8-14 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

8-14 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
მნიშვნელოვანი საქმეების დაწყების, გადაწყვეტილებების მიღების კვირაა. დარწმუნებული იყავით რომ, თუ მოინდომებთ, მთებს გადადგამთ. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. პირადი ურთიერთობაში თქვენი მთავარი მტერი ეჭვიანობა გახდება.

კურო
მოიცილეთ სიზარმაცე და გააქტიურდით. ყველა შანსი გაქვთ, რომ გამარჯვებას მიაღწიოთ. სასარგებლო საქმეები შეასრულეთ, რაც მატერიალურ კეთილდღეობას გაგიუმჯობესებთ. დახმარებისთვის მიმართეთ მათ, ვინც უარს არასდროს გეუბნებათ: მეგობრები, მშობლები.

ტყუპი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და უამრავ ვალდებულებას შეასრულებთ. პერიოდულად დაისვენეთ და ნურც კომფორტზე ეტყვით საკუთარ თავს უარს. საყვარელ ადამიანს გაანაწყენებთ, თუ დანაპირებს არ შეუსრულებთ.
დროა, ყველა უსიამოვნება გამოასწოროთ.

კირჩხიბი
მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. მოერიდეთ ბოროტ და ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას. ახლობლებს უარს ნურაფერზე ეტყვით. უქმეებზე გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან გასამარტოებლად.

ლომი
გეგმების, იდეების რეალიზებას შეძლებთ. გირჩევთ, აკონტროლოთ ემოციები და ძალებიც დაზოგოთ. გასამხნევებლად შეხვდით მეგობრებს, მოიწყვეთ ქალაქგარეთ პიკნიკი. იყავით დაკვირვებული საყვარელი ადამიანის განწყობის მიმართ და მოერიდეთ მასთან კამათს.

ქალწული
ის, რაც ადრე რთული გეჩვენებოდათ, ახლა მარტივად გამოგივათ. იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით და ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. ურთიერთობაში ჰარმონიის შესაქმნელად ყურადღება და მზრუნველობა უნდა გამოავლინოთ.

სასწორი
მიუბრუნდით ყველა გადადებულ საქმეს და დაასრულეთ. გარშემო მყოფების რჩევებიც მოისმინეთ და ინტუიციასაც ენდეთ. გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება მგზავრობით, მეგობრებთან შეხვედრით. რაც უფრო მეტს იფიქრებთ წარსულ უსიამოვნებებზე, მით გაგიჭირდებათ ბედნიერი მომავლის შექმნა.

მორიელი
ყველაფერზე ერთდროულად უნდა იზრუნოთ: კარიერა, ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობის დალაგება. ენერგია და სურვილები საკმარისად გაქვთ და გააქტიურდით. ახალგაცნობილებთან დისტანცია გმართებთ. აი, საჩუქრები კი მადლიერებით მიიღეთ. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანების მიმართ.

მშვილდოსანი
გაისტუმრეთ ვალები, დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სასიამოვნო საქმიანობას. რომანტიკული ნაცნობობა იმედგაცრუების მეტს არაფერს მოგიტანთ. უქმეები შინ, კომფორტულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
მოერიდეთ კონფლიქტს სამსახურში. მშვიდად აუხსენით გარშემო მყოფებს თქვენი მოთხოვნები. მოიმატებს საქმიანი შეხვედრები, მივლინება. შინ გადაადგილეთ ავეჯი, შექმნეთ რომანტიკული გარემო. ახალგაცნობილების მიმართ იყავით დაკვირვებული.

მერწყული
გამოვლინეთ ინიციატივა, ლიდერის თვისებები. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი კოლეგებში. გამარჯვება გელით ყველა წამოწყებაში. არაფერი გიშლით ხელს ბედნიერებაში. გულუხვად გაეცით მზრუნველობა და სიყვარული და საყვარელი ადამიანიც იმავეთი გიპასუხებთ.

თევზები
საინტერესო და გავლენიან ადამიანს გაიცნობთ, ვინც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. გირჩევთ, დააკვირდეთ ადამიანს. დაქორწინებულები ნუ ჩაახედებთ თქვენს საქმეებში უცხოებს.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93