მან ასევე განმარტა, როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები 21 დეკემბერს სწორად, რომ ისინი ასრულდეს: წელიწადში არსებობს 6 მნიშვნელოვანი დღე, რომლებსაც აქვს განსაკუთრებული ენერგია, ესენია: ჩვენი დაბადების დღე, ახალი წელი, 21 მარტი, 21 ივნისი, 21 სექტემბერი და 21 დეკემბერი. სურვილის ჩაფიქრებისას, თუ გვინდა, მაგალითად, მანქანა, უნდა ვიცოდეთ, როგორი მანქანა გვინდა. მაქსიმალურად დეტალურად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. ასევე, უნდა ვეცადოთ, გავთავისუფლდეთ ძველი რაღაცებისგან და შემოვიდეს ახალი, იქნება ეს ნივთი თუ სხვა რამ. კარგია, თუ 21 დეკემბერს მთელ სახლს დავალაგებთ და გავუხსნით გზას ახალ შესაძლებლობებს. აანთეთ სანთელი, დადგათ ერთი ჭიქა წყალი, დავწეროთ სურვილები, დავწვათ ეს ფურცელი და ფერფლი გადავყაროთ" - თქვა ნინა სუსლოვამ.