მოემზადეთ დიდი ცვლილებებისთვის - ასტროლოგი ოქტომბრის მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

მოემზადეთ დიდი ცვლილებებისთვის - ასტროლოგი ოქტომბრის მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ
შე­მოდ­გო­მის თვე­ებ­ში ოქ­ტომ­ბე­რი ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­კუ­რია. ოთხი პლა­ნე­ტა და­უბ­რუნ­დე­ბა დი­რექ­ტულ ფა­ზას. პლა­ნე­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტებს ქმნი­ან, ზოგ­ჯერ სა­შიშ­საც. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს, ახალმთვა­რე­ო­ბის, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პე­რი­ო­დებ­ში და 15-22 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სიფრ­თხი­ლე, გა­აზ­რე­ბუ­ლო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა მოგ­ვე­თხო­ვე­ბა. მარ­თა­ლია, პლა­ნე­ტე­ბი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფა­ზი­დან დი­რექ­ტულს უბ­რუნ­დე­ბი­ან და გა­მო­ნა­თე­ბებს უნდა ვე­ლო­დოთ, მაგ­რამ სა­ნამ სვლას გა­ას­წო­რე­ბენ, 4-5 დღე შე­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეს მო­მენ­ტიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. ერთი სი­ტყვით, მო­სა­წყე­ნად არ გვეც­ლე­ბა. თუმ­ცა მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად.

23 ოქ­ტომ­ბრამ­დე მზე სას­წო­რის ნი­შან­შია. სას­წო­რე­ბო, გი­ლო­ცავთ, ჰარ­მო­ნია და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა
გქონ­დეთ. აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ არც ისე მშვი­დი დრო და­გიდ­გათ. მზეც და მარ­სიც თქვენს ნი­შან­შია და ემო­ცი­ე­ბი ბო­ბოქ­რობს. მაგ­რამ იყა­ვით მშვი­დი და გა­აზ­რე­ბუ­ლი. სას­წო­რი არის სიყ­ვა­რუ­ლის, ქორ­წი­ნე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის, კა­ნო­ნის, ბა­ლან­სის, ჰარ­მო­ნი­ის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სიმ­ბო­ლო. აგ­რეთ­ვე, პარტნი­ო­რო­ბის - სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ა­ნი; კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის. და­აკ­ვირ­დით თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს და ეცა­დეთ, ჰარ­მო­ნია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ და თან­ხვედ­რა გქონ­დეთ პარტნი­ორ­თან. არ გირ­ჩევთ უხე­შო­ბას, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად.

ახლა რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ოდ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, რო­მე­ლიც 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო და 18 ოქ­ტომ­ბრამ­დე გას­ტანს (მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მომ­დევ­ნო ფაზა და­ი­წყე­ბა 2022 წლის 14 იან­ვარს). მერე იქ­ნე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი (შე­ჩე­რე­ბუ­ლი) და სწორ სვლას 3 ნო­ემ­ბერს და­უბ­რუნ­და. ამი­ტომ, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე, რო­მ­ლებიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ბუ­თებ­თან, კონ­ტაქ­ტებ­თან, მი­მოს­ვლას­თან, გა­და­ი­ტა­ნეთ უკე­თე­სი დრო­ის­თვის. მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი პე­რი­ო­დი კი გა­მო­ი­ყე­ნეთ საქ­მე­ე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, სა­ბუ­თე­ბის, ნივ­თე­ბის გა­და­სა­კე­თებ­ლად, კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ტა­ნად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და ა.შ. ოქ­ტომ­ბერ­ში პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ორ ას­პექტს აკე­თებს: პლუ­ტონ­თან და და იუ­პი­ტერ­თან. გარ­და ამი­სა, 8 ოქ­ტომ­ბერს მერ­კუ­რი მზეს უერ­თდე­ბა (ამ­ჯე­რად რეტ­როგ­რა­დულს). ასე­თი ას­პექ­ტი გვქონ­და პირ­ველ აგ­ვის­ტო­საც და გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და მა­შინ თქვენს საქ­მე­ებ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ახლა შე­იძ­ლე­ბა მი­უბ­რუნ­დეთ მათ, შე­ი­ტა­ნოთ ცვლი­ლე­ბე­ბი, და­ას­რუ­ლოთ. აქ­ტი­უ­რად მო­გინ­დე­ბათ გა­და­კე­თე­ბა, დას­რუ­ლე­ბა. აგ­რეთ­ვე, გა­ი­აზ­რებთ და გა­ი­გებთ ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს - ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, გა­და­ა­მუ­შა­ვებთ, გა­მო­ას­წო­რებთ და ახალ შე­დე­გებს მი­ი­ღებთ. აი, 29 ნო­ემ­ბერს კი, როცა მერ­კუ­რი და მზე ისევ შე­ერ­თდე­ბი­ან (ამ­ჯე­რად მერ­კუ­რი სწო­რად­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბა), თქვენ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ. მერ­კუ­რი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა პლუ­ტონს (პირ­ველ და 5 ოქ­ტომ­ბერს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 4 ნო­ემ­ბერს) ეს გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან, შაბ­ლო­ნე­ბის­გან, საქ­მის­გან, რაც აღარ გა­ნი­ჭებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას. გარ­და ამი­სა, პლუ­ტო­ნი არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის, ძა­ლის პლა­ნე­ტა. შე­იძ­ლე­ბა გა­ჟო­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ამ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან, ცვლი­ლე­ბა მოხ­დეს სა­ბან­კო სის­ტე­მა­ში. ამა­ვე დღე­ებ­ში მერ­კუ­რი პო­ზი­ტი­ურ ას­პექტს ქმნის იუ­პიტერ­თან, გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტას­თან. ანუ გაწ­მენ­დის შემ­დეგ, თუ სუფ­თა ზრახ­ვე­ბით იმოქ­მე­დებთ, მი­ი­ღებთ წარ­მა­ტე­ბას.

ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 6 ოქ­ტომ­ბერს, 15:05-ზე, სას­წო­რის მე­თო­თხმე­ტე გრა­დუს­ში. ეს არის მთვა­რის თვის და­სა­წყი­სი - მზი­სა და მთვა­რის შე­ერ­თე­ბით, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სას­წორ­ში მათ უერ­თდე­ბა მარ­სიც. ამი­ტომ, მთვა­რის ამ თვე­ში, მომ­დევ­ნო ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე, მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რო­ბა, ენერ­გი­უ­ლო­ბა, ქმე­დე­ბა რა­ღა­ცის მი­საღ­წე­ვად. იყა­ვით გო­ნივ­რუ­ლი, იფიქ­რეთ, რა შე­დეგს მო­გი­ტანთ მო­მა­ვალ­ში თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ნა­ბი­ჯი. მო­გი­წო­დებთ, ის­წავ­ლოთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მუშ­ტე­ბის გა­რე­შე მოგ­ვა­რე­ბა. საფრ­თხი­ლოა 6-9 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ო­დი. ახალმთვა­რე­ო­ბის პროგ­ნოზს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და ვრცლად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ახალმთვა­რე­ო­ბა იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ამ დღეს პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი დი­რექ­ტულ ფა­ზას უბ­რუნ­დე­ბა. პლუ­ტო­ნი თხის რქა­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სტრა­ტე­გი­ულ მიზ­ნებ­თან, ბიზ­ნეს­თან, კა­რი­ე­რა­სა და პრო­ფე­სი­ას­თან. სწორ სვლა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ის და­ა­კო­რექ­ტი­რებს ამ თე­მებს.

ვე­ნე­რა მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში გა­და­ვა 7 ოქ­ტომ­ბერს და დარ­ჩე­ბა 5 ნო­ემ­ბრამ­დე. ვე­ნე­რა მო­რი­ელ­ში მშვი­დად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. მო­მა­ტე­ბუ­ლია ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და ემო­ცი­ე­ბი. ეცა­დეთ, იმა­ზე მეტი სიყ­ვა­რუ­ლი გას­ცეთ, ვიდ­რე იღებთ და არ იყოთ პრე­ტენ­ზი­უ­ლი და ეჭ­ვი­ა­ნი. 7-დან კი ვე­ნე­რა გა­და­დის მშვილ­დო­სან­ში. გახ­დე­ბა ელი­ტუ­რი, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი. მო­უნ­დე­ბა და­ფა­სე­ბა სა­ჩუქ­რე­ბით, ელი­ტურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე მი­პა­ტი­ჟე­ბით. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ უცხო­ე­ლებ­თან რო­მა­ნის გაბ­მა. პარტნი­ო­რად შე­იძ­ლე­ბა აირ­ჩი­ოთ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ან ადა­მი­ა­ნი, ვი­საც კე­თილ­შო­ბი­ლი წი­ნაპ­რე­ბი ჰყავ­და. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­ემ­გზავ­როთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად.

გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93