ვერძი
ემოციების მომატებას იგრძნობთ და გაფრთხილდით, რომ არაფერი გააფუჭოთ. ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. ყველა ადამიანი, ვისაც განსხვავებული აზრი ექნება, ნერვებს მოგიშლით, მაგრამ გაატარეთ. მარტოხელებს ახალი ნაცნობობა გელით, რაც ვნებასა და სინაზეს გპირდებათ. სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში ხდება და მაქსიმალურად ფრთხილად იყავით.
კურო
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, უარს ნუ იტყვით წვეულებაზე მიპატიჟებაზე. დაწყვილებულებს მშვიდი, რომანტიკული პერიოდი გელით. შეგიძლიათ უქმეები ერთად, ქალაქგარეთ გაატაროთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით პოტენციურ პარტნიორთან.
ტყუპი
დაგჭირდებათ ფული საოჯახო ნივთების შესაძენად. სავსემთვარეობის დღეებში გაფრთხილდით საჭესთან. უქმეებზე მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება ტრენერის აყვანა დაგჭირდეთ. ნუ ეძებთ ახალ სასიყვარულო თავგადასავლებს.
კირჩხიბი
მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან კომუნიკაციას. იყავით დაკვირვებული და არავის არაფერს დაპირდეთ. უქმეები სასიამოვნო მოვლენებით დაგამახსოვრებთ თავს. საყვარელ ადამიანს იმედებს ნუ გაუცრუებთ.
ლომი
დისკომფორტის შეგრძნება გექნებათ, განმარტოება და სიმშვიდე მოგინდებათ. მატერიალური მდგომარეობა სასურველი ნივთების შეძენის საშუალებას არ მოგცემთ და ესეც იმოქმედებს თქვენზე. მეტი დრო გაატარეთ მშობლების, შვილების გვერდით. თქვენი თავისუფალი დრო ნათესავების სურვილების ასრულებას უნდა დაუთმოთ.
ქალწული
თუ არ გთხოვენ, ნურც გაუკეთებთ და ნურც დაეხმარებით. იყავით მომართული საკუთარი თავის, საქმეების გაუმჯობესებაზე. გარშემო მყოფებმა შეიძლება არ მოგიწონონ გადაწყვეტილებები. ზოგიერთებს ყოფილ შეყვარებულთან გელით შეხვედრა, გაფრთხილდით, ემოციებს აყოლილმა არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება.
სასწორი
დააკვირდით გარშემო მყოფებს და გაარკვიეთ ვინ გიშლით წინსვლაში ხელს. იმოქმედეთ დიპლომატიურად, მაგრამ საკუთარ თავს ნუ დაიჩაგრავთ სხვებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად. მოულოდნელად გამოგიჩნდებათ თანხა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაახარჯოთ.
მორიელი
გახშირდება კომუნიკაციები, ონლაინიც. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი გატაცება ან მიხვდეთ, რომ საკუთარი ძალების ახალ საქმეში გსურთ მოსინჯვა. გააქტიურდით როცა მზე მორიელში გადმოვა ან თქვენი დაბადების დღის შემდეგ. მანამდე დაასრულეთ ყველა საქმე, კონტრაქტი, ურთიერთობაც.
მშვილდოსანი
საკუთარის მისაღწევად რისკზე წასვლა, გავლენიანი ახლობლების შეწუხება მოგიწევთ. ცვლილებები კი გსურთ, მაგრამ თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ. ეს პირადასაც ეხება და პროფესიულ საქმიანობასაც. გამონახეთ დრო რელაქსაციისთვის. ნუ აიკიდებთ სხვის პრობლემებს.
თხის რქა
საინტერესო შეხვედრების და მოლაპარაკებების პერიოდია. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი საქმე, შემოგთავაზონ ხელშეკრულებების გაფორმება. მომავალი ორშაბათიდან თქვენთვის უკეთესი პერიოდი დგება. უქმეები საყვარელი ადამიანები გარემოცვაში გაატარეთ. დაიმუხტეთ პოზიტიური ენერგიით.
მერწყული
უქმეებზე საყიდლები განწყობას გაგიუმჯობესებთ. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად, მათი მხარდაჭერა ძალებს შეგმატებთ და აქტიური მოქმედებისკენ გიბიძგებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. მარტოხელები გააქტიურდით პოტენციური პარტნიორის საძიებლად.
თევზები
მოგინდებათ თვითგანათლების მიღება, სამოგზაუროდ გამგზავრება. ახალი გარემო და პოზიტიური აზროვნება უსიამოვნო ფიქრებს მოგაცილებთ. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ და წვრილმანების გამო ნუ წაეკიდებით ერთმანეთს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრებთან.