თხის რქა
თხის რქები ყველას აბრაზებენ სიკეთის კეთების სურვილით. სიკეთის კეთებაში ცუდი არაფერია, მაგრამ თხის რქას ამის კეთება უკითხავად უყვარს. შეიძლება ის საქციელი, რასაც სწორად მიიჩნევს, სხვისთვის სრულიად მიუღებელი იყოს.
მერწყული
მერწყული საოცარი ნიშანია, რომელსაც შეუძლია სხვების სასტიკი აურზაური მთლიანად ჩაახშოს, ამიტომ აზრი არ აქვს მერწყულის რაიმე განსაკუთრებული უარყოფითი თვისების გამოყოფას. მაგრამ ერთი მაინც მოიძებნება: სადაც არ უნდა წავიდნენ თავიანთი განწყობა ყველგან მიჰყვებათ. პრობლემა ისაა, რომ თუ მერწყული თავს ცუდად გრძნობს, ეს განწყობა სხვებზეც უარყოფითად აისახება.
თევზები
თევზები ყველას აღაშფოთებენ თავიანთი დაუცველობით: ბუტიაობა მათი საყვარელი საქმეა. მისი გაბრაზება ძალიან მარტივია მაგრამ შემორიგება ზედმეტად რთული. ამიტომ, ეს გულუბრყვილო ნიშნები სხვებს ხშირად მათი სიჯიუტით აღიზიანებენ.
ვერძი
ყველა ამბობს, რომ ვერძის დევიზია „გამბედაობა“, სინამდვილეში კი მისი დევიზია - აგრესია და უსირცხვილობა. ანუ, ვერძს არა მხოლოდ აქვს ჩვევა, რომ პირდაპირ დაუკითხავად შეაღწიოს სხვის პირად სივრცეში, არამედ იქაც ისე იქცევა, ამ უცხო სივრცეში, როგორც სახლში.
კურო
კურო ყველას აბრაზებს თავისი სურვილებით. თუ კურომ რაღაც გადაწყვიტა - მაშინ ის ამას აუცილებლად მიიღებს, სურვილის ასრულებას კი სხვებისგან ითხოვს. ის, რომ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი გეგმები და თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, კუროს საერთოდ არ აინტერესებს.
ტყუპები
ტყუპები ყველას აღიზიანებს თავისი იდუმალებით. ისინი წარმოუდგენლად გახსნილები და უკიდურესად გულწრფელები არიან. თქვენ ყველაფერი იცით მათ შესახებ! სინამდვილეში, როგორც წესი, გამოდის, რომ ტყუპებთან ერთად შეგიძლიათ ათი წელი იცხოვროთ ბედნიერ ქორწინებაში და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ მათ შესახებ საერთოდ არაფერი გცოდნიათ.
კირჩხიბი
კირჩხიბი ყველას აღაშფოთებს თავისი მკითხაობის ნიჭით. არა, ნამდვილად: კირჩხიბები გულწრფელად არიან დარწმუნებულნი, რომ დაბადებიდან შუბლზე მესამე თვალი აქვთ. პრობლემა ის არის, რომ კირჩხიბი ყოველთვის ერთნაირია: ჭირშიც და ლხინშიც. მისი სამყაროსადმი ამგვარი დამოკიდებულება კი საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.
ლომი
ლომის შემთხვევაში ეს ძალიან მარტივია. ის ყველას აღიზიანებს თავისი ქედმაღლობით.
ქალწული
ქალწულებს ძალიან უყვართ ჭორაობა. შეუძლია ზედიზედ, დღეების განმავლობაში ცილისწამებით ისაუბროს სხვების, ნაცნობებისა თუ უცნობების ცხოვრებაზე და ამის გამო ბევრთან გაიფუჭოს ურთიერთობა.
სასწორი
სასწორი ყველას აღიზიანებს თავისი გაურკვევლობით: უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ამის გამო, ხშირად სხვებზე დამოკიდებული ხდება.
მორიელი
სნობიზმი და ამპარტავნება. მორიელს ჰგონია, რომ ირგვლივ ყველა სულელია და მხოლოდ თვითონ არის ჭკვიანი. მაგრამ ყველაზე მეტად სხვებისგან უარყოფით დამოკიდებულებას თავისი ამპარტავნობის გამო იღებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი გაკვირვებას იწვევს თავისი ენთუზიაზმით, თავშეუკავებლობით, აღვირახსნილობითა და მეამბოხეობით.