4-10 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს

4-10 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს
კვირის მთავარი მოვლენა ახალმთვარეობაა, რომელსაც ველოდებით 6 ოქტომბერს, 15:05-ზე სასწორის ნიშანში. ფრთხილად და დაკვირვებულად იყავით, მომატებულია აგრესიულობა. ახლა მზე სასწორშია. უნდა ვიზრუნოთ პარტნიორული (სასიყვარულო და საქმიანი) ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. საერთო საქმიანობაზე, იურიდიული საკითხების მოგვარება-დასრულებაზე. იმის გამო, რომ პლანეტების უმეტესობა ამ კვირაში რეტროგრადულია, მოერიდეთ ფულის ფლანგვას, დაბანდებას; გეგმიური ოპერაციების ჩატარებას. თუ ახალმთვარეობაზე სურვილის ჩაფიქრებას ან დაწერას აპირებთ, უმჯობესია, პარტნიორულ ურთიერთობაზე გააკეთოთ აქცენტი.
4 ოქტომბერი, მთვარე ქალწულშია. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები.
ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.

ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.
5 ოქტომბერი, მთვარე სასწორში გადავა 16:37-დან. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
მინუსი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

7 ოქტომბერი, მთვარე 18:21-ზე მორიელს ესტუმრება. ემოციური მთვარე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

9 ოქტომბერი, 19:25-დან მთვარე მშვილდოსანში იქნება. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც დამზადებული ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.
10 ოქტომბერი, 21:17-ზე მთვარე თხის რქაში გადავა. მკაცრი და ასკეტური მთვარე. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
კარგია - პედიკიური, პილინგი
ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93