ბევრი მოუთმენლად ელოდა 2023 წლის დასაწყისს. დღეს ჩვენ გეტყვით, რა ელის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, რისი უნდა გეშინოდეთ და რა იღბალი გელოდებათ.
ვერძი
სჯობს დინებას მიჰყვეთ. გახსოვდეთ, რომ სხვებს ყოველთვის დაეხმაროთ - ეს მომავალ კვირაში წარმატების მომტანი უმთავრესი პრინციპია. საკუთარ თავს გართობის საშუალება მოეცით. კარგი იქნება თუ დროს მოგზაურობაში დახარჯავთ.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში. ტექნიკური მოწყობილობები წინააღმდეგობაში იქნება თქვენთან. სირთულეების გარეშე შეძლებთ ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებას.
ტყუპები
თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან, მაშინაც კი, თუ თქვენი გარემო დაჟინებით გთავაზობთ მას. მოსალოდნელია, რომ რთულ საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. გამონახეთ დრო მოკლე მოგზაურობისთვის - ის ახალ გამოცდილებას მოგიტანთ.
კირჩხიბი
დროა დაასრულოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღიურობაში პრობლემებს გიქმნიან. თავი შეიკავეთ საკუთარი აზრის გამოთქმისგან. უმეტესი დრო შემოქმედებით შრომას დაუთმეთ.
ლომი
არ ჩაერთოთ კამათში, რადგან ეს კონფლიქტამდე მიგვიყვანთ. მოგზაურობის გეგმები ცოტა ხნით გადადეთ და კვირის დასაწყისში სტუმრების მოლოდინში იყავით. წარსულის შეცდომები თავს შეგახსენებენ.
ქალწული
კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს სიმშვიდეში, საკუთარ თავთან გაატარებთ. მოერიდეთ ალკოჰოლს, მას თქვენზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამ დღეებში ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გაგიადვილდებათ თავის დაძვრენა.
სასწორი
კარიერაში პრობლემები გელით, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - წარმატება არ დააყოვნებს. შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ.
მორიელი
სასწორის მსგავსად კარიერაში პრობლემები მორიელსაც შეხვდება, მაგრამ წარმატება თქვენთანაც მალე მოვა. პროდუქტიული მუშაობისთვის ტექნიკური საშუალებები გამოიყენეთ.
მშვილდოსანი
უმჯობესია ყურადღება ფიზიკურ აქტივობებზე გაამახვილოთ. ახლა არაფერი იქნება თქვენთვის ისეთი საზიანო, როგორც ალკოჰოლის დალევა. მომდევნო შვიდ დღეში დაგეგმილი მოგზაურობები სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.
თხის რქა
დაგაფასებენ თქვენი ინტელექტუალური მუშაობის შედეგების გამო. თუ გსურთ ცუდი ჩვევების მიტოვება, ახლა სწორედ ამის დროა. გამოიყენეთ ტექნიკური მოწყობილობები სამუშაო პროცესის დასაჩქარებლად.
მერწყული
ბუნებაში მოგზაურობა დადებითად იმოქმედებს თქვენზე. გზა ძალიან დამღლელი იქნება. თავი შეიკავეთ ავეჯის გადაწყობისგან. ყურადღება მიაქციეთ იოგას გაკვეთილებს, ისინი განსაკუთრებით გამოგადგებათ.
თევზები
სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა ნამდვილად გაგიადვილდებათ. საკუთარი უნარების მაქსიმალურად გამოვლენის დროა. გახსოვდეთ, საოჯახო საქმეებს მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ აიღებთ.