28 ნოემბერი-4 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

 28 ნოემბერი-4 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
სწავლისთვის ხელსაყრელი პერიოდია. მასალა, რომელსაც აითვისებთ, დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ასევე კარგი დროა ტურისტული მოგზაურობისთვის. წარმატება გელოდებათ პროფესიულ და ფინანსურ სფეროებში. მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას. ისწავლეთ დროისა და ენერგიის სწორად გადანაწილება.

კურო
კვირის ყველაზე პრობლემური თემა სასიყვარულო ურთიერთობებია. მოერიდეთ ეგოისტურობას და გაიზიარეთ საყვარელი ადამიანის აზრი. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. ხანდახან მათი ქცევა შეიძლება სრულიად უკონტროლო გახდეს. ეცადეთ, დაუმეგობრდეთ შვილებს, მშვიდად ელაპარაკოთ. დაიწყეთ ფსიქოლოგიური წიგნების კითხვა, რაც დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება
საყვარელ ადამიანებთან.

ტყუპი
გააუმჯობესებთ დამოკიდებულებას იმ ადამიანებთან, ვისზეც ადრე ნაწყენი იყავით. ეცადეთ, ნაკლები იფიქოთ წარსულზე. მოიმატებს ოპტიმიზმი და ახალი იდეების განხორციელება გაგიადვილდებათ. წარმატება გელოდებათ ბიზნესმენ ნიშნებს. უქმეებზე უნდა მოაგვართ საოჯახო ვალდებულებები. მოუფრთხილდით საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

კირჩხიბი
ამ კვირაში სახლშიც და სამსახურშიც წესრიგი უნდა დაამყაროთ. დაგროვილი საქმეები დაასრულოთ და ახალი პროექტებიც დაიწყოთ. შეცვალეთ დღის განრიგი, რათა გაგიადვილდეთ ყოველდღიური რუტინასთან გამკლავება. შეამცირეთ არაფრისმომცემი კონტაქტები, უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაცია. რაც იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და გართმევთ ძვირფას დროს.

ლომი
პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ რომანტიკულ ურთიერთობებში. ნუ გაიხსენებთ წარსულ წყენას. იყავით მომართული ბედნიერი მომავლის შექმნაზე. საუკეთესო დროა სპექტაკლებზე დასასწრებად. კოლექციონერმა ნიშნებმა შეიძლება სასურველ ნივთს მიაგნოთ. კარგი დროა სწავლის დასაწყებად, სასურველი კურსის გასავლელად. ამასთან, დაკვირვება გმართებთ მუშაობისას და, რაც მთავარია, ნუ დაძაბავთ ურთიერთობას უფროსებთან.

ქალწული
სწავლისა და პიროვნული განვითარების კვირაა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან და მშობლებთან. ეცადეთ ნაკლებად გააკრიტიკოთ ისინი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე რჩევა მათ ჰკითხეთ. უქმეები დაუთმეთ სწავლას, ახალი მასალის ათვისებას.

სასწორი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ახლობლების მხარდაჭერით სირთულეების გადალახვას შეძლებთ. დაელაპარაკეთ მცოდნე ადამიანებს, რჩევა ჰკითხეთ პროფესიონალებს. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანთან. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული ფულის სესხება ან გასესხება.

მორიელი
მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბავს. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური მდგომარეობს გაუმჯობესებას, ფულის დაბანდებას. პარასკევი კარგი დღეა შოპინგისთვის. უქმეები მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.

მშვილდოსანი
სამსახურში ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთართ თავზე ნუ აიღებთ. გადაღლილობის გამო შეიძლება ვალდებულებებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდეთ და საქმიან პარტნიორებთან დამოკიდებულება გაგიფუჭდეთ. მეტად იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. საღამოები სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. უქმეები დაუთმეთ აუცილებელი საოჯახო და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას.

თხის რქა
საუკეთესო პერიოდია თვითგანვითარებისთვის, სულიერი პრაქტიკისთვის, მედიტაციისა და სიმშვიდეში დასვენებისთვის. ზოგიერთმა შეიძლება ახლობლების საიდუმლოებები გამოააშკარაოთ. ფინანსების გამო მოერიდეთ უთანხმოებას სასიყვარულო პარტნიორთან. უქმეები დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, განმარტოებით მუშაობას.

მერწყული
ამ კვირაში უსაქმოდ ვერ გაჩერდებით. უამრავი საქმე დაგიგროვდათ სახლშიც და სამსახურშიც. მოგიწევთ მშობელებზე ზრუნვა, მათთვის მატერიალური საკითხების მოგვარება. უქმეებზე უპირატესობა მიანიჭეთ მეგობრულ შეკრებებს. ზოგიერთი ინტერნეტქსელებში გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, ჩაერთვებით საინტერესო საუბრებში.

თევზები
ყურადღება გაამახვილეთ სტრატეგიული მიზნების განხორციელებაზე. იყავით დაკვირვებული წვრილმანებისადმი. სასურველის მისაღწევად შრომა მოგიწევთ და ზოგჯერ გავლენიანი ადამიანების შეწუხებაც. პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ კარიერაში; გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უფროსთან. ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. შეყვარებულები გადაწყვეტთ დაქორწინებას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93