<div>სავსემთვარეობას ველოდებით 20 ოქტომბერს, 18:56-ზე ვერძში. სავსემთვარეობა ზოგადად სტრესული დღეა; ადამიანები უკმაყოფილოები, გაღიზიანებულები არიან, ზედმეტად ნერვიულები. მომატებულია ემოციები, ავარიულობაც კი. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, თუ მაღალ წნევას უჩივით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებას.</div>
20 ოქტომბერსვე პლანეტა მერკური, რომელიც 27 სექტემბრიდან რეტროგრადული იყო, სწორ სვლას იწყებს და ჩვენც უფრო მეტად მობილიზებულები, დაკვირვებულები გავხდებით. 20 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, კარგი პერიოდი გველოდება, მაგრამ ახალი საქმეები უმჯობესია 25 ოქტომბრიდან დაიწყოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ 4 ნოემბრამდე მთვარე კლებადია. თუმცა კარგი დღეები მაინც გვაქვს და ესენია 22, 23, 26-27 და 31 ოქტომბერი. აქვე გეტყვით, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა უმჯობესია 5-16 ნოემბრის შუალედში მოაგვაროთ, რადგან მერე მთვარისა და მზის დაბნელებების პერიოდი გვეწყება (19 ნოემბერს მთვარის და 4 დეკემბერს - მზის).
ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად?
მათზე, ვისი დაბადების დღეებიც უწევს 14-19 აპრილისა და 17-23 ოქტომბრის შუალედში. გაათმაგებულად შრომა მოგიწევთ მათ, ვინც დაიბადეთ 15-19 იანვრისა და 17-21 ივლისის პერიოდში. გადაამოწმეთ, პირად რუკაში პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ხომ არ ხვდება ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნების 26-30 გრადუსებში. აგრეთვე, ნახეთ, სასწორისა და ვერძის 28 გრადუსი რომელ ასტროლოგიურ სახლებში ხვდება. სწორედ მანდ უნდა ელოდოთ ცვლილებებს, დაამყაროთ წესრიგი.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>