ვერძი
ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. დროულად დაასრულეთ სამსახურის ვალდებულებები, რათა საღამოობით მეტი დრო დაგრჩეთ სასიამოვნო საქმეებისთვის. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
კურო
საუკეთესო კვირაა სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად, დაწინაურებისთვის. იყავით მეტად მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ. მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. უქმეებზე მოგინდებათ დასვენება და სიმშვიდე.
ტყუპი
პოზიტივის მოზღვავებას იგრძნობთ. მიმართეთ დრო და ენერგია სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დაძაბვას. უქმეები ქალაქგარეთ, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
კირჩხიბი
დროა, საკუთარი შესაძლებლობების შესახებ გარშემო მყოფებს აცნობოთ. იყავით მეტად მობილიზებული. კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ფინანსებთან ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით, კვირის ბოლოსკენ.
ლომი
ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ პოზიტიური იყოთ, რადგან ისინი ისევე მოგექცევიან, როგორც თქვენ ექცევით მათ. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით; იყავით მოსიყვარულე მათ მიმართ. მარტოხელებმა უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ, რომანტიკული ნაცნობობა გელით.
ქალწული
საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებაც მოახერხოთ, მეგობრებთან ერთად გართობაც და საყვარელი ადამიანის მიმართაც იყოთ მოსიყვარულე. მოიწყვეთ რომანტიკული უქმეები და დაივიწყეთ ყველა ვალდებულება.
სასწორი
დროულად დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, თებერვლის დასაწყისში ახალი ვალდებულებები გაგიჩნდებათ. არავის არაფერს დაჰპირდეთ. იყავით მომართული სწავლაზე, საქმეებზე და ნურც საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ.
მორიელი
დაწყებული საქმეები ყურადღებით მოაგვარეთ, დეტალების მიმართ იყავით დაკვირვებული. მზრუნველობა გმართებთ მშობლებისადმი. უქმეები სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას.
მშვილდოსანი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში უნდა დაასრულოთ. იყავით დიპლომატიური საქმიანი პარტნიორების მიმართ. უქმეებზე მოერიდეთ იმიჯის შეცვლას, ახალი სამოსის შეძენას. არც ფულის ფლანგვას გირჩევთ.
თხის რქა
თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად იმოქმედეთ. ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. მთავარია, გადაამოწმოთ ყველა საბუთი, სანამ ხელს მოაწერთ. გადახედეთ კოლეგების მიერ შესრულებულ საქმეებს.
მერწყული
აუჩქარებლად იმოქმედეთ, თითოეული დეტალი და წვრილმანი გათვალეთ. დაკვირვებული იყავით ფინანსების მიმართაც. ყურადღებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. უქმეებზე დაკავდით იმ საქმეებით, რომლებიც მომავლისთვის გქონდათ გადადებული.
თევზები
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. იყავით დაკვირვებული, არაფერი გამოგრჩეთ ან დაგავიწყდეთ. მოგინდებათ საკუთარი ნიჭის შემოქმედებაში გამოვლენა. უქმეებზე არ გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას.