წელიწადის ყველაზე განსაკუთრებული თარიღი - 12/12 - რა უნდა ვიცოდეთ წარმატებისა და ბედნიერების მომტან დღეზე

წელიწადის ყველაზე განსაკუთრებული თარიღი - 12/12 - რა უნდა ვიცოდეთ წარმატებისა და ბედნიერების მომტან დღეზე
12 დეკემბერი განსაკუთრებული დღეა. ე.წ სარკის თარიღი 12/12/2022 ხუთ ორიანს აერთიანებს და ეს მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს შანსს, ჩავიფიქროთ სურვილი, რომელიც აუცილებლად ახდება. ზუსტად როგორ უნდა გაკეთდეს ეს და რა ძალა აქვს სარკის თარიღს ნუმეროლოგიაში, სტატიაში გაიგებთ.



ნუმეროლოგიაში 2 ერთ-ერთ უძლიერეს რიცხვად ითვლება. იგი თავისთავად ჰარმონიულია, დადებით ენერგიას ატარებს და უკეთესობისკენ ცვლილებას აღნიშნავს.

2022 წლის 12 დეკემბერს შეგიძლიათ უსაფრთხოდ განახორციელოთ ფულადი ინვესტიციები. ხელშეკრულების გაფორმება, დიდი ხნის ნანატრი ქორწილი ან ახალ ბინაში გადასვლა - ეს ყველაფერი ამ
თარიღის გავლენის ქვეშ შეიძლება მოხდეს.



ნუმეროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს თარიღი მხოლოდ დადებით ენერგიას არ ატარებს. მასში გარკვეული ორმაგი სახე იმალება, ამიტომ უმჯობესია, ამ დღეს იყოთ გულწრფელები, მოერიდოთ ტყუილსა და ეშმაკობას.

გარდა ამისა, ჯადოსნური რიცხვი იძლევა მშვიდობას და ჰარმონიას ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. მისი წყალობით თქვენ შეძლებთ ბალანსის პოვნას ნებისმიერ საქმეში, რომელსაც წამოიწყებთ. ეს შესანიშნავი დღეა ურთიერთობის დასალაგებლადაც.
ნუმეროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს თარიღი მხოლოდ დადებით ენერგიას არ ატარებს. მასში გარკვეული საფრთხეც იმალება, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გამოიხატოს ადამიანის ქცევაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს იყოთ გულწრფელი, არ მოიტყუოთ.

თუ ამ თარიღის დღისა და თვის ყველა რიცხვს შეკრებთ, მიიღებთ 6-ს. ნუმეროლოგიაში ექვსი ასევე სიმბოლოა ჰარმონიისა და კეთილდღეობის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დღის ძალა მხოლოდ გაორმაგდება, თუ სწორად სურივლებს სწორად ჩაიფიქრებთ.

გარდა ამისა, ექვსი ითვლება სიყვარულის სიმბოლოდ. ამიტომ, ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ნათელი გრძნობების ჩვენება საყვარელ ადამიანებთან, ცხოველებთან და უბრალოდ ბუნებასთან მიმართებით. ამ დღეს გაკეთებული სიკეთე ასმაგად დაბრუნდება!

რა უნდა გააკეთოთ

2022 წლის 12 დეკემბერი იდეალური დღეა ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად. თუ დიდი ხანია გინდოდათ სამსახურის დატოვება ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება, საუკეთესო დროა, რომ დაჯდეთ და მათი დაგეგმვა დაიწყოთ. ამ დღეს დიდხანს ნუ გაატარებთ საწოლში, ადექით ადრე და დაიწყეთ დილა სასიამოვნო რიტუალებით. გააკეთეთ ვარჯიშები, მიიღეთ შხაპი და მოამზადეთ გემრიელი საუზმე.
ეს დღე მაქსიმალურად სასიამოვნო და მშვიდი უნდა იყოს. ამიტომ ნუ ეცდებით საყვარელ ადამიანებთან ჩხუბს: ყველა კონფლიქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული.

მათ, ვინც დიდი ხანია ურთიერთობაშია, ამ დღეს შესაძლოა გაუმართლოს. მაგალითად, საყვარელი ადამიანი გადაწყვეტს, ხელი გთხოვოთ. ასევე ამ დღეს ნუმეროლოგები გვირჩევენ, მონაწილეობა მივიღოთ რაიმე სახის საქველმოქმედო პროექტში ან თვითონ გავაკეთოთ პატარა სიკეთე მაინც. სხვა ადამიანების ან ცხოველების დახმარებით, თქვენ აუცილებლად მოიზიდავთ წარმატებას და კეთილდღეობას თქვენს ცხოვრებაში.

როგორ გამოვხატოთ სურვილი ამ განსაკუთრებულ დღეს

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ კარგად დაფიქრდეთ, სანამ რაიმეს მოისურვებთ. გაარკვიოთ, მართლა გინდათ თუ არა ეს. უმჯობესია, თუ რაიმე კონკრეტულს ჩაიფიქრებთ და არა აბსტრაქტულს.

სურვილის ასრულებისთვის უმჯობესია, ის ზუსტად 12:12 საათზე ან 24:12 საათზე ჩაიფიქროთ. ხმამაღლა თქმა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ასევე შეიძლება დაწეროთ. დაწერეთ თქვენი სანუკვარი სურვილი 12-ჯერ ფურცელზე, ყოველ ჯერზე დაიწყეთ ახალი ხაზით. შეეცადეთ, არ დაწეროთ სიტყვები "მინდა" და "სურვილი". მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოთქმა "მე მჭირდება" ან "მე ვოცნებობ". შემდეგ ფურცელი დავჭრათ 12 ნაწილად. ძილის წინ თითოეული მათგანი ბინაში სხვადასხვა ადგილას დამალეთ. მეორე დილით ყველა ქაღალდი უნდა შეგროვდეს და დაიწვას მომდევო სარკისებურ თარიღზე.




FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93