3-9 ოქტომბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

3-9 ოქტომბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას, - საქმიანისაც და სასიყვარულოსაც. ურთიერთშეთანხმებით უფრო მეტ კარგ საქმეს გააკეთებთ. უქმეებზე არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ეს დღეები დაუთმეთ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გამგზავრებას ან რომანტიკულ პაემნებს.

კურო
ყველა სირთულეს იოლად გაუმკლავდებით, თუ მოინდომებთ და გააქტიურდებით. მეტი ყურადღება მიაქციეთ განათლების, მოგზაურობის საკითხებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. დაუთმეთ დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. დაიწყეთ დიეტა, ვარჯიში.

ტყუპი
გახშირდება საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა. მოგინდებათ საკუთარი ნიჭის გარშემო მყოფებისთვის დემონსტრირება. არ გამოაკლდეთ კულტურულ
ღონისძიებებს. ჰობი ფულს მოგიტანთ. აუცილებლად გამონახეთ დრო ბავშვებისთვის, საყვარელი ადამიანი კი გაანებივრეთ რომანტიკული უქმეებით.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მიღებულ ფულს ბინის კეთილმოწყობისა და ოჯახის წევრების კეთილდღეობისთვის გაიღებთ. არ აჰყვეთ სამსახურებრივ ჭორებს, მაგრამ გაარკვიეთ, ვინ ავრცელებს თქვენზე ცრუ ინფორმაციას. ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ახლა გაციების დრო არაა.

ლომი
საუკეთესო კვირაა იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. მოგიწევთ გადაადგილება მივლინების და პირადი თემების გამო. ყურადღებით გააფორმეთ საბუთები, ხელშეკრულებები. მეტი მზრუნველობა გმართებთ და-ძმების მიმართ.

ქალწული
სამსახურში მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი და დაინტერესება სიახლეებისადმი. დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მომავალში საინტერესო პროექტების განხორციელებას შეძლებთ. ფული ზომიერად ხარჯეთ. უქმეებზე რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ

სასწორი
მოერიდეთ დეპრესიულობას. თუ რამე პირველ ჯერზე არ გამოგივათ ან თქვენი გარეგნობის, ქცევის გამო, კარგი იქნება, თუ შეიცვლით სტილს, იქნებით თავდაჯერებული, მიზანმიმართული; გამონახავთ დროს შემოქმედებითი საქმიანობისთვის, დაიწყებთ დიეტას.

მორიელი
ახალი საქმეები იმ შემთხვევაში დაიწყეთ, თუ დარწმუნებული ხართ თქვენს ძალებში. შეიძლება გაიცნოთ ნათესავები, რომლებზეც ადრე წარმოდგენა არ გქონდათ. საუკეთესო დროა საკუთარ სურვილებში, შინაგან სამყაროში გასარკვევად. გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ. უქმეები დაუთმეთ დასვენებას, ბუნებაში სეირნობას.

მშვილდოსანი
საუკეთესო კვირაა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. გახშირდება ინტერნეტმიმოწერა და ზოგიერთმა შეიძლება ფლირტიც კი გააბათ. მაგრამ ძირითადად საქმეზე იქნებით მომართული. მოგინდებათ თქვენი კომპეტენტური აზრის სოციალურ ქსელებში დაფიქსირება.

თხის რქა
გაიცნობთ გავლენიან ადამიანებს, რომლებიც, თუ დააინტერესებთ თქვენი იდეებით, დაგაფინანსებენ, მოგცემენ რეალიზების შანსს. დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით ახლობლებს. მშვიდად შეხვდით იმ ფაქტს, თუ უფროსი ან ასაკოვანი ნათესავი უფრო სერიოზული ქმედებისკენ მოგიწოდებთ. უქმეებზე ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან.

მერწყული
გახშირდება საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები, ზოგჯერ - კულუარულიც. მიიღებთ დახმარებას მიზნების განხორციელებაში, დაწინაურებას ან იდეების რეალიზებაში. თუ რამის შესწავლას აპირებთ, დაიწყეთ ოთხშაბათს. მარტოხელებს მოგინდებათ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება და შეიძლება რომანი უცხოელთან გააბათ.

თევზები
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ასაკით უფრო ადამიანებთან: სახლშიც, სამსახურშიც და სასწავლებელშიც. საუკეთესო დროა მოგზაურობის დასაგეგმავად ან უცხო ენის შესასწავლად. კვირის მეორე ნახევარში ყურადღებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უქმეებზე არ გირჩევთ სარისკო ქმედებებს, ექსტრიმს. ვარჯიშის დროსაც კი მეტი სიფრთხილე გმართებთ. დაუთმეთ მეტი დრო ფსიქოლოგიის შესწავლას, არტთერაპიას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93