ვერძი
კვირის დასაწყისი მშვიდად უნდა გაატაროთ და წარმატებებს პარასკევიდან დაელოდოთ. 5-მდე მოერიდეთ ახალი ბიზნესპროექტების განხორციელებას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ახლობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხებს, არ გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას.
კურო
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. დაფიქრდით, თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი არის თუ არა თქვენი ღირსი. კვირის ბოლოს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. უქმეები ოჯახში გაატარეთ, აღიდგინეთ ენერგია.
ტყუპი
იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. დახმარებისთვის მხოლოდ ახლობლებს მიმართეთ. მარტოხელები ნუ დაკარგავთ დროს ახალი სასიყვარულო პარტნიორის ძიებაში. უმჯობესია, დრო კარიერის გაუმჯობესებას დაუთმოთ. გამოგიჩნდებათ ფულის გამომუშავების ახალი შესაძლებლობა.
კირჩხიბი
სირთულეების გადალახვის პერიოდი დაგეწყოთ. იყავით მობილიზებული გამარჯვებაზე, ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. თქვენთვის მზე პარასკევიდან გამოანათებს და ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. ნურავის მოუყვებით თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ. საყვარელი ადამიანი კი გააბედნიერეთ სასიამოვნო სიურპრიზებით.
ლომი
დაივიწყეთ ეგოიზმი და გადადგით პირველი ნაბიჯი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.ზოგიერთს გელით მივლინება, რომელსაც დიდხანს ელოდით. კვირის ბოლოსკენ გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი. უქმეებზე პასიურად დაისვენეთ.
ქალწული
თქვენი შრომა და მონდომება სათანადოდ, მატერიალურად და მორალურად დაგიფასდებათ. კვირის ბოლოსკენ ახალ, საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, თბილად იყავით. თქვენი ბედნიერება გარშემო მყოფებში შურს გამოიწვევს.
სასწორი
მცირე უსიამოვნებებს ნუ შეუშინდებით.გახსოვდეთ, "კამათში იბადება ჭეშმარიტება" და შეიძლება ჩხუბის შემდეგ სწორ გზაზე დადგეთ. საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ. პარასკევიდან იზრუნეთ სახლში კომფორტის შექმნაზე, ურთიერთობაში - ჰარმონიის. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
მორიელი
მოიცილეთ აპათია და სიზარმაცე და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. პარასკევიდან კი ჩამოწერეთ იმ ვალდებულებების სია, რომელთა შესრულებაც მოგიწევთ. საინტერესო შეხვედრა გელით. ურთიერთობაში მოიმატებს რომანტიკულობა. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ. კარგი იქნება საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვარჯიშის დაწყება.
მშვილდოსანი
პირად ცხოვრებაში ჰარმონია გაქვთ. აი, საქმიან სფეროში სირთულეების გადასალახავად კი გამოცდილ კოლეგებს მიმართეთ. მოერიდეთ სარისკო და ავანტიურულ საქმიანობაში ჩართვას, ფულის ფლანგვას. უქმეებზე მოიმატებს განმარტოების, სიმშვიდეში დასვენების, გამოძინების სურვილი.
თხის რქა
საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გელით. შეიძენთ გამოცდილებას, კოლეგების აღიარებას. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. კვირის ბოლოს მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რომ არ დაგეძაბოთ, მოერიდეთ წვრილმანებზე კამათს.
მერწყული
ორშაბათიდან აქტიურად უნდა ჩაერთოთ ვალდდებულებების შესრულებაში. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სწრაფად და დაუფიქრებლად. შეყვარებულებს ურთიერთობის გასერიოზულება მოგინდებათ: შეიძლება თანაცხოვრება გადაწყვიტოთ ან მშობლებს გააცნოთ თქვენი მეწყვილე.
თევზები
ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის ბოლოსთვის უნდა გადაიტანოთ, მანამდე კი რომანტიკით დატკბით. საყვარელი ადამიანის გულისთვის გმირობის ჩადენა მოგინდებათ. ზოგი კი ძველი კავშირების აღდგენას გადაწყვეტთ. შეიძლება ახალი სამსახური შემოგთავაზონ. გამოცდილებაზე, ცოდნაზე დაყრდნობით მიიღეთ გადაწყვეტილება.