ასტროლოგი რამაზ გიგაური სავსემთვარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს.
"ამაღამ სავსემთვარეობა იქნება თევზებში (თბილისის დროით 3:55 საათზე).
ემოციური დღეა, ამიტომ ემოციას გაუფრთხილდით - თქვენსასაც და გარშემომყოფებისასაც.
შფოთვას, შიშს, „გული ცუდს მიგრძნობს“ - არა!
სიყვარულს, სიმშვიდეს, მედიტაციას, ლოცვას - კი!
მაინცა და მაინც ამაღამ, ძილის წინ ნუ მოგინდებათ ჰიჩკოკის ან რამე ასეთის ნახვა.
ამღამინდელი სიზმრები მნიშვნელოვანია.
სიმშვიდე თქვენს ასტრალურ სხეულსა და გულს!", - წერს რამაზ გიგაური.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>