სავსე მთვარე ტყუპებში, ახალი მთვარე თხის რქაში, იუპიტერის გადასვლა ვერძში და ბოლოს, რეტროგრადული მერკური თხის რქაში - ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ცვლილებებს ზოდიაქოს 5 ნიშანს ჰპირდება.
პლანეტების უმეტესობა თხის რქის ნიშანში იქნება. ეს ნიშნავს, რომ ბევრი მოვლენა დაკავშირებული იქნება კარიერასთან და პროფესიასთან, რადგან ეს ნიშანი პასუხისმგებელია სოციალურ წინსვლაზე.
დეკემბრის განმავლობაში მარსი ასევე რეტროგრადული იქნება ტყუპებში, რაც ხელს შეუწყობს დოკუმენტებთან, ბილეთებთან, ნათესავებთან ურთიერთობასა და პროფესიულ გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
ვნახოთ, რომელი ნიშნებისთვის იქნება დეკემბერი მართლაც გადამწყვეტი:
თვე იწყება სავსემთვარეობით თქვენს პარტნიორულ სექტორში, რაც ნიშნავს, რომ დასრულდება თქვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორობა. და უკვე 23 დეკემბერს გელით სიახლეები თქვენს შემოსავალთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, იქნება შემოსავლის მხრივ ახალი ციკლის დასაწყისი: ახალი სამუშაო, დამატებითი შემოსავალი ან ფინანსური პროექტის დაწყება.
დეკემბერი თქვენთვის ძალიან კაშკაშა იქნება: თქვენ დაასრულებთ საქმიანობას ერთი მიმართულებით და მოემზადებით ახალი გარღვევისთვის. ან წარმატებით გაივლით გასაუბრებას და მიიღებთ პასუხს დამსაქმებლისგან. მაგრამ მთავარი ის არის, რომ 23 დეკემბერს ახალი მთვარე მოგიტანთ ახალ ეტაპს ოჯახის ფინანსური კუთხით: ალბათ აიღებთ იპოთეკას, სესხს, მიიღებთ მემკვიდრეობას ან გრანტს.
დეკემბერი თქვენთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა, რადგან ის თქვენს შემოსავალზე სერიოზულ აქცენტს გააკეთებს. პირველ რიგში, 8 დეკემბერს შეგიძლიათ მიიღოთ დიდი თანხა (შემოსავლის სახით, რაღაცის გაყიდვით ან საჩუქრად). 12 იანვრისთვის მარსი საბოლოოდ გადაიქცევა პირდაპირ მოძრაობად მოგების სექტორში და თქვენ იგრძნობთ ცვლილებას თქვენს ფინანსებში. თქვენი ფინანსების ნაწილი დამოკიდებული იქნება დიდ სახელმწიფო ინვესტიციებზე ან უცხოურ პარტნიორობაზე დიდ ორგანიზაციასთან.
21 დეკემბრიდან იუპიტერი შემოდის თქვენს ფულის სექტორში, სადაც ის დარჩება 2023 წლის 16 მაისამდე. ამ დროის განმავლობაში ელოდეთ თანხას გადარიცხვით - მამისგან, ქმრისგან, სახელმწიფოსგან ან თქვენი ხელმძღვანელობისგან. ასევე, სწორედ დეკემბერში შეგიძლიათ მიიღოთ ძალიან ძვირი საჩუქარი, რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენს გარეგნობასთან: ძვირად ღირებული სათვალე, ქუდი.
მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თქვენს ქმარს/ცოლს ექნება მნიშვნელოვანი ფინანსური ზრდა, ამასთან დაკავშირებით თქვენი კეთილდღეობა გაუმჯობესდება. დეკემბერში შესაძლოა საკუთარი ბიზნესის იდეა გაგიჩნდეთ ან ორსულობა გადაწყვიტოთ. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი პარტნიორი მხარს დაგიჭერთ და ახალ წელს ლამაზ და ღირებულ საჩუქარს გაჩუქებთ. ეს შეიძლება იყოს ბინა, მანქანა, კომპიუტერი.