წონის კლება ჰოროსკოპის მიხედვით: როგორ ინარჩუნებს ფორმას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი

წონის კლება ჰოროსკოპის მიხედვით: როგორ ინარჩუნებს ფორმას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი
ჩვენს ჰოროსკოპს განსაზღვრავს მთავარი ვარსკვლავი - მზე. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, მთვარე პასუხისმგებელია ჩვენს კვებით ჩვევებზე. ჰოროსკოპები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია – თუმცა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით არის გარკვეული ზოგადი საკითხები და რჩევები, რასაც შეგვიძლია ვენდოთ.

ვერძი

ვერძს ფიზიკური აქტივობა სჭირდება - არა იმდენად სიმძიმეების აწევა, რამდენადაც დაგროვილი დაძაბულობისა და სტრესისგან გათავისუფლება. იმ ვერძთათვისაც კი, ვინც არ გრძნობს დაძაბულობას ან დაგროვილ აგრესიას, ფიტნესი ხელს შეუწყობს შინაგანი მდგომარეობის დაბალანსებას. სპორტის კატეგორიული უარყოფის შემთხვევაში, შეგიძლიათ იმღეროთ (მაგრამ მხოლოდ
ხმამაღლა, მთელი ძალით) ან უბრალოდ იყვიროთ ენერგიულ მუსიკაზე ( საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის გაკეთება მიზანშეწონილია მხოლოდ დახურულ სივრცეში!).

კურო

თქვენ უნდა დაკავდეთ ნებისმიერი მოქმედებით, რომელსაც შემოსავალი, ანუ მატერიალური სარგებელი მოაქვს, გამდიდრებისთვის კი ენერგიას არ დახარჯავთ. კუროები იღბლიანები არიან, რომლებსაც ფიტნესის ნაცვლად, საყიდლებზე წასვლა ურჩევნიათ. ისეთი, რომ დღის ბოლოს დაღლილობისგან ძირს დაეცემით და სიამოვნებით გაიხსენებთ თქვენ მიერ გავლილ კილომეტრებსა და ასობით გაზომილ ნივთს.

ტყუპები

ტყუპები თითებზე ითვლიან დარჩენილ დროს, როცა სადმე წასვლას შეძლებენ. შაბათ-კვირას ახლომდებარე ქალაქში ან პიკნიკზე, ველოსიპედით სიარული მათი საუკეთესო ფიტნესია. გარდა ამისა, ტყუპებს სჭირდებათ ბევრი კომუნიკაცია, ინფორმაციის გადაცემა და მუდმივად აქტიურად ყოფნა.

კირჩხიბი

შოპინგი, ჭორაობა - ფიტნესის კიდევ რა საინტერესო სახეები არსებობს? აქ კირჩხიბებისთვის ერთი უცნაურობაა, ისინი რჩებიან გამხდრები, როცა არაფრის გამო ღელავენ. მათ იციან, როგორ დაკარგონ მადა, სტრესის ნაცვლად. მაშასადამე, კირჩხიბებისთვის მოზომილ რიტმში მშვიდობიანი ცხოვრება ხშირად შეუსაბამოა. ხანდახან უნდა დაიტვირთოთ პრობლემებით და ცოტა მეტად შეიწუხოთ საკუთარი თავი. თუ, მაგალითად, პური გინდათ, მაღაზიაში ნუ გარბიხართ, ძალიან მარტივია - თავად გამოაცხვეთ.

ლომი

ლომები თავს შესანიშნავ ფორმაში ინარჩუნებენ, როცა აპლოდისმენტების მოგების პერსპექტივით უწევთ საზოგადოებაში გამოჩენა. მაყურებლის წინაშე მღელვარება წვავს დამატებით კალორიებს. მნიშვნელოვანია, მუდმივად გამოიჩინოთ თავი და ზოგადად, იყოთ აქტიური.

ქალწული

ქალწულებმა უნდა შეიმუშაონ საკუთარი თავისთვის მკაფიო, დეტალური ფიტნესგეგმა და აუცილებლად შეიტანონ ის განრიგში. რაც უნდა დატვირთული იყოთ სამსახურსა თუ საოჯახო საქმეებში, უნდა შეგეძლოთ გამორთოთ ყოველდღიური რუტინა და დაუთმოთ დრო ვარჯიშს. დიახ, ქალწულებს უჭირთ ჩვეული ცხოვრებისეული განრიგის აღდგენა, მაგრამ ჰოროსკოპი არ გთავაზობთ რაიმე საინტერესო რეცეპტს - წვეულებებს ან შოპინგს. სპორტდარბაზში წასვლა მოგიწევთ...

სასწორი

თქვენ აუცილებლად გჭირდებათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, იდეების გაცვლა, ბალანსის წერტილების პოვნა, ინტერესი და ღიაობა სხვების მოსაზრებებისა და მოთხოვნილებების მიმართ. ამასთან, ემოციური წინააღმდეგობები სასწორს ფორმაში შენარჩუნებაში ეხმარება...გაგრძელება




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93