აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2022 წლის, რომელიც 1-ელ თებერვალს დადგება, მმართველი შავი ვეფხვი იქნება - ლამაზი, მიზანმიმართული, "ხასიათიანი" ცხოველი. წლის სტიქია კი წყალია. ვეფხვის შემობრძანებისთანავე დაიწყება ცვლილებები, დინამიკური მომენტები, დაუვიწყარი თავგადასავლები. გაუმართლებთ ამბიციურ, მიზანმიმართულ ადამიანებს. მაგრამ დიპლომატიაც მოგეთხოვებათ, აგრეთვე, ინტუიცია, ინტელექტი.
ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესება თუ გსურთ, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, იყავით პუნქტუალური და გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. კარგ შედეგს მოგიტანთ მივლინება, მოგზაურობა შვებულოების დროს. რაც შეეხება სიყვარულს, მოსალოდნელია მყარი კავშირის შექმნა. დაწყვილებულების ცხოვრებაში კი მოიმატებს გაღიზიანებულობა. მოიცილეთ ყველაფერი, რაც გიშლით ხელს ჰარმონიის შენარჩუნებაში ოჯახში - ეჭვიანობა, ბრაზი და ეგოისტური გამოხდომა. 2022 წელს უმჯობესია ხელმომჭირნეობა, ფულის გონივრული ხარჯვა და დაგროვება. ნუ გარისკავთ და ფულს ნუ დააბანდებთ საეჭვო საქმიანობაში.
მაქსიმალური დისციპლინის გამოვლენა მართებთ ლიდერებს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩინურ ასტროლოგიაში ვეფხვი ბრძოლისა და ბუნტის განსახიერებაა. მასობრივი სკანდალიც შეუძლია გამოიწვიოს, საზოგადოებრივი მღელვარებაც და საომარი ქმედებებიც. სამყაროში ბრძოლა წარიმართება ბუნებრივი სიმდიდრის - გაზი, წყალი, ნავთობი, ძვირფასი მეტალი - გამო.
საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელია დაბნელებების პერიოდში: 30 აპრილს, 16 მაისს, 25 ოქტომბერს, 8 ნოემბერს.
ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თევზებში იქნება და მეტად გაუმართლებთ წყლის სტიქიის წარმომადგენლებს (კირჩხიბი, მორიელი, თევზები). მიწის სტიქიის წარმომადგენლები - კურო, ქალწული, თხის რქა - გამარჯვებას ელოდეთ კარიერაში. მეტი მობილიზებულობა მართებთ ჰაერის ნიშნებს: ტყუპი, სასწორი, მერწყული. ცეცხლოვანი ნიშნები - იმპულსურები იქნებიან, თქვენ წყალთან კონტაქტი (აუზი, საუნა, შხაპი) დაგამშვიდებთ.
ვეფხვის პერიოდში განვითარდება ტექნოლოგიები, ფსიქოლოგია, მედიცინა. უნდა ჩამოყალიბდეთ საკუთარ მისწრაფებებსა და მიზნებში. აკონტროლეთ ემოციები და მიიღეთ დეტალურად გათვლილი გადაწყვეტილებები. მუშაობისას იყავით დაკვირვებული. გამოავლინეთ ამტანობა. ვეფხვს რომანტიკული და ბედნიერი ქორწინება სურს. ზოგადად, გირჩევთ, 2022 წელს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ ოჯახს, სახლს, ბავშვებს. იზრუნოთ ოჯახური ღირებულებების შენარჩუნებაზე, წინაპრების ტრადიციების აღდგენაზე. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. მოიმატებს ხანმოკლე რომანების რაოდენობაც. 2022 წელი საუკეთესოა ჩასახვისა და შვილის გაჩენისთვის. ოჯახში ვეფხვის დაბადება კი აღმოსავლეთში ბედნიერი ნიშანია.
წლის მბრძანებელს კარგი დამოკიდებულება აქვს ძაღლთან, დრაკონთან, ცხენთან, მაიმუნთან და ვეფხვთან. ცოტა დაძაბულობა შეინიშნება: კურდღელთან, ტახთან, ხართან, გველთან და მამალთან.
ფენ შუის მიხედვით, 2022 წლის სტიქია - წყალი, მკვეთრი ემოციების, სულიერებისა და ინტუიციის სიმბოლოა. წყლიანი ვეფხვის პერიოდში დაბადებული ადამიანი გამოირჩევა სიბრძნით, ემოციურობით და ამიტომაც შეუძლიათ ემოციების კონტროლი. მან იცის ყველაფერის დეტალურად გარკვევა, გეგმიური და გააზრებულია. უყვარს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა.
2022 წელს უნდა მოუფრთხილდეთ შარდსასქესო სისტემას, თირკმელებს. არ უნდა დაარღვიოთ ორგანიზმში წყლის ბალანსი. უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ წყალთან ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობისას. აგრეთვე სიფრთხილე გმართებთ უცხო და აკრძალულ ადგილებში ბანაობისგან.
2022 წლის ფერებია: ყვითელი, ცისფერი, წითელი და მწვანე. ამ ოთხი ფერის გამოყენება (სამოსში, აქსესუარებში) წარმატებას მოგიტანთ საქმეებში, მოლაპარაკებებისას, მოგზაურობისას. თუ სიყვარულის მიზიდვა გსურთ, წითელს მიანიჭეთ უპირატესობა, ხოლო, თუ გსურთ, უძრავი ქონების პატრონი გახდეთ, ყვითელს დაუმეგობრდით. წარმატების მომტანი რიცხვებია 1, 3, 4 და მათი კომბინაციები: 43, 13, 34 და ა.შ.
როგორ შევხვდეთ 2022 წელს
ვეფხვს რომ ასიამოვნოთ, ხმაურიან და მასშტაბურ წვეულებას ოჯახური გარემო ამჯობინეთ ან - ნათესავებთან სტუმრობა.