15-21 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

15-21 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ორშაბათიდან საქმეებით იქნებით დატვირთული. თქვენი მოსაგვარებელი გახდება საოჯახო ვალდებულებებიც. ეცადეთ, სამსახურში კოლეგების, შინ - ოჯახის წევრების აზრი გაითვალისწინოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ.

კურო
შეხვედრებისა და მივლინების კვირაა. იყავით დაკვირვებული და მომართული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქმიან პარტნიორებთან. ნუ აჰყვებით ჭორებს, ხმებს. დაასრულეთ სარემონტო სამუშაოები, ბინის მოლამაზება. პირად ურთიერთობებში უცხოებს ნუ ჩაახედებთ.

ტყუპი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ წარსულში დაბრუნდით ან რაღაც სიტუაციები განმეორდეს, გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან. მიიღებთ სწორი გადაწყვეტილებები, ნუ იცხოვრებთ წარსულით,
იყავით მომართული საუკეთესო მომავალზე. თუ დაინტერესდებით, მიიღებთ საინტერესო ცნობებს. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი იყავით.

კირჩხიბი
დააკვირდით გარშემო მყოფების განწყობას, სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ. საუკეთესო დროა განაწყენებულ ახლობლებთან შესარიგებლად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად. უქმეებზე არ დაგეგმოთ საქმეები, გაატარეთ ეს დღეები საყვარელ ადამიანთან ერთად.

ლომი
მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. არ გირჩევთ განმარტოებას. სასურველია, გვერდით მხიარული ადამიანები გყავდეთ, ვინც განწყობას გაგიუმჯობესებთ. საყვარელი ადამიანი სიყვარულითა და მზრუნველობით აგავსებთ.

ქალწული
ვალდებულებები და საქმეები მოგემატებათ. ეცადეთ, ამ კვირაში წარმატებით დაასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი. დაფიქრდით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რა უნდა განახორციელოთ, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა. უქმეები მშვიდ, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

სასწორი
მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ, სახლშიც და სამსახურშიც. არ გირჩევთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. ჰარმონია დაისადგურებს სასიყვარულო ურთიერთობაში. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.

მორიელი
ყველა საჭირბოროტო საკითხი მშვიდად და დიპლომატიურად განიხილეთ. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას კოლეგებთან. პირიქით, გირჩევთ, პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.

მშვილდოსანი
გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მიმდინარე საკითხების განხილვა. მოგინდებათ საზღვარგარეთ გამგზავრება საქმეების ან სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი უცხო კულტურის, ცხოვრების წესისადმი.

თხის რქა
გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ, საქმის კურსში ჩააყენეთ კოლეგები, უფროსობა. საქმეებით დატვირთული ხართ, მაგრამ მზრუნველობას ნუ მოაკლებთ თქვენს საყვარელ ადამიანს. გაანებივრეთ საჩუქრებითა და სიურპრიზებით.

მერწყული
ახლა ახალი ხელშეკრულებების გაფორმების დრო არაა, უმჯობესია, ძველი ვალდებულებები შეასრულოთ. იყავით დაკვირვებული, არ გირჩევთ დაპირისპირებას კოლეგებთან. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ადგილას გაატარეთ. თამამად გამოხატეთ თქვენი გრძნობები.

თევზები
საუკეთესო დროა არტთერაპიისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საკუთარ თავში შეიძლება ახლი ნიჭი აღმოაჩინოთ. დააკვირდით გარშემო მყოფების ქცევას, ნურავის მოატყუებინებთ თავს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93