ოქტომბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ვის ელის შემოდგომის რომანტიკული რომანი და ვის იმედგაცრუება

ოქტომბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ვის ელის შემოდგომის რომანტიკული რომანი და ვის იმედგაცრუება
ოქტომბრის გეგმა ასეთია: პლედში გავეხვიოთ საყვარელ ადამიანთან ერთად, მივირთვათ თბილი ჩაი, ხელჩაკიდებულებმა გავისეირნოთ აფერადებულ ბუნებაში და გადავიღოთ უამრავი რომანტიკული ფოტო.

ვერძი
მარტოხელებისთვის: ივლისივით მცხუნვარე ოქტომბერი გელოდებათ, რადგან სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს მონათესავე ნიშანში - მშვილდოსანშია და უამრავ რომანტიკულ შეხვედრას გპირდებათ.
რჩევა: რაც უფრო მოღიმარი იქნებით, მით მეტი თაყვანისმცემლისგან მიიღებთ საჩუქარს, ღიმილს და სიურპრიზებს.
დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანის მიმართ მაქსიმალურად მოსიყვარულე უნდა იყოთ. ნუ დაგავიწყდებათ მისი შექება, გაბედნიერება.
რჩევა: მოაწყვეთ რომანტიკული უქმეები. ერთად უყურეთ ფილმებს ან ქალაქგარეთ
გაემგზავრეთ.

კურო
მარტოხელებისთვის: სიმშვიდე, აი, რა გსურთ ოქტომბერში. ყველა დრამა წარსულს ჩაბარდა და ახლა საკუთარი თავი უნდა გაინებივროთ. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში; გაერკვიეთ, რა გსურთ.
რჩევა: დაელოდეთ ნოემბერს, დრო კი განვითარებას, ახალი ცოდნის მიღებას დაუთმეთ.
დაწყვილებულებისთვის: ეჭვიანობას თუ დაივიწყებთ, ცხოვრება უფრო მშვიდი გაგიხდებათ და ზედმეტ კილოგრამებს და უსიამოვნებას ერთდროულად მოიცილებთ.
რჩევა: სიცივეები ახლოვდება, თბილი ურთიერთობები მოიმარაგეთ.

ტყუპი
მარტოხელებისთვის: თუ ქუჩაში წვიმს, თქვენს პირად ჰორიზონტზე ღრუბელიც კი არ შეიმჩნევა. თავგადასავლები თუ გსურთ, უნდა გააქტიურდეთ. თამამად გამოავლინეთ ინიციატივა. უთხარით ყველაფერ ახალს "კი".
რჩევა: "არა" უთხარით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ურთიერთობას გაბუტვებით და წყენით იწყებს.
დაწყვილებულებისთვის: თვის დასაწყისში სამსახურის საქმეები ყოველდღიურად გაწერილი გექნებათ. აი, მეორე ნახევარში კი უნდა აინაზღაუროთ რომანტიკა და გართობა. შეიძლება ახალი ჰობის გამოიძებნოთ.
რჩევა: მიიღეთ მზის აბაზანები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გადმოალაგეთ თბილი სამოსი და საზაფხულოებს ცოტა ხნით დაემშვიდობეთ.

კირჩხიბი
მარტოხელებისთვის: არ დაუშვათ შეცდომები სამსახურში, საქმეები თავიდან გექნებათ გადასამოწმებელი. ოქტომბერში დაასრულეთ ყველა პროექტი, რომ ნოემბერში პაემნებზე სირბილი შეძლოთ.
რჩევა: ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, გაატარეთ.
დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ თბილი ჩაით და გემრიელობებით. მოუქსოვეთ ლამაზი შარფი და ქუდი. ერთმანეთზე ზრუნვა კიდევ უფრო დაგატკბობთ ერთმანეთის მიმართ.
რჩევა: მასზე ზრუნვაში საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ.

ლომი
მარტოხელებისთვის: მოემზადეთ, რომანტიკული განწყობა კარს შემოგიმტვრევთ. მოსაწყენად არ გეცლებათ, თაყვანისმცემლები გაგანებივრებენ საჩუქრებითა და სიურპრიზებით.
რჩევა: იყავით ქალური და არა დედოფლური.
დაწყვილებულებისთვის: დათბებით და დატკბებით საყვარელი ადამიანის მიმართ. ის კი თქვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გმირობებს ჩაიდენს.
რჩევა: კარგი იქნება იმიჯის შეცვლა.

ქალწული
მარტოხელებისთვის: ძილის წინ კანფეტების ჭამა და "ცუდ ბიჭთან" რომანი კარგს არაფერს მოგიტანთ. ყველაფერი უსარგებლო უნდა მოიცილოთ.
რჩევა: მსუბუქი ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გეპატიებათ, თუ გრძნობებში სერიოზულად არ გადავარდებით.
დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება მიეცით, ცუდი ამინდი კი შინ ჯდომის მიზეზი არაა.
რჩევა: ჩაეწერეთ ფიტნესზე, გაიჩინეთ ახალი ჰობი.

სასწორი
მარტოხელებისთვის: დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი პაემნები, რომანტიკული მიმოწერა და მუცელში პეპლების ფარფატი იქნება.
რჩევა: შიშებმა, რომ წარსული არ განმეორდეს, შეიძლება გაგიფუჭოთ დამოკიდებულება ახლანდელ თაყვანისმცემელთან.
დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანი ვერ მიხვდება, თქვენ რა გსურთ, თუ თავად არ ეტყვით.
რჩევა: მოიფიქრეთ, როგორ გსურთ გაატაროთ დაბადების დღე ან უქმეები - რომანტიკულად. შეიძლება შეგეცვალოთ სამსახური, ინტერესთა სფერო.

მორიელი
მარტოხელებისთვის: სიყვარულის პლანეტა თქვენს ნიშანშია და ყავასაც კი ვერ დალევთ რომანტიკის გარეშე. დააკვირდით გარშემო მყოფებს, მათ შორის აუცილებლად გამოიძებნება სათქვენო.
რჩევა: თუ მარტოობა გსურთ, დაუთმეთ მეტი დრო კარიერას.
დაწყვილებულებისთვის: გრძნობთ, რომ გადაღლილი ხართ და დასვენება გესაჭიროებათ. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. სანამ მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, ენერგია უნდა დაზოგოთ.
რჩევა: ცურვა ან იოგა საუკეთესო იქნება თქვენთვის.

მშვილდოსანი
მარტოხელებისთვის: თუ ადამიანი არ მოგწონთ, ნუ გადავარდებით ილუზიებში და ისწავლეთ "არას" თქმა. თუ ადამიანი ნამდვილად მოგწონთ, გამოხატეთ გრძნობები თბილი შეტყობინებებით, ჩახუტებით.
რჩევა: რჩევებს ყური არ დაუგდოთ, რაოდენ ავტორიტეტულიც უნდა იყოს ადამიანი თქვენთვის.
დაწყვილებულებისთვის: ბალანსი უნდა დაიცვათ მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის. სიყვარულის პლანეტა მთელი თვე თქვენს ნიშანში იქნება. სიყვარული დაფრინავს თქვენ გარშემო. სატურნი კი (წესრიგისა და შრომისმოყვარეობის პლანეტა) ყველა საქმეს იდეალურად შეგასრულებინებთ.
რჩევა: ჩართეთ რამე ენერგიული მუსიკა და გააგრძელეთ რიტმში ცხოვრება.

თხის რქა
მარტოხელებისთვის: დათუნიასავით მოგინდებათ პლედში თბილად გახვევა და გაზაფხულამდე დაძინება, მაგრამ საკუთარ თავში უნდა გამოძებნოთ ენერგია და გააგრძელოთ ცხოვრება.
რჩევა: დაიწყეთ ექსპერიმენტები, გამოძებნეთ ახალი გასართობი, ჰობი. შეიცვალეთ სტილი, ვარცხნილობა.
დაწყვილებულებისთვის: ვნებები ბობოქრობს, ყველაფერზე შეგიძლიათ ვულკანის ამოფრქვევა, მაგრამ გახსოვდეთ: "ყველაზე კარგი ომი ისაა, რომელიც არ ყოფილა".
რჩევა: მშვიდად გამოუშვით ბოლი, მოერიდეთ კამათსა და ჩხუბს. ხოლო თუ იჩხუბებთ, შერიგება არ დაგავიწყდეთ.

მერწყული
მარტოხელებისთვის: ყველამ იცის, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი გოგონა ხართ, ოქტომბერში კი სტრატეგია უნდა შეცვალოთ. არ გამოავლინოთ ინიციატივა, არ დაურეკოთ პირველმა, მან დაგპატიჟოთ ყავაზე. იყავით ქალური და ნაზი. თქვენს საყვარელ მამაკაცს სურს, მთავარი როლი ითამაშის თქვენს ცხოვრებაში.
რჩევა: ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი.
დაწყვილებულებისთვის: ხანდახან მოგეჩვენათ, რომ იღბალი გცდით, თითქოს ყველაფერი თქვენ წინააღმდეგაა. მოთმინებით აღიჭურვეთ, გაიღიმეთ და ეცადეთ, დიპლომატიურად გადმოსცეთ ის, რაც არ გსიამოვნებთ.
რჩევა: საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი ყველაფერს გაარკვევს. ეცადეთ, საკუთარი პრეტენზიები მშვიდად გამოთქვათ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ.

თევზები
მარტოხელებისთვის: მოერიდეთ კამათს ახლობლებთან, საათობით სოციალურ ქსელებში სქროლას. უმჯობესია, დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმოთ.
რჩევა: ოქტომბერი - კარგი თვეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. გამოუთავისუფლეთ დრო სასიამოვნო საქმიანობას.
დაწყვილებულებისთვის: უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. გაინებივრეთ თავი პატარ-პატარა სიხარულებით. საღამოობით საყვარელ ადამიანთან ერთად უყურეთ საყვარელ ფილმებს, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ჩაეწერეთ მასაჟის კურსებზე.
რჩევა: დაფიქრდით, რამდენი ხანია საყვარელ ადამიანთან ერთად არ განმარტოებულხართ. დაიმახსოვრეთ ოქტომბერი რომანტიკული უქმეებით.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93