8-14 ნოემბრის სილამაზის კალენდარი - სცადეთ იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები

8-14 ნოემბრის სილამაზის კალენდარი - სცადეთ იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები

ახალი კვირა დაიწყო, მთვარე მზარდია და ჩვენც უნდა გავაქტიურდეთ. ვერ ვიტყვი, რომ მშვიდი კვირა გველოდება. მეტი დაკვირვება და გაფრთხილება მოგვეთხოვება. განსაკუთრებით 10-11 ნოემბერს. 8 და 9 აქტიური ქმედებების დღეა. იყავით მიზანმიმართული, დაკვირვებული. 12-ში მოიწყვეთ სიყვარულის დღე, დაუნიშნეთ საყვარელ ადამიანს პაემანი. კარგი იქნება ახალი რამის შეძენა.

8 ნოემბერი, მთვარე თხის რქაშია. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება გექნებათ ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.

კარგია - პედიკიური, პილინგი

ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან
სისტემაში.

10 ნოემბერი, მთვარე მერწყულშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

12 ნოემბერი, მთვარე 11-57-დან თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.
ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

14 ნოემბერი, მთვარე 19:51-ზე ესტუმრება ვერძს. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.
კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმიურ მკურნალობას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93