ახალი წელი მთელ მსოფლიოში მაგიურ და ჯადოსნურ დღესასწაულად მიიჩნევა. შესაბამისად, მზაობა მასთან გრანდიოზულად შესახვედრად განსაკუთრებით დიდია.
საახალწლო სუფრის მორთულობა დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ ძალისხმევა არ დაიშუროს.
ფიქრობენ, რომ ჭურჭლის, სუფრისა და დეკორატიული ელემენტების არჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ იმ სიმბოლოს სურვილები, რომლის წელიც მოდის ჩინური ასტროლოგიის მიხედვით. ითვლება, რომ ამით იღბალსა და კეთილდღეობას დავიმსახურებთ. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სიმბოლო კურდღელია.
გთავაზობთ 2023 წლის საახალწლო სუფრის ტენდენციებს
მაგიდის სერვირებისას მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ სრულ კომპოზიციაზე.
ფერთა გამის შერჩევისას სასურველია უპირატესობა მივანიჭოთ რბილ, პასტელურ ფერებს. ასევე თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყავისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, შავი და თეთრი ფერები. აუცილებელია გამოყენებული ფერები შეესაბამებოდეს ოთახის დეკორის ელემენტებსა და კერძებს.
ხელსახოცი დეკორის ეფექტური ელემენტია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი სწორად არის განლაგებული მაგიდაზე. გამოიყენეთ სადა, ნეიტრალური ფერის, საშუალო ზომის ხელსახოცი.
წაიკითხეთ სრულად