პირველი აგვისტო, მთვარე ქალწულშია. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.
- კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება; ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
- ცუდია მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის ვარჯიშების შესრულება.
2 აგვისტო, მთვარე 08:04-ზე ესტუმრება სასწორს. სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი გაგიჩნდებათ.
- ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
- ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები. მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.
4 აგვისტო, მთვარე 15:42-ზე გადავა მორიელში. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას.
- კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები. კარგია კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
- არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.
6 აგვისტო, მთვარე 20:34-დან იქნება მშვილდოსანში. კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები (ზეითუნი, ყურძნის კურკა და ა.შ.). მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.
- ესტუმრეთ სპა-სალონს. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება, აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
- მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.