ვერძი
დაუთმეთ მეტი დრო ვალდებულებების შესრულებას. პროექტების დასრულებას. მოერიდეთ სასიყვარულო სამკუთხედის შეკვრას. კარგს არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, შინ სიყვარულის, ჰარმონიული გარემო შექმნათ. გამონახეთ დრო ბავშვებისთვისაც.
კურო
საუკეთესოდ დასვენებას საყვარელი ადამიანების გარემოცვაში შეძლებთ. კვირის მეორე ნახევრიდან სახლისა და სამსახურის საქმეებში იქნებით ჩაფლული. მარტოხელებს ახალი ნაცნობობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოგიტანთ, მაგრამ სერიოზულ კავშირს - არა.
ტყუპი
შვილების ცხოვრება საინტერესო უნდა გახადოთ. ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. მგზავრობისას საინტერესო მოსაუბრეებს გაიცნობთ. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება დიდხანს არ გასტანს, მოთმინებით აღიჭურვეთ.
კირჩხიბი
იყავით გულწრფელი გარშემო მყოფებთან, დახმარებისთვის მიმართეთ ნათესავებს. თქვენი გადასაწყვეტია, ახალი გატაცება ნამდვილ სიყვარულში გადაიზრდება თუ არა. თუმცა, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. გაინებივრეთ თავი სასიამოვნო საყიდლებით.
ლომი
სახლისა და სამსახურის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. უქმეებზე მოგინდებათ იმიჯის შეცვლა. ზოგიერთი ფარულ სასიყვარულო კავშირს გააბამთ. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
ქალწული
საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით, საუბრები და საერთო გატაცებები კარგია, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად არა. უმასპინძლეთ შინ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ საქმეს, ჰობის.
სასწორი
ისე მოიქეცით, როგორც თავად გსურთ. ნუ ჩაახედებთ თქვენს პირად ურთიერთობაში მშობლებს, მეგობრებს. კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. უქმეებზე კარგად უნდა დაისვენოთ და სამსახურზე არ იფიქროთ.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთ. შინ ჰარმონია და სიმშვიდე დაისადგურებს. დაუთმეთ მეტი დრო დაგროვილი საკითხების მოგვარებას. უქმეებზე შეხვდით მეგობრებს, იყავით საინტერესო მოსაუბრე. საყვარელი ადამიანი გენდობათ და ეცადეთ, არ აწყენინოთ.
მშვილდოსანი
გაფრთხილდით, ემოციებზე აყოლილმა არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ზოგიერთს ფარული კავშირების გაბმის სურვილი გაქვთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. სწავლასაც კი თამაშის სახე უნდა ჰქონდეს.
თხის რქა
მეტი შრომისმოყვარეობა უნდა გამოავლინოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. ეჭვიანობა და ეგოიზმი კარგს არაფერს მოგიტანთ. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ.
მერწყული
უმჯობესია, ეს დრო დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ. მოერიდეთ ელექტრონივთების შეძენას. ურთიერთობაში კრიზისი დროებითია. რთული სიტუაციების ერთად გადალახვა კიდევ უფრო შეგაკავშირებთ. უქმეებზე მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი.
თევზები
მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ცოტა მეტი უნდა იშრომოთ. შეიძლება მოგთხოვონ დაწყებული პროექტების დროზე ადრე ჩაბარება. საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ ადგილას გსურთ განმარტოება. მოიწყვეთ რომანტიკული უქმეები.