სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ქალები: რომი შნაიდერი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, კერი ოტისი, ბრიჯიტ ბარდო, მონიკა ბელუჩი და სხვ.
ვერძი
რუტინული სამუშაო თავს მოგაბეზრებთ.
ბიზნესი და ფინანსები
უფროსთან მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, კოლეგების დაცვაც მოგიწევთ. და მათი საქმეების შესრულებაც თქვენ მოგიწევთ.
თვის ბოლოს ახალ სამსახურს შემოგთავაზებენ, სადაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ.
ჯანმრთელობა
მიხედეთ ჯანმრთელობას. ეწვიეთ სპორტდარბაზს, ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები.
სიყვარული და ოჯახი
სიყვარულისთვის მხოლოდ თვის ბოლოს მოიცლით. განაახლებთ ძველ კავშირებს. დაქორწინებულებს განსხვავებული მოსაზრებისა და აზრის გამო ხშირად ექნებათ კონფლიქტი.
კურო
ავანტიურა და შემოქმედება გაგიტაცებთ.
ბიზნესი და ფინანსები
დასვენების შემდეგ იდეებითა და ენერგიით სავსე დაბრუნდით. შემოქმედებითი საქმიანობა დიდ წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია მივლინებები საზღვარგარეთ, საჩუქრები და პრემია.
ჯანმრთელობა
ენერგიული ხართ და უამრავ საქმეს დაასრულებთ, მაგრამ მგზავრობისას სიფრთხილე გმართებთ.
სიყვარული და ოჯახი
ქალაქგარეთ მგზავრობა საყვარელ ადამიანთან ერთად კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს ურთიერთობას. დაგირეგულირდებათ ურთიერთობა განაწყენებულ ნათესავებთან.
ტყუპი
ახალი იდეების განხორციელების დროა.
ბიზნესი და ფინანსები
ახალი იდეების დრო დაგიდგათ. გავლენიანი ადამიანები თქვენს პროექტებს დააფინანსებენ. თქვენ სასიკეთოთ მოგვარდება უძრავი ქონების ყიდვის საკითხი.
ჯანმრთელობა
დასვენების დროს მომატებულ წონას დიეტითა და ვარჯიშით დაიკლებთ. დროდადრო დეპრესია შემოგიტევთ და ეცადეთ მეგობრებთან ერთად გამხიარულდეთ.
სიყვარული და ოჯახი
საოჯახო ნივთების შეძენა-განახლებით იქნებით დაკავებული. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი რომ არ მოგივიდეთ, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ მის მიმართ.
კირჩხიბი
სასიამოვნო სიურპრიზები გელით.
ბიზნესი და ფინანსები
უცხოელი პარტნიორების დახმარებით ბიზნესს გააფართოებთ. განაახლებთ ძველ კავშირებს. სტაბილური შემოსავალი ახალი ტექნიკის ყიდვის საშუალებას მოგცემთ.
ჯანმრთელობა
თვის ბოლოს დაღლილობას იგრძნობთ, გარშემომყოფები რომ არ გააღიზიანოთ, რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.
სიყვარული და ოჯახი
მარტოხელა კირჩხიბებს რომანტიკული შეხვედრა გელით და შესაძლოა, დაქორწინებაც გადაწყვიტოთ. დაქორწინებულები რამდენიმე დღით მეუღლესთან ერთად განმარტოვდით.
ლომი
"ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე"
ბიზნესი და ფინანსები
დაპირებების დრო დასრულდა. ახლა დროა იმოქმედოთ. პირველ დეკადაში დაწინაურება გელით და შესაბამისად, საქმეც მოგემატებათ. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. თვის ბოლოს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ჯანმრთელობა
ავადმყოფობა არ გემუქრებათ, მაგრამ მგზავრობისას სიფრთხილე გმართებთ. ნასვამ მდგომარეობაში ნუ მიუჯდებით საჭეს.
სიყვარული და ოჯახი
ნათესავები ძველ წყენას გაგიხსენებენ და ცოტა უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით.
ქალწული
საქმე, საქმე, საქმე... გართობა
ბიზნესი და ფინანსები
ახალი პროექტის განხორციელებას შემოგთავაზებენ, რაც პროფესიონალური თვალსაზრისით, სასიკეთოდ წააგდება თქვენს საქმიანობას. არ ჩაერიოთ კოლეგების კონფლიქტში. შემოსავალი საბინაო საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ჯანმრთელობა
დაძაბული აგვისტოს შემდეგ გაგიმჯობესდებათ ჯანმრთელობა.
სიყვარული და ოჯახი
მარტოობისგან საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი გიხსნით, რომლთანაც ურთიერთობა მეგობრულიდან სიყვარულში გადაიზრდება. ფული შვილების განათლებაში დააბანდეთ.
სასწორი
დაგეგმეთ მომავალი
ბიზნესი და ფინანსები
ახალი ბიზნესის წამოწყების საშუალება მოგეცემათ. დახმარებას პარტნიორები დაახლობლები გაგიწევენ. თვის ბოლოს მოსალობნელია შემოსავლის გაზრდა. მოერიდეთ კონფლიქტებს. ეცადეთ, უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვაროთ.
ჯანმრთელობა
ენერგიული ხართ. მოერიდეთ ზედმეტ ტკბილეულს. შეძლებისდაგვარად დაიცავით დიეტა.
სიყვარული და ოჯახი
ახალ ბინაში გადასვა ან უძრავი ქონების ყიდვაა მოსალოდნელი. დაქორწინებულებს ფეხმძიმობა ან მატება ელით. დასაქორწინებლები შეყვარებულებს თვის ბოლოს ომს გამოუცხადებენ.
მორიელი
აქტიურობის დროა
ბიზნესი და ფინანსები
ფრთხილად იყავით, კოლეგებმა თქვენზე ჭორები არ გაავრცელონ. არ გაართულოთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. წარმატების მისაღწევად და ფინანსური კეთილდღეობისთვის მუხლჩაუხრელი შრომა მოგიწევთ.
ჯანმრთელობა
საქმეების მიუხედავად არც დასვენება დაივიწყოთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. ნასვამ მდგომარეობაში საჭეს ნუ მიუჯდებით.
სიყვარული და ოჯახი
მარტოხელები დაწყვილდებიან. დაქორწინებულებს გაუუმჯობესდებათ ურთიერთობა პარტნიორებთან. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, მეუღლეებს საიდუმლოებები არ გაანდოთ.
მშვილდოსანი
არ შეუშინდეთ ცვლილებებს.
ბიზნესი და ფინანსები
იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად საუკეთესო პერიოდი დაგიდგათ. მთავარია, არ დაიზაროთ და საჭირო ხალხს შეხვდეთ. სექტემბერი შემოსავლიანი თვეა. ამიტომ, საკუთარ თავს საჩუქრებზე უარი უთხრათ.
ჯანმრთელობა
ენერგიული და აქტიური ხართ. მიზანმიმართულად იმოქმედეთ და ყველაფერს მიაღწევთ.
სიყვარული და ოჯახი
მთელი თვე საქმესა და მატერიალურ შემოსავალზე იქნებით ორიენტირებული, რის გამოც მეორე ნახევართან ურთიერთობა დაგეძაბებათ. თვის ბოლოს შვილების გამო ფინანსური ხარჯი გელით.
თხის რქა
ახალ ქვეყანაში გაემგზავრებით.
ბიზნესი და ფინანსები
თვის დასაწყისში საჩუქრები და სიურპრიზები გელით. საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარება. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან და უფროსობასთან.
ჯანმრთელობა
სექტემბერში დაავადებები და უსიამოვნებები დაივიწყეთ.
სიყვარული და ოჯახი
საყვარელ ადამიანთან ერთად სხვა ქალაქში (ქვეყანაში) მოგიწევთ გამგზავრება, იქ ცხოვრება და საქმეების აწყობა.
მერწყული
დროა პოზიციები გაიმყაროთ
ბიზნესი და ფინანსები
სექტემბერი გარდატეხის პერიოდია. ეცადეთ ახალ კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ. მატერიალურ სიდუხჭირის დაძლევას სესხით შეძლებთ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხს თქვენს სასიკეთოდ მოაგვარებთ.
ჯანმრთელობა
დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო გადაღლილი და გაღიზიანებული ხართ.
სიყვარული და ოჯახი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა მეორე ნახევართან. ბინაში რემონტი წამოიწყეთ და ინტერიერი შეცვალეთ.
თევზები
იდეების განხორციელების დროა
ბიზნესი და ფინანსები
კარიერაში ისეთ წარმატებას მიაღწევთ, რომ კონკურენტებსაც გააოცებთ. პარტნიორებს ადვილად დაარწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებში და პოზიციებს გაიმყარებთ. მივლინებებსაც კი თქვენთვის სასიამოვნოდ გაატარებთ.
ჯანმრთელობა
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. რაც კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ წარმატების მიღწევის სურვილს.
სიყვარული და ოჯახი
საყვარელი ადამიანი ნებისმიერ ახირებას შეგისრულებთ. შესაძლებელია ოჯახის მატებაზეც იფიქროთ. დასაქორწინებლებს სასიამოვნო ადამიანთან შეხვედრა და რომანტიკული შეხვედრები გელით.
ჟურნალი "და ქალი"
(სექტემბრის ნომერი)