უცნაურია, რამდენად ზუსტად შეიძლება ვარსკვლავების მეშვეობით ადამიანის დახასიათება. მიუხედავად შორი მანძილისა, ზოდიაქოს ნიშნებს შეუძლიათ არა მხოლოდ ადამიანის ზედაპირული მიდრეკილებებისა და უცნაურობების დანახვა, არამედ მათ შორის ყველაზე საშიშის გამოვლენაც.
FBI-მ, ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, 6 ყველაზე საშიში ზოდიაქოს ნიშანი დაასახელა:
ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანი, რომელსაც მთვარე მართავს. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, კირჩხიბს ყველაზე მეტად ახასიათებს განწყობის ცვალებადობა. მათ მშვიდ ნიღაბს ამოფარებული მეორე „მე“ მუდამ ფხიზელ მდგომარეობაშია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კირჩხიბი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნევა.
ამ ნიშნით დაბადებულთა რიცხვს განეკუთვნება ინგლისის მეფე ჰენრი VIII, თანამედროვე დამნაშავეებიდან კი - სამუელ ლითლი, რომელმაც 1970-2005 წლებში 93 ადამიანის მკვლელობა აღიარა.
როგორც გაირკვა, ზოდიაქოს ყველაზე პოზიტიურ ნიშანსაც ჰქონია ბნელი მხარე. მშვილდოსანი საკმაოდ ქარიზმატული და ვნებიანი ნიშანია, თუმცა ამ თვისებების გამოყენება ბოროტებისთვისაც შეუძლია. იგი მოუთმენლობით გამოირჩევა, რაც ხშირად დაუფიქრებელი მოქმედებებისკენ უბიძგებს.
ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს განეკუთვნება ამერიკული სერიული მკვლელი ტედ ბანდი, რომელსაც 30 ქალის მკვლელობა ედებოდა ბრალად, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იყო.
თუ გავითვალისწინებთ მორიელის „ბნელი მხარისკენ“ მიდრეკილებას, მაშინ მისი ამ სიაში მოხვედრა გასაკვირი სულაც არ იქნება. ეს ნიშანი ეჭვიანობისა და მანიპულაციისკენაა მიდრეკილი. გარდა ამისა, კარგად იციან ძალაუფლების დინამიკა, რაც უპირატესობის მოპოვებას უადვილებთ.
ამ ნიშნით დაბადებულთა შორის არიან ვლად დრაკულა და ჩარლზ მენსონი.
ყველაზე ჰიპერემოციური ნიშანია, მძაფრი ემოციები კი საკუთარი თავის კონტროლში ხელს უშლის. შესაბამისად, ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნიშნებად ითვლებიან.
მათ რიცხვს განეკუთვნება ამერიკელი სერიული მკვლელი ჯონ უეინ გეისი და რიჩარდ რამირეზი.
და აი, ზოდიაქოს ყველაზე საშიში ნიშნის დროც დადგა...
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შეიძლება ნაკლებად დამაჯერებელი ჩანდეს, კრიმინალური რეკორდის დათვალიერება გარკვეულ სიცხადეს იძლევა. ეს ნიშანი მოტივირებული, შრომისმოყვარე და საკმაოდ ჯიუტია. ზოდიაქოს ნიშნებზე შეგროვებული მონაცემების მიხედვით, თხის რქები შესაძლოა არ შეადგენდნენ კრიმინალების ყველაზე დიდ პროცენტს, თუმცა ყველაზე მომაკვდინებელია, რაც გარკვეულწილად, მათ კიდევ უფრო შემზარავს ხდის. FBI-ს კვლევის თანახმად, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მსხვერპლის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰყავთ.
მოამზადა ანი შავიშვილმა