ვერძი
კვირის დასაწყისი დაწყებული საქმეების დასასრულებლად გამოიყენეთ. სასურველი შედეგებით დაასრულებთ წელს. სადღესასწაულო დღეებში მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან. ამასთან, სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ საჭესთან, ალკოჰოლთან. მოერიდეთ აგრესიულობას.
კურო
სამსახურის საქმეებიც უნდა მოაგვაროთ და საოჯახოც, მოიმატებს გაღიზიანებულობა და მოერიდეთ დაპირისპირებას ახლობლებთან. გამონახეთ დრო, რომ ბავშვებთან ერთად ეწვიოთ ახლობლებს. კვირა საუკეთესო დღეა მხიარულებისთვის.
ტყუპი
2021 წელი პოზიტიურად უნდა დაასრულოთ. ამისათვის შეიქმენით კარგი განწყობა. საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. გაფრთხილდით, რომ წინასაახალწლო დღეებში არ გაცივდეთ. დანიშნეთ მეგობრული და სასიყვარულო შეხვედრები. ნაძვის ხის ქვეშ კი საჩუქრები გელით.
კირჩხიბი
ხუთშაბათი ის დღეა, როცა უნდა დაასრულოთ სამსახურის საქმეები და საოჯახო ვალდებულებებისთვის მოემზადოთ. საყვარელ ადამიანს ნუ გააწამებთ, პირდაპირ უთხარით, რა გსურთ საახალწლო საჩუქრად. უქმეები მხიარულად, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
მალევე დაასრულეთ საქმეები, რომ საახალწლო არდადეგებისთვის მოემზადოთ. დაფიქრდით, სად და ვისთან ერთად გსურთ ახალი წლის შეხვედრა. მეგობრების წრეში საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
ქალწული
მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას, თუ გსურთ, წელი მშვიდობიანად დაასრულოთ. არავის არაფერს დაჰპირდეთ. კოლეგებიც კი გაგახარებენ სიურპრიზებითა და საჩუქრებით. თქვენთვის საუკეთესო დასვენება სიმშვიდე და სიმყუდროვე იქნება.
სასწორი
კვირის დასაწყისში ფულის ხარჯვა მოგიწევთ საოჯახო ნივთების და საჩუქრების გამოც. 2022 წელს მხიარულად და დასამახსოვრებლად რომ შეხვდეთ, გემრიელი კერძებისა და დესერტების პარალელურად, მოამზადეთ სამხიარულო პროგრამაც. კვირას ახალმთვარეობაა და მეტად მოუფრთხილდით საკუთარ თავს.
მორიელი
კონკრეტული კითხვები დასვით და გარშემო მყოფებსაც კონკრეტული დავალებები მიეცით. ხუთშაბათამდე დაასრულეთ ყველა საქმე. მოუმზადეთ საჩუქარი ყველას, ვინც თქვენთვის ძვირფასია. უქმეებზე მაქსიმალურად დაისვენეთ. ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებას გირჩევთ და ნურც საჭესთან დაჯდებით.
მშვილდოსანი
მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. პროექტები, რომლებიც მომავალ წელსაც შეგიძლიათ დაასრულოთ, გადადეთ. ახალ წელს შეიძლება უცნაურ გარემოში, უცნაურ კომპანიაში შეხვდეთ, თუმცა შედეგით კმაყოფილი იქნებით. სიურპრიზებს ელოდეთ უცხოეთიდანაც.
თხის რქა
ყველას საქმის მოგვარებას თქვენ ნუ ითავებთ, თორემ ისე გადაიღლებით, ახალი წლის აღნიშვნის თავი აღარ გექნებათ. განწყობის გასაუმჯობესებლად საყიდლებზე საყვარელ ადამიანთან ერთად წადით. სადღესასწაულო დღეები ნათესავებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
მერწყული
ვალდებულებები ისე მოაგვარეთ, რომ კოლეგებს არ წაეჩხუბოთ. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და ზოგიერთი მივლინებასაც კი მოასწრებთ. იყავით დაკვირვებული და მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. ახალ წელს მხიარულად, უცხო გარემოში ან მეგობრების კომპანიაში შეხვდებით.
თევზები
დაიცავით თავი ზედმეტი ფორიაქისგან. თუ სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებთ, მთებს გადადგამთ. სამშაბათს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. გამონახეთ დრო ახლობლებისთვის საჩუქრების შესაძენად. სადღესასწაულო დღეები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გაატარეთ.