ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საუბრობს 2022 წელსა და ზოდიაქოს ნიშნების შესახებ:
„თევზების ნიშანშია ორი დიდი პლანეტა შეერთებული. ამიტომ თევზები კარგად იგრძნობენ თავს. იუპიტერი ძველი პლანეტაა, ნეპტუნი - შედარებით ახალი. მსგავსმა პერიოდმა, როგორიც ახლაა, მოგვცა ბევრი საინტერესო ადამიანი: ფროიდი, ტესლა და ა.შ.
ეს არის ფსიქოლოგია. დიდი პლანეტების შეერთება 15 მაისამდე არ კარგავს ეფექტს. ამიტომ ბევრ „გენიოსს“ შევიძენთ. სამედიცინო კუთხით ბევრი მიღწევა იქნება, თუმცა იუპიტერი აფართოებს ყველაფერს. ამიტომ გვაქვს მინუსებიც, მაგალითად, ილუზიები, ფანტაზიები, ფსევდოთემები.
იუპიტერი ამძაფრებს განურჩევლად ყველა შეგრძნებას. არ ვამბობ, რომ პანდემია დაბრუნდება, მაგრამ შეიძლება გააქტიურდეს. იქნება ქიმიური იარაღების გამოყენების მცდელობები ომის პერიოდში, ასევე - საზღვრების წაშლა, რომელიც შესაძლოა უშუალოდ სახელმწიფოებს შეეხოს.
ქალწულებს და თევზებს განსაკუთრებით შეეხებათ ეს პერიოდი, 11-დან 17 მარტამდე დაბადებულ თევზებს უფრო მეტად.
ხვალ - 13 საათსა და 4 წუთზე, ზეგ - 14 საათსა და 5 წუთზე და ა.შ. იქნება საუკეთესო დრო, რომ სურვილები ჩაიფიქროთ. შემოქმედებითი ადამიანებისთვის იქნება სუპერწელი.
მშვილდოსნისთვის საკუთარი ინსტინქტების და არაცნობიერის გაცნობის პერიოდია. შეიძლება სამშობლოს თემატიკა უფრო იგრძნონ.
თხის რქას რაც შეეხება, მისთვის ჩარჩოები ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება უფრო მეტად იგრძნონ შინაგანი თავისუფლება.
ვერძისთვის თვითჩაღრმავების პერიოდი იქნება. ის ისედაც საბრძოლოდაა მომართული, ფსიქიკის საკითხებში ექნება ცვლილებები.
კუროსთვის ეს იქნება საზღვრების რღვევა, ბარიერებისა და ფიქრების ცვლილებები.
ტყუპებს ინვესტიციებისთვის კარგი პერიოდი აქვთ. აჯობებს კარიერულად გააქტურდნენ.
კირჩხიბებმა ფრთები უნდა გაშალონ, შეიცვალონ ცნობიერი, უცხო ადამიანები გაიცნონ და ა.შ.
ლომებისთვის ტრანსფორმაციული პერიოდია. რთული, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი ექნებათ, სიზმრებსა და ენერგეტიკას უნდა მიაქციონ ყურადღება.
ქალწულისთვის აქტუალურია ურთიერთობები, პირადი ცხოვრების კუთხით ან ახალი მეგობრების შეძენაში.
სასწორებისთვის კარგი იქნება მეტი ყურადღების დათმობა ჯანმრთელობისთვის.
მორიელებისთვის ბრწყინვალე პერიოდია, პირად საკითხებში შეიძლება ამაღლებული სიყვარული იპოვონ.
მერწყულები ახალ შემოსავლის წყაროს იპოვიან. შეიძლება საკუთარი ჰობით დაიწყონ თანხების გამომუშავება.
თევზების ცხოვრებაში ნებისმიერი რამ შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ, მაგრამ მეორე მხარე არის გადამეტება, ტყუილები, თვითმოტყუება და ამ საკითხებთან უნდა იყვნენ ფრთხილად.“
საუკეთესო აფირმაციები ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის
გაიგეთ, რა გელით 2022 წელს თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით