თვის უმეტესი ნაწილი პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა დაუთმოთ. იყავით დაკვირვებული კოლეგებთან მუშაობისას. შეიძლება სხვების გამო საკუთარ სურვილებზე მოგიწიოთ უარის თქმამ. გამორიცხული არაა, შეყვარებულებმა საახალწლოდ დაქორწინება გადაწყვიტოთ. ამასთან, დაქორწინებულები ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას, კამათს და დაშორებას.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
გახშირდება შეხვედრები, საქმიანი მოლაპარაკებები. გარშემო მყოფებს გულუხვად გაუზიარებთ საკუთარ ბიზნესიდეებს. შეიძლება გააფორმოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, გაიჩინოთ ახალი კლიენტები, საქმიანი პარტნიორები. მაგრამ ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ, რომ აფერისტებთან არ დაიჭოთ საქმე. 14 დეკემბრის შემდეგ მოგიწეთ პარტნიორული ფინანსების განკარგვა. იყავით დაკვირვებული, არ გადავარდეთ ვალებში.
ფული და სიყვარული
სასიყვარულო პარტნიორის მხრიდან გახშირდება ეჭვიანობა და ეცადეთ, არ მისცეთ თქვენში დაეჭვების უფლება. იყავით მეტად მოსიყვარულე მის მიმართ. ამასთან, თვადაც გაფრთხილდით, რომ პარტნიორებმა, საქმიანმაც კი, არ მოგატყუონ, გიღალატონ. გამორიცხული არაა, საქმიან პარტნიორებთან, ან მათთან ვისთანაც ფინანსური საკითხები გაკავშირებთ, რომანტიკული ურთიერთობა გააბათ. მარტოხელებმა შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში მატერიალურ დახმარებას გაგიწევთ, დახმარებათ ბიზნესის დაწყებაში.
ჯანმრთელობა
თვის დასაწყისში ესტუმრეთ მკურნალ ექიმს, გაიკეთეთ ანალიზები, ჩაიტარეთ სამედიცინო კვლევა. შუა თვეში მოერიდეთ კონფლიქტს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.
გააგრძელეთ კითხვა