"გემოვნებაზე არ დავობენო", ასე ამბობენ, მაგრამ სამყაროს დასაბამიდან დღემდე ადამიანების დიდი ნაწილი სწორედაც რომ გემოვნების საკითხზე დავობს.
მათ შორის კი, ყველაზე დიდი დავა სილამაზის კრიტერიუმების გარშემო ვითარდება. ყველა საუკუნეს და ეპოქას საკუთარი და ინდივიდუალური სტანდარტები ახლავს თავს, ლამაზი ქალის დეფინიციის განსასაზღვრად. ამიტომ, დამეთანხმებით, რთულია ვიმსჯელოთ თემაზე, რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ლამაზი და გემოვნებიანი ქალები. თუმცა, მოდით, მაინც ვცადოთ:
როგორც იცით, ასტროლოგიაში არსებობს პლანეტების ცნება. შესაბამისად, ყველა ნიშანს საკუთარი მმართველი პლანეტიდან გამომდინარე ეძლევა ესა თუ ის თვისებები. თუმცა არსებობენ ე.წ. ქალური და მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტები, რის ხარჯზეც ხდება ზუსტად ის, რომ ქალში გამოკვეთილია გემოვნების ან პირიქით, სტილისა და ჰარმონიის აღქმის აბსოლუტური დეფიციტი.
ახლა ისე კი ნუ გავიგებთ, რომ მხოლოდ ერთი პლანეტა განსაზღვრავს ჩვენში გემოვნებისა და ვიზუალური დახვეწილობის საკითხს. ასტროლოგია რთული "კულინარიაა", სადაც ათასი სხვადასხვა გემო და სუნი უზავდება ერთმანეთს. ადამიანებიც საკუთარი, პერსონალური ასტროლოგიური რუკით აბსოლუტურად ინდივიდუალურები და განუმეორებლები არიან. თუმცა ამაზე საუბარმა შეიძლება შორს წაგვიყვანოს ამჯერად.
ასტროლოგები თვლიან, რომ განსაკუთრებული შარმით გამორჩეულ ლამაზმანებს შორის ყველაზე მეტად ლიდერობენ შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები: სასწორი, ტყუპი, მერწყული. ეს, როცა საქმე ფიზიკურ სილამაზეს ეხება, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. თუმცა მერწყულ ქალებზე ასევე იმის თქმაც შეიძლება, რომ მათთვის დამახასიათებელია ეპატაჟის დიდი სიყვარული. შესაბამისად, ხშირად ნახავთ ამ ქალს აბსოლუტურად ბიჭურ სტილში ან პირიქით, ზომაზე მეტი კოსმეტიკა-აქსესუარებით.
რაც შეეხება პიკანტურ და სექსუალურ "წიწაკებს", ანუ ქალებს, რომელთაც სილამაზეზე მეტად აქვთ რაღაც აუხსნელი ქარიზმა და "შიკი", ამ მხრივ ვერძი, ლომი, მორიელი და მშვილდოსანი არ დაუთმობენ პირველობას არავის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები მამაკაცს, პირველ რიგში, საკუთარი ბობოქარი ტემპერამენტით, აქტიურობით და გახსნილობით ხიბლავენ. მათ აქვს სამოსის მხრივაც გარკვეული ბრუტალური სექსუალურობა. შესაბამისად, კარგად იხდენენ ერთი შეხედვით ვულგარულ ტანსაცმელსაც კი.
იხილეთ სრულად: astrologi.ge