18-24 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი - მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია

18-24 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი - მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია
20 ოქტომბერს სავსემთვარეობას ველოდებით. ემოციები მომატებულია და აგრესიული პლანეტებიც ერთმანეთს ეჩხუბებიან. ნუ შექმნით ფორსმაჟორულ სიტუაციებს. ნუ იმოქმედებთ "ცხელ გულზე", იყავით გააზრებული და დაკვირვებული. მოგიწოდებთ მაქსიმალური სიმშვიდისკენ (26 ოქტომბრამდე). გაფრთხილდით, რათა არასწორად ნათქვამი სიტყვის ან გადადგმული ნაბიჯის გამო არ გაიფუჭოთ არსებული მდგომარეობა.
23 ოქტომბერს მზე მორიელის ნიშანში გადავა. მორიელებო, წინასწარ გილოცავთ მზის თქვენს ნიშანში დაბრუნებას, მიზნების განხორციელებისთვის მოემზადეთ!
კარგი ამბავი ისაა, რომ დიდი ბედნიერების პლანეტა - იუპიტერი ორშაბათს სწორ სვლას დაუბრუნდა და საშუალება მოგეცემათ გააფართოთ საზღვრები,
განვითარდეთ (სულიერადაც), სოციალურ საფეხურზე წინ წაიწიოთ. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, გახდებით დაფასებული.

18 ოქტომბერი, მთვარე 14:07-ზე გადავა ვერძში. მანამდე იქნება თევზებში
მთვარე თევზებში - მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.
ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.
მთვარე ვერძში - მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.
კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

21 ოქტომბერი, მთვარე კუროშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.
კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები. თმის შეღებვა.
ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.
23 ოქტომბერი, მთვარე 11:58-ზე ესტუმრება ტყუპს. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93