, რომლითაც მოძრაობთ, მიზნისკენ გიზიდავთ. ისიამოვნეთ ცხოვრებით, ნუ შეგეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში, რადგან ამ კვირაში გადაწყვეტილებები თქვენ სასარგებლოდ იქნება მიღებული. პირად ურთიერთობებში კი შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ - ეს თქვენი წარმატების კვირაა!

კიბო
ამ კვირაში განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით გარშემომყოფთა ემოციური განწყობის მიმართ. იყავით საკუთარი თავის, თქვენი პრინციპების, თქვენი გრძნობების ერთგული. მიიღეთ რჩევა და დახმარება თქვენზე გამოცდილი ადამიანებისგან. თუ რაიმე პრობლემის წინაშე დგახართ, იცოდეთ, რომ ეს კვირა წარმატებული გადაწყვეტილების მიღების გარანტიაა. იყავით ემოციურად გახსნილი და გახსოვდეთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ და სჭირდებათ სხვებსაც. ჰარმონიისთვის საჭიროა მიიღოთ და გასცეთ სიყვარული. სხვების მიმართ კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, თავი უკეთ იგრძნოთ.

ლომი

უნდა გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. სხვა შემთხვევაში, წარმატების შანსი იკლებს. თქვენ გაქვთ ბევრი სურვილი, იდეა, ამბიცია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ძალა და ენერგია არ არის უსასრულო. იმისათვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ, ბევრი შრომა მოგიწევთ. გათვალეთ ყველა ნაბიჯი წინასწარ და მზად იყავით მოსალოდნელი ან მოულოდნელი შედეგებისთვის, რადგან ამ კვირაში შეიძლება ყველაფერი თქვენი გეგმის საპირისპიროდ მოხდეს. ამ ბოლო დროს თქვენ ბევრს ფიქრობთ მიზნებსა და ამოცანებზე და თქვენი პირადი ცხოვრება გარიყული რჩება. ახლა თქვენ შეიძლება ვერ შეამჩნიოთ ვინმე, ვინც თქვენ გარშემო ტრიალებს და თქვენ მიმართ სერიოზული გრძნობა აქვს. ფრთხილად იყავით და გახსოვდეთ, რომ ეგოიზმი არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი!




ქალწული

მზად იყავით სიახლეებისთვის, ელოდეთ სინათლეს გვირაბის ბოლოს და იცოდეთ, რომ ეს კვირა არაერთ სიურპრიზს გიმზადებთ. იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ასე ძალიან გაწუხებთ, გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები. ეს შეიძლება იყოს თქვენთვის მცირე გამოწვევა, ცდუნება ან გამოცდა. თქვენი პირადი ცხოვრება კიბეს ჰგავს - ახლა მაღლა ადიხართ, თუმცა მოგვიანებით კვლავ მიწაზე აღმოჩნდებით და მზად უნდა იყოთ წამოდგომისთვის, ყველაფრის ახლიდან დაწყებისთვის. აკონტროლეთ თქვენი სურვილები და ნუ იოცნებებთ ზედმეტს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

სასწორი

ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ მიიღებთ ისეთ სიახლეებს, რომლებიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ამ ცვლილებებისთვის თქვენ ბევრი იშრომეთ და მხოლოდ იღბალს ნუ დააბრალებთ ყველაფერს. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავისა და მიღწევების. იყავით გულწრფელი სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც. ამ კვირაში შეიძლება შეხვდეთ მხიარულ, ქარიზმატულ პარტნიორს, თუმცა ნუ აღფრთოვანდებით, რადგან თქვენდამი მიზიდულობა მას მალევე გაუქრება და იმედი გაგიცრუვდებათ. იყავით ფრთხილი, დაკვირვებული და მობილიზებული.

მორიელი

ეს კვირა კარგია თქვენი ყველაზე დიდი ოცნებებისა და ყველაზე უცნაური პროექტების განხორციელებისათვის. მეწარმეობისა და ბიზნესის სფეროში აქტიურობა იღვიძებს. ამასთან, გამოგიჩნდებათ დრო დასვენებისა და გართობისთვის. გელოდებათ მატერიალური კეთილდღეობის კვირა. პირად ცხოვრებაში არაფერია განსაკუთრებით სასიამოვნო. დატკბით ყოველი წუთით და გამოიყენეთ წარსული გამოცდილება უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ეს კვირა სწორედ ამის საუკეთესო საშუალებას გაძლევთ.

მშვილდოსანი

ეს კვირა დატვირთულია გამოცდებით და ნერვიულობით, თუმცა შრომითა და მონდომებით ყველაფერს მიაღწევთ. კარგი პერიოდია ახალი ბიზნესის წამოსაწყებად, სასწავლებლად წასასვლელად... ეს კვირა მთლიანად შრომასა და საკუთარ თავზე მუშაობას დაუთმეთ. თუ უკვე გაქვთ სერიოზული ურთიერთობა, დროა, პასუხისმგებლობა აიღოთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ. საერთო მომავლის შექმნა თქვენს მხრებზეცაა!

თხის რქა

რაღაც ახლის დასაწყისია მოსალოდნელი. თქვენ ხართ ახალი შთაბეჭდილებების, ცხოვრებისეული მოვლენების ზღვარზე. თუ გასული კვირა უფრო მეტად ეხებოდა ფინანსებს და მატერიალურ კეთილდღეობას, მაშინ ამან რაღაც ახალი უნდა შემოიტანოს პირად ცხოვრებაშიც. თქვენ გაქვთ შანსი, შეცვალოთ რაღაც უკეთესობისკენ, კონკრეტულად კი, კარიერულ ზრდასთან დაკავშირებული საკითხები. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, გაატარეთ დრო მეგობრებთან და ნუ დაიშურებთ მათთვის კომპლიმენტებს.




მერწყული

ეს კვირა გაივლის მელანქოლიაში. მთავარია, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რომელთაც შემდეგ ინანებთ. იცით, რატომ არ ხდება ხოლმე მოვლენები ისე, როგორც თქვენ გსურთ? თქვენ აჩქარებთ მათ. გადახედეთ თქვენს მოლოდინს, იქნებ ადამიანებზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებთ?! წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმს ან მოუსმინეთ მუსიკას. ეცადეთ, თავი აარიდოთ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შემოთავაზებებს და კვირა მშვიდად ჩაატაროთ.

თევზები

თქვენ განიცდით ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მაგრამ თქვენ უნდა მოემზადოთ ცვლილებებისთვის და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო ადვილი იქნება სიახლეებთან შეგუება. თქვენი წინააღმდეგობრივი ხასიათი ზოგჯერ გაუგებარია სხვებისთვის და საკუთარი თავისთვისაც კი. ამოისუნთქეთ და შეხედეთ თქვენს თავს გვერდიდან: ვინ ხართ თქვენ? ეს საუკეთესო კვირაა მოგზაურობისთვის, დასვენებისთვის. გამოიყენეთ თქვენი უბადლო ინტუიცია და მიჰყევით სურვილებს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ გააკონტროლოთ ემოციები.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93