2022 წელს ორი დაბნელების დერეფანი იქნება, რომელიც აპრილ-მაისსა და ოქტომბერ-ნოემბერშია განსაზღვრული. ამ ორ პერიოდს შორის არის ე.წ. შუა წერტილები - თარიღები, რომლებიც ზუსტად ნახევარ წელიწადში მოდის. პირველი ასეთი პერიოდი 2022 წლის თებერვალშია, ხოლო მეორე - აგვისტოში.
შუა წერტილები მათემატიკურად გამოთვლილი წლის კონკრეტული დღეებია. ამიტომ მათ რეალურ არსებობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. კერძოდ, თებერვალში ის აუცილებლად დაემთხვევა 8, 16 და 23 რიცხვებს. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ამ დროს სამყაროს იღბალი მართავს. ამიტომ, თუ დიდი ხანია რაიმეს შეცვლა გსურთ, წარმართეთ თქვენი ცხოვრება ახალი მიმართულებით, გარისკეთ და ბევრი რამ დადეთ სასწორზე - აუცილებლად სცადეთ ის, რაც მთელი გულით გინდათ. მთავარია, იმოქმედოთ არა იმპულსურად, არამედ გააზრებულად.
საინტერესოა, რომ ამ შუა წერტილების გარდა, 2 თებერვლიდან 22 თებერვლამდე პერიოდი ჯადოსნური შესაძლებლობების დერეფნად ითვლება. ნუმეროლოგიის მიხედვით, თარიღები 02/02/2022 და 02/22/2022 არის პორტალი უთვალავი "კარისთვის". ნუმეროლოგიაში ორის სიმბოლო გასაღებებია, რაც ნიშნავს, რომ სამყარო, როგორც ჩანს, რეალიზაციის რამდენიმე გზას გვთავაზობს, რომლიდანაც თითოეულმა ჩვენგანმა ერთი, პრიორიტეტული მიმართულება უნდა აირჩიოს...გაგრძელება