გთავაზობთ ცნობილი ასტროლოგის, რამაზ გიგაურის მიერ შედგენილ 2022 წლის სრულ ასტროლოგიურ პროგნოზს დასავლური ჰოროსკოპის ყველა ნიშნისთვის:
ვერძი
2022 წელს აქტიურად დაიწყებთ. მოსალოდნელია, პირველი კვარტალი საინტერესო და დადებითი გამოდგეს. ამ პერიოდში შემოქმედებითი ენერგიულობა, ინიციატივიანობა და მიზანსწრაფვა საშუალებას მოგცემთ, პრობლემური კავშირები დაალაგოთ, ძველი პრობლემები მოაგვაროთ და ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ (ან დაასტაბილუროთ მაინც). ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებას. გაზაფხულზე შეეცადეთ ცვლილებები ფრთხილად განახორციელოთ. უპირატესობა ინდივიდუალურ საქმიანობას მიანიჭეთ და სამომავლო გეგმებზე ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ. მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ. ჰიპერაქტიური იქნება მაისის ბოლოდან - ივლისის დასაწყისამდე პერიოდი. თუმცა, იმავდროულად, მოიმატებს კონფლიქტებისა და ტრავმების ალბათობა. ამიტომ ურთიერთობებში დიპლომატიური იყავით და ექსტრემალურ სიტუაციებში ფრთხილად იმოქმედეთ. წლის მეორე ნახევარი ბევრად პოზიტიური გამოდგება. რიგ შემთხვევებში გამართლებული იქნება გონივრულ რისკზე წასვლაც. ეს სასიკეთო დრო იქნება პიროვნული განვითარებისთვის, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის, სწავლისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და მოგზაურობისთვის. ასევე წინ წამოიწევს სამსახურთან, ბიზნესთან, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. წლის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და აუცილებლობის შემთხვევაში გამაჯანსაღებელ პროცედურებს მიმართეთ.
კურო
2022 წლის პირველი ნახევარი მრავალმხრივი გამოდგება. ეს განსაკუთრებით იმ პროექტებს ეხება, რომლებიც გასულ წელს დაიწყეთ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაღება, ასევე, ახალი მიდგომების და მეთოდების გამოყენება დაგჭირდებათ. თუმცა შეეცადეთ, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალები სწორად გადაანაწილოთ და არ გადაიღალოთ. ამავე პერიოდში შესაძლებლობები მოგეცემათ გააფართოოთ თქვენი კავშირები, აიმაღლოთ ცოდნა და დაიწყოთ ახალი საქმეები. ამავე პერიოდში მოსალოდნელია, სამსახურებრივ საქმეებში სერიოზულ წარმატებას მიაღწიოთ. მაისის ბოლოდან ზაფხულის ჩათვლით, დაიწყებთ იმ კონკრეტული შედეგების მიღებას, რომლებიაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გინდოდათ (ეს განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობას და კარიერულ საკითხებს ეხება). ამავე პერიოდში მოიმატებს სასიყვარულო პარტნიორების შეძენის, ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ან ქორწინების ალბათობა. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა გააქტიურდნენ თქვენი ოპონენტები, ფარული თუ ღია მტრები. ამიტომ წინდახედულად იმოქმედეთ. შემოდგომა უფრო დადებითი პერიოდი იქნება. გაძლიერდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია და შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოთ. წლის ბოლოს შეეცადეთ მოერიდოთ დაპირისპირებებს და ფინანსური საკითხები დაასტაბილუროთ.
ტყუპები
დამდეგი წელი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. წლის დასაწყისში მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და შეძლებთ ადრე დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანას. ეს საშუალებას მოგცემთ წლის პირველივე ნახევარში განავითაროთ ახალი პერსპექტივები, დაამყაროთ საინტერესო კავშირები, მოძებნოთ ახალი დაფინანსების წყაროები ან მიიღოთ დამატებითი შემოსავლები. ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და დადებითად აისახება თქვენს კაპიტალზე. მოსალოდნელია საინტერესო სიახლეები გქონდეთ უძრავ ან მოძრავ ქონებასთან, ასევე - მოგზაურობასთან დაკავშირებით. მთავარია, რომ კონცენტრაცია მოახდინოთ ძირითად მიზნებზე, ასევე, სწორი ორიენტირები და პრიორიტეტები აირჩიოთ. შედარებით მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გაზაფხულის დასასრულს, განსაკუთრებით, ფინანსურ სფეროში. წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო დინამიკური გამოდგება. გააძლიერეთ მეგობრული და საქმიანი კავშირები. შემოდგომის დასაწყისში მოგიწევთ ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ და გარკვეული თემები ხელახლა გაიაროთ ან გადაამოწმოთ. ეს დაგაზღვევთ სამომავლო შეცდომებისგან. რთულ სიტუაციებში ნუ იმოქმედებთ ქაოტურად და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ნუ მიიღებთ. ასეთ სიტუაციებში დაეყრდენით ოჯახის წევრების და პარტნიორების რჩევებს. წლის ბოლოს მაქსიმალურად მოერიდეთ დაპირისპირებებს და ურთიერთობებში განხეთქილებებს.
კირჩხიბი
2022 წელი მთლიანობაში თქვენთვის სასიკეთო გამოდგება. ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარს ეხება. უმეტესწილად თქვენი განწყობა ჰარმონიული იქნება. ეს საშუალებას მოგცემთ, არჩევანი მარტივად გააკეთოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეს აქტიური მოქმედებების დროა. ამიტომ ნუ იყოყმანებთ. იყავით მობილიზებული და მიზანსწრაფული. სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ცვლილებები, დამატებითი ფინანსური შემოსავლების ძიება, სწავლის დაწყება ან გაგრძელება, პირადი ცხოვრების დალაგება და არასასურველი კავშირების გაწყვეტაც კი. ამ პერიოდში ნუ იტყვით ახალ შემოთავაზებებზე უარს. თამამად ჩაერთეთ შემოქმედებით პროექტებსა და შეკრებებში, იმოგზაურეთ ან თუნდაც დაასრულეთ გადადებული საქმეები. მაისიდან უფრო მეტი წინდახედულება გამოიჩინეთ. ზაფხულში შეეცადეთ ემოციურად განიტვირთოთ და ფიზიკური ძალები აღიდგინოთ. ამ დროს მოერიდეთ მკვეთრ ცვლილებებს. ზაფხულის სირთულეების გამკლავებას შემოდგომის პირველივე ნახევარში შეძლებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს ოჯახური ურთიერთობების გარკვევას, ქორწინება-განქორწინებას, უძრავი ქონების ან მემკვიდრეობის თემებს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან უცხოეთში გამგზავრებას, ასევე, სწავლას და ამასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს. წლის ბოლოს შესაძლოა ახალი, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ ან ახალი პერსპექტივა გაგიჩნდეთ.