ასტროლოგია

სექტემბრის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვის რას ურჩევენ ასტროლოგები შემოდგომის პირველ თვეს

სექტემბრის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვის რას ურჩევენ ასტროლოგები შემოდგომის პირველ თვეს
ვერ­ძი

16 სექ­ტემ­ბრამ­დე სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ში თა­ვით იქ­ნე­ბით გა­და­ვარ­დნი­ლი. და­ი­ცა­ვით სა­კუ­თა­რი თავი სტრე­სის­გან, გა­დაღ­ლის­გან. ნუ და­ძა­ბავთ გო­ნე­ბას, თვა­ლებს. მე­ტად გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას. სექ­ტემ­ბრის ბოლო უმ­ჯო­ბე­სია, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ზღვა­ზე გა­ა­ტა­როთ.

7 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ და­ი­წყეთ დი­ე­ტა. იზ­რუ­ნეთ ორ­გა­ნიზ­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე, ჩა­ი­ტა­რეთ სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბი. სამ­სა­ხურ­ში შე­ად­გი­ნეთ მუ­შა­ო­ბის თქვენ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გრა­ფი­კი. ახა­ლი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბამ­დე ყვე­ლა ნა­ბი­ჯი დე­ტა­ლუ­რად გათ­ვა­ლეთ.

20 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ში, სურ­ვი­ლებ­ში გარ­კვე­ვა. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. ან ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის­გან - სარ­გე­ბე­ლი.

კურო

ენერ­გი­უ­ლი
და ხა­ლი­სი­ა­ნი ხართ. მო­მარ­თუ­ლი ხართ გარ­თო­ბა­ზე, დრო­ის მხი­ა­რუ­ლად გა­ტა­რე­ბა­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შუა სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყებთ ვარ­ჯიშს, დი­ე­ტას. ამა­ვე პე­რი­ო­დი­დან მო­ე­რი­დეთ გა­დაღ­ლას და სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს.


7 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მხი­ა­რუ­ლე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის დრო და­გიდ­გათ. მო­ა­წყვეთ დღე­სა­სა­წუ­ლე­ბი, ჩარ­თეთ ბავ­შვე­ბი. და­კავ­დით საყ­ვა­რე­ლი ჰო­ბით, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც კი გა­გი­უმ­ჯო­ბე­სოთ.

20 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან. შე­იძ­ლე­ბა გა­მოხ­ვი­დეთ ერთი ჯგუ­ფი­დან, კომ­პა­ნი­ი­დან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან და გა­წევ­რი­ან­დეთ ინ­ტე­რეს­თა სხვა ჯგუფ­ში.

ტყუ­პი

სხვებ­ზე ზრუნ­ვის გამო სა­კუ­თარ თავს ნუ და­ი­ვი­წყებთ. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სექ­ტემ­ბერ­ში და­გეგ­მავთ, იდე­ა­ლუ­რად შეს­რულ­დე­ბა. მთა­ვა­რია იყოთ თან­მიმ­დევ­რუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბი მეტ დროს და­გა­კარ­გვი­ნებთ. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბას ნუ და­ე­ლო­დე­ბით, დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს.

7 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ებს ელო­დეთ. შე­იძ­ლე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა ან მშე­ნებ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტოთ. და­ა­ბა­ლან­სეთ სამ­სა­ხუ­რი­სა და სახ­ლის საქ­მე­ე­ბი. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გამ­რთებთ მშობ­ლე­ბის მი­მართ.

20 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დით სამ­სა­ხურ­ში. შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გი მი­ი­ღოთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის. ან თან­მდე­ბო­ბა, თუ გსურ­დათ და მუ­შა­ობ­დით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს პრო­ფე­სია.

კირჩხი­ბი

თვის და­სა­წყის­ში უამ­რა­ვი სა­ჯა­ხო საქ­მე გექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ლი და შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ვერც კი მო­ი­ცა­ლოთ. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ნუ იქ­ნე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი. უმ­ჯო­ბე­სია, ზედ­მე­ტი ენერ­გია ფი­ზი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბა­ში გა­და­ი­ტა­ნოთ. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს მო­ე­რი­დეთ ტრავ­მუ­ლო­ბას.

7 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ებს. მო­ა­წეს­რი­გეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­ბუ­თე­ბი. ეცა­დეთ, მე­ტად გეგ­მა­ზო­მი­ე­რი იყოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­იღ­რმა­ვებთ უცხო ენას.

20 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­ი­ცა­ვით თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა. მო­გე­ცე­მათ სა­ზღვრე­ბის, ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის შან­სი. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლივ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ემ­გზავ­როთ. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ კავ­ში­რე­ბი უცხო­ე­ლებ­თან.

ლომი

მო­ე­რი­დეთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კა­მათს მსხვილ-წვრილ­მან სა­კი­თხებ­ზე. სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­ი­ცა­ვით. შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ ძველ­მა ტრავ­მამ.

7 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მეტი დრო და­უთ­მეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მო­ძი­ე­ბას. კარ­გი იქ­ნე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის ფლან­გვას ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც მო­გე­წო­ნე­ბათ.

20 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხებთ ვა­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. კრე­დი­ტე­ბის და­ფარ­ვას. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით იმის­გან, რაც გთრგუ­ნავ­დათ. ზო­გი­ერ­თი ფი­ზი­კურ გარ­და­სახ­ვას გა­და­წყვეტს.

ქალ­წუ­ლი

ენერ­გი­უ­ლი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ხართ. მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნას. არ გირ­ჩევთ მწა­რე კრი­ტი­კას. არ გა­და­ღა­ლოთ თავი. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი. მი­ე­ცით თავს უფ­ლე­ბა, და­ის­ვე­ნოს, აღიდ­გი­ნოს ენერ­გია. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩა­იტ­რებთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ გა­მოკ­ვლე­ვას.

7 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ სი­ახ­ლე­ე­ბის პე­რი­ო­დი გე­წყე­ბათ და პირ­ველ რიგ­ში თა­ვად უნდა შე­იც­ვა­ლოთ. გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი, თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი.

20 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი სა­კუ­თარ და თქვე­ნი პარტნი­ო­რის მო­თხოვ­ნებს შო­რის. ის­წავ­ლეთ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა. ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­დეგს მო­გი­ტანთ. ან შე­იძ­ლე­ბა გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ით­მა­შებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

სას­წო­რი

თვის და­სა­წყის­ში ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, არ გა­გირ­თულ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ვა­დე­ბე­ბი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ აღ­მო­სავ­ლუ­რი პრაქ­ტი­კე­ბი, ცურ­ვა. ამას­თან, გეკ­რძა­ლე­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი აზარ­ტი, რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბის სურ­ვი­ლი. 16 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მე­ტად იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ჩა­ი­ტა­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა.

7 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დე­ბა ის, რაც აქამ­დე თქვენ­თვის და­ფა­რუ­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ და­ხუ­რუ­ლი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ. გირ­ჩევთ, მე­ტად და­ის­ვე­ნოთ, და­აგ­რო­ვოთ ენერ­გია მო­მა­ვა­ლი მოქ­მე­დე­ბის­თვის.

20 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მო­გე­მა­ტე­ბათ სტრე­სი დაგ­რო­ვი­ლი საქ­მე­ე­ბის, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოთ სამ­სა­ხუ­რი. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან. არ და­უშ­ვათ შეც­დო­მე­ბი მუ­შა­ო­ბი­სას.

მო­რი­ე­ლი

მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­გინ­დე­ბათ პიკ­ნი­კე­ბის მო­წყო­ბა, ქა­ლაქ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა ან სუფ­თა ჰა­ერ­ზე გუნ­დურ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვა. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მეტი სიფრ­თხი­ლე მო­გე­თხო­ვე­ბათ, რათა არ მი­ი­ღოთ ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მა. მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას.

7 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, მო­გინ­დე­ბათ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა. თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებთ პი­რა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

20 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს გა­წყვი­ტოს კავ­ში­რი მო­მა­ბეზ­რე­ბელ პარტნი­ორ­თან.
გააგრძელეთ კითხვა
ბეჭდვა
e87a93