რას მოგვიტანს ახალმთვარეობა მშვილდოსანში და ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებით?

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა მშვილდოსანში და ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებით?
24 ნო­ემ­ბერს, 2:57 სა­ათ­ზე, ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა მშვილ­დოს­ნის მე­ო­რე გრა­დუს­ში. ეს არის დღე, რომ მზე და მთვა­რე ერთ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს. ახალმთვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში (პლუს/მი­ნუს 2 დღე) არ გირ­ჩევთ კუ­ჭის გა­დატ­ვირ­თვას, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას. იყა­ვით მშვი­დი და გა­აზ­რე­ბუ­ლი. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას, კა­მათს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე და­ა­ლა­გეთ პი­რა­დი ნივ­თე­ბი, მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი უსარ­გებ­ლო და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ნე­გა­ტი­უ­რი, რათა ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ თქვენ გარ­შე­მო თა­ვი­სუ­ფა­ლი და სუფ­თა ენერ­გია შე­უ­ზღუ­და­ვად ტრი­ა­ლებ­დეს.

ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზე და მთვა­რე მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში გა­ერ­თი­ან­დნენ. მშვილ­დო­სა­ნი არის პო­ზი­ტი­უ­რი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე ნი­შა­ნი.
მას არ უყ­ვარს შე­ზღუდ­ვე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი. მას უყ­ვარს სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს პო­ზი­ტი­უ­რო­ბა, იმე­დი. უმე­ტე­სო­ბა გა­და­წყვეტს უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას სწავ­ლის ან მუ­შა­ო­ბის გამო. მო­გინ­დე­ბათ უცხო ენის შეს­წავ­ლა ან/და გაღ­რმა­ვე­ბა. მშვილ­დოს­ნის მმარ­თვე­ლი იუ­პი­ტე­რი 24 ნო­ემ­ბრი­დან გა­მო­ვა რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან და გა­აგ­რძე­ლებს სვლას თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, 20 დე­კემ­ბრამ­დე (ამ დღეს კი იუ­პი­ტე­რი გა­და­ვა ვერ­ძში). ამ პე­რი­ო­დამ­დე სა­სურ­ვე­ლია, მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ; ვი­ყოთ კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი, მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი, ქველ­მოქ­მე­დე­ბი.

ახალმთვა­რე­ო­ბა მშვილ­დო­სან­ში მოგ­ვი­წო­დებს, რომ ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად შევ­ხე­დოთ, მე­ტად პო­ზი­ტი­უ­რად, იმ იმე­დით, რომ მალე ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იცვ­ლე­ბა. ეს ეხე­ბა კა­რი­ე­რა­საც, ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც, გა­რე­მოც­ვა­საც. მო­გე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, რა­ღაც გა­ა­ფარ­თო­ოთ, რა­ღაც შე­იძი­ნოთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. და­ი­წყეთ ახ­ლის შეს­წავ­ლა, იმის, რაც მო­მა­ვალ­ში მო­გი­ტანთ მა­ტე­რი­ა­ლურ წარ­მა­ტე­ბას, პო­პუ­ლა­რო­ბას. გა­ი­ჩი­ნეთ სი­ცო­ცხლის ახა­ლი მი­ზა­ნი. მშვილ­დო­სა­ნი მოგ­ვი­წო­დებს, რომ მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, პო­ზი­ტი­უ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი გავ­ხა­დოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ყუ­რა­დღე­ბით მო­აგ­ვა­რეთ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ კო­ლე­გებ­თან, ჯგუფ­თან ერ­თად მოქ­მე­დე­ბა. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი, რომ და­სას­რუ­ლე­ბის­კენ წა­იყ­ვა­ნოთ საქ­მე­ე­ბი. ყვე­ლა სფე­რო­ში გა­მო­ავ­ლი­ნოთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, დის­ციპ­ლი­ნა.

კონ­კრე­ტუ­ლად ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე არ და­გეგ­მოთ რთუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია, ეს დღე დას­ვე­ნე­ბას, სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბის ჩა­მო­წე­რას და­უთ­მოთ, რა­საც მომ­დევ­ნო ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე (მომ­დევ­ნო ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა 23 დე­კემ­ბერს, თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ახლა ენერ­გი­ის პლა­ნე­ტა მარ­სი რეტ­როგ­რა­დუ­ლია და უმ­ჯო­ბე­სია, მეტი დრო და­უთ­მოთ უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას ან იმ საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, რა­საც დიდი ხანი გეგ­მავ­დით, რის­თვი­საც დიდი ხანი ემ­ზა­დე­ბო­დით. ცოტა შე­ამ­ცი­რეთ აქ­ტი­უ­რო­ბა და გა­და­ხე­დეთ ძველ მიზ­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, 8 დე­კემ­ბერს (პლუს/მი­ნუს 2 დღე). ამ დღეს გვე­ლო­დე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ტყუპ­ში, სა­დაც მდე­ბა­რე­ობს თა­ვად რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარსი. მშვილ­დო­სან­ში მდე­ბა­რე­ობს მერ­კუ­რიც და ვე­ნე­რაც. და­გე­ბა­დე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბი, უმე­ტე­სო­ბას კი სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გე­ლო­დე­ბათ. სა­სიყ­ვა­რუ­ლო მი­მო­წე­რა, რო­მა­ნის და­წყე­ბა უცხო­ელ­თან ან სუ­ლაც სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნის დროს მო­მა­ვალ პარტნი­ორ­თან შეხ­ვედ­რა...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93