ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წელს: ნუმეროლოგის პროგნოზი

ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წელს: ნუმეროლოგის პროგნოზი
ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ცხოვრებაში, რომლის წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, არჩეულ თარიღზე. ჩამ სტატიაში ქორწილისთვის ყველაზე წარმატებულ დღეებზეა საუბარი.

იმისათვის, რომ ქორწინება იყოს წარმატებული და ხანგრძლივი, ხოლო თავად ქორწილის დღემ ლამაზად ჩაიაროს, საჭიროა, მიმართოთ ასტროლოგიურ კალენდარს და სწორი თარიღი შეარჩიოთ. 2022 წელს იქნება ერთი სიმეტრიული თარიღი - 02/22/2022. ეს არის ერთგვარი უნივერსალური "ციფრული კოდი", რომელიც წყვილებს მოუტანს ოჯახურ ბედნიერებას და ჰარმონიას. თუმცა არის სხვა დღეებიც, რომლებიც იდეალურია ქორწილისთვის.

ქორწილი 2022 წლის იანვარში

1 იანვრიდან 29 იანვრამდე ვენერა თხის რქაში იქნება, ამიტომ ზამთრის ამ თვეში ჯობია ისეთმა წყვილებმა იქორწინონ, რომელთან ერთმანეთთან ხანგრძლივი კავშირი აქვთ და ერთმანეთს კარგად იცნობენ. ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წლის იანვარში იქნება 3, 6, 7, 11, 12, 16, 17, 23, 24.

ქორწილი 2022 წლის თებერვალში

ეს თვე შესანიშნავია უკვე წარმატებულ, ფინანსურად უზრუნველყოფილ ადამიანებზე დაქორწინებისთვის. ამ თვეში დაკანონებული ქორწინება სტაბილური და წარმატებული იქნება. ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წელს არის თებერვალში არის 3, 4, 7, 8, 9, 12, 13, 14, 15, 20, 21.

ქორწილი 2022 წლის მარტში

გაზაფხულის პირველ თვეში ღირს დაქორწინება ქალბატონებისთვის, რომლებიც ოცნებობენ კომფორტსა კეთილდღეობაზე. თუ კარიერის ზრდა და თვითრეალიზება პატარძლისთვის პირველ ადგილზეა, მაშინ უმჯობესია, ქორწილი გადადოთ. ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წლის მარტში: 3, 6, 7, 8, 11, 12, 13, 15, 16, 17, 19, 20.

ქორწილი 2022 წლის აპრილში

აპრილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თვეა ქორწილისთვის. ამ პერიოდში რეკომენდებულია რომანტიკული ადამიანებისთვის ქორწილის გადახდა. ამ თვეში დაქორწინებული წყვილები იპოვიან ჰარმონიას, სტაბილურობას და ურთიერთგაგებას. რომანტიკული ბუნებით შეძლებენ გაუგებრობების სწრაფად დალაგებას და ჩხუბის თავიდან აცილებას. ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წლის აპრილში არის 3, 4, 8, 9, 10, 11, 12, 14, 15, 21, 22.

ქორწილი 2022 წლის მაისში

ამ თვეში დომინირებს ცეცხლის ელემენტები, ამიტომ ჯობია, მაისში დაქორწინდნენ ენერგიული, განვითარებადი და ცხოვრების ყველა სფეროში აქტიური ადამიანები. კავშირი ქარის ელემენტს დაემსგავსება, ასეთი ქორწინება ხშირ მოგზაურობასა და ექსტრემას გვპირდება. ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წლის მაისში: 1, 2, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 13, 14, 19, 20.

ქორწილი 2022 წლის ივნისში

ივნისი იდეალურია პრაქტიკული ადამიანების ქორწინებისთვის. ამ დღეებში შექმნილი გაერთიანება ჰარმონიული იქნება. ასეთი ოჯახები ხდებიან ძალიან ძლიერები, სტუმართმოყვარეები და ყოველთვის მზად იქნებიან თავიანთი ნათესავებისა და მეგობრების დასახმარებლად. 2022 წლის ივნისში ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 9, 10, 15, 16, 24, 30.

ქორწილი 2022 წლის ივლისში

ივლისი არის თვე იმ ადამიანებისთვის, ვისი ქორწინებაც დაფუძნებული იქნება სიმშვიდისა და ოჯახური ჰარმონიის სურვილზე. თუ შეყვარებულებს საკუთარი სახლი არ აქვთ და მის შეძენას უახლოეს მომავალში არ აპირებენ, მაშინ ჯობია, ქორწინება სხვა თვეებისთვის გადადოთ. მშობლებთან საცხოვრებლის გაზიარებამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ჩხუბი და უთანხმოება ოჯახში. ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წლის ივლისში იქნება 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 29, 30, 31.

ქორწილი 2022 წლის აგვისტოში

აგვისტოში უმჯობესია დაქორწინდნენ ის წყვილები, რომელთა კავშირი დაფუძნებული იქნება წარმატებისა და გამდიდრების სურვილზე. 2022 წლის ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები აგვისტოსთვის: 2, 3, 4, 9, 10, 17, 18, 19, 30, 31.

ქორწილი 2022 წლის სექტემბერში

სექტემბერში ქორწილს საუკეთესოდ ითვლება ისეთი წყვილებისთვის, ვინც მარტოობით იტანჯებოდა და, როგორც იქნა, იპოვა მეორე ნახევარი. ასეთი კავშირი ძლიერი და საიმედო იქნება. ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წლის სექტემბერში: 5, 6, 9, 14, 15, 18, 19, 20, 23, 27.

ქორწილი 2022 წლის ოქტომბერში

ვნებითა და სექსუალური თავსებადობის მქონე წყვილები ოქტომბერში უნდა დაქორწინდნენ. და მაშინაც კი, თუ პარტნიორებს დიდი ასაკობრივი სხვაობა აქვთ, ეს არ იქნება შემაფერხებელი ჰარმონიული კავშირისთვის. ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წლის ოქტომბერში არის 2, 3, 4, 7, 8, 11, 12, 16, 17, 18, 30, 31.

ქორწილი 2022 წლის ნოემბერში

ქორწილი შემოდგომის ბოლო თვეში აღინიშნება მრავალწლიანი ურთიერთობის დაგვირგვინება ქორწილით. ასეთ ქორწინებაში შვილი მნიშვნელოვანია, ამიტომ წყვილი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ამ საკითხზე. 2022 წლის ნოემბერში ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღებია: 3, 4, 10, 12, 13, 14, 20, 21, 26, 27, 30.

ქორწილი 2022 წლის დეკემბერში
წყვილები, რომლებიც ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და უკვე მრავალი წელია ხვდებიან, დეკემბერში უნდა დაქორწინდნენ. ეს მხოლოდ გააძლიერებს მათ გრძნობებს და ვნებას. ქორწილის ყველაზე წარმატებული თარიღები 2022 წლის დეკემბერში: 5, 6, 9, 10, 11, 12, 17, 18, 24, 28, 29.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93