ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ „მთავარ არხთან“ დაბნელებების კორიდორის შესახებ ისაუბრა, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოიტანს ცვლილებებს:
„ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ზოდიაქოს ყველა ნიშნის ადამიანისთვის ეს კვირა იყოს დასაწყისი უკეთესი ტრანსფორმაციისთვის. ჩვენ დაბნელებების კორიდორში შევდივართ. ეს ცუდი არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პერიოდი. 25 ოქტომბრიდან მოყოლებული, 8 ნოემბრამდე, ითვლება სარკისებური ენერგიის პერიოდად. არსებობს ის იშვიათი პერიოდები, როცა მთელი ჩვენი სურვილები, ენერგია და კონცენტრაცია ლუპით არის გაბევრებული. ფრთხილად იყავით სურვილებთან. მნიშვნელოვანია, ჩაიფიქროთ სურვილები…“ - თქვა მან.