30 ნოემბერი, მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია. ცუდია ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.
2 დეკემბერი, მთვარე ვერძშია მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან. მოერიდეთ ტრავმებს. არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი,
4 დეკემბერი, მთვარე 15:41-ზე გადავა კუროში. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (ქუჩაში ხმამაღალა ლაპარაკით). არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.