ვერძი
თუ ადამიანი გიყვართ, ნუ დამალავთ გრძნობებს. იყავით გულწრფელი სამსახურშიც. აღიარეთ შეცდომა და მის გამოსწორებაში კოლეგები დაგეხმარებიან. უქმეებზე მეგობრებთან ერთად დაისვენეთ.
კურო
თქვენი ნიჭი, ტალანტი ან ჰობი ფულს მოგიტანთ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას და დაფიქრდით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. ნუ იკამათებთ ასაკით უფროს ადამიანებთან, ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.
ტყუპი
თუ არ გსურთ, ფინანსური უსიამოვნებები შეგექმნათ, არავის ასესხოთ ფული. საქმეების გამო გვიანობამდე სამსახურში დარჩენა მოგიწევთ, რის გამოც საყვარელ ადამიანთან დაგეძაბებათ დამოკიდებულება.
კირჩხიბი
ერთდროულად რამდენიმე საქმეზე იქნებით ორიენტირებული და არაფერი გამოვა თქვენი ჩარევის გარეშე. ნუ დარდობთ, ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. საყვარელ ადამიანს ტყუილად ნუ ებუზღუნებით.
ლომი
ეცადეთ, სასიამოვნო ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა. არ გასცეთ პასუხი უსიამოვნო კომენტარებს. უქმეები შინ, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღით შვებულებას აიღებთ და გამოიძინებთ.
ქალწული
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. არავის მაგივრად არ იმუშაოთ. ერთხელ მეგობრული დახმარება მომავალში ვალდებულებაში გადაგეზრდებათ. თუ მზრუნველი იქნებით, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი. მოთმინებით აღიჭურვეთ და დაკვირვებული იყავით. თუ ხვდებით, რომ ახალ საქმეს თავს ვერ გაართმევთ, ნუ შეეჭიდებით. გამონახეთ დრო, რათა გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება.
მორიელი
ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის არც ერთ სფეროში. საინტერესო მოვლენების, საქმიანი შემოთავაზებების, სიურპრიზების კვირა გელით. იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც გაბედნიერებთ.
მშვილდოსანი
არ აიღოთ დამატებითი ვალდებულება და მოერიდეთ სამსახურის საქმეების საღამოს, შინ კეთებას. უმჯობესია, თავისუფალი დრო ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. მოერიდეთ ვალების აღებას.
თხის რქა
გადაწყვეტილება, რომელსაც ამ კვირაში მიიღებთ, კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. იყავით დაკვირვებული და გააზრებული. ზოგიერთს მოგინდებათ შემოქმედებითი, ორიგინალური იდეების განხორციელება.
მერწყული
მეტად იზრუნეთ ოჯახის წევრებზე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი იქნება, თუ კონსულტაციას გაივლით მკურნალ ექიმთან. უქმეებზე გამონახეთ დრო ჰობისთვის.
თევზები
საქმიანი შემოთავაზებები დაკვირვებით განიხილეთ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან. ბავშვებმა შეიძლება თავიანთი ჭირვეულობით ჭკუიდან გადაგიყვანონ.