მზე თქვენს ნიშანშია, ახლა მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად. მოგემატებათ ენერგია, ქარიზმა, ჯანმრთელი ხართ და მიზანმიმართული. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. ამასთან, გაფრთხილდით, რომ ეგოისტობამ არ დაგაკარგვინოთ მთავარი.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
წარმართეთ საქმიანი შეხვედრები დიპლომატიურად. ისწავლეთ სხვების მოსმენა. ნუ გაჯიუტდებით და ნუ ეცდებით ჯიუტად საკუთარი აზრის მტკიცებას. 14 დეკემბრის შემდეგ მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეიძლება გააფორმოთ სარფიანი ხელშეკრულება. დაიწყოთ ახალი ბიზნესი ან გააძვიროთ თქვენი საფასური, თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ.
ფული და სიყვარული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მიიღებთ იმდენ ფულს, რამდენსაც მოისურვებთ. შეიძლება ფული მიიღოთ ადრე შესრულებული საქმისგან. გამორიცხული არაა, ფული დააბანდოთ ბიზნესში ან შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. ზოგიერთი ბევრს ფულს დახარჯავთ საყვარელი ადამიანის გაბედნიერებაზე. მარტოხელები მომავალ პარტნიორს შეიძლება შეხვდეთ კვების ობიექტში ან საფინანსო დაწესებულებაში.
ჯანმრთელობა
მეტად მოუფრთხილდით თქვენს პირად ქონებას, იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად ძვირფასია. აუცილებლად გაინებივრეთ თავი ძვირფასი პროცედურებით, ნივთებით. ჩაერთეთ სპორტის ზამთრის სახეობებში.
გააგრძელეთ კითხვა