ვერძი
ახალი საქმეები ოთხშაბათიდან დაიწყეთ. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. უქმეებზე სასიამოვნო შეხვედრები და სასარგებლო საყიდლები გელით.
კურო
აუჩქარებლად იმოქმედეთ. განსაკუთრებით, ორშაბათს გმართებთ სიფრთხილე და დაკვირვება. ახალ პროექტებში ხუთშაბათიდან ჩაერთეთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან.
ტყუპი
ახალმთვარეობის შემდეგ ენერგია მოგემატებათ, მაგრამ ახალი საქმეები კვირის მეორე ნახევრიდან დაიწყეთ. დაისახეთ ახალი მიზნები. უქმეებზე პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნეთ.
კირჩხიბი
მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ. ორშაბათი-სამშაბათი რთული დღეებია და ეცადეთ, არავინ ისარგებლოს თქვენი გულკეთილობით, გულუბრყვილობით. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.
ლომი
სასიამოვნო ცვლილებებს ელოდეთ. გასაკუთრებით, შუა კვირიდან. ორშაბათს დაასრულეთ ყველა საქმე; გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. უქმეები ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
ქალწული
წარსული შეცდომების გაზიარების, გამოსწორების და ახალი მიზნების დასახვის კვირაა. არავის არაფერს დაჰპირდეთ, იყავით საკუთარ წინსვლაზე ორიენტირებული. უქმეები სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
სასწორი
მოიმატებს პოზიტიური განწყობა. დაისახეთ ახალი მიზნები, ჩამოწერეთ სამომავლო სურვილები. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
მორიელი
ორშაბათს არ დაიტვირთოთ საქმეებით. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმეებს. ოთხშაბათს ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. უქმეები ერთად, ქალაქგარეთ გაატარეთ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ვალების აღებას. შუა კვირაში საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. არ გაართულოთ დამოკიდებულება ნათესავებთან. უქმეები მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
თხის რქა
მოემზადეთ, საინტერესო პერიოდი გეწყებათ. მიიღებთ საქმიან შემოთავაზებას. უქმეებზე კი სასიამოვნო ადამიანს გაიცნობთ და ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს.
მერწყული
მთელი ენერგია ახალი პროექტების დაწყებაზე უნდა გადაიტანოთ. მოგინდებათ საკუთარი თავის გამოვლენა; ზოგს კი იმიჯის, სტილის შეცვლა. ზოგიერთმა შეიძლება სასწავლო კურსებზე ჩაწერა გადაწყვიტოთ.
თევზები
სამსახურში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ ოჯახს. საყვარელ ადამიანს თქვენი მზრუნველობა აკლია. შეიძლება დიდი ხნის უნახავ თაყვანისმცემელს შეხვდეთ.