ახლა სწორედ ისეთი ამინდებია, როცა ყველაზე მეტად გინდება მეგობრებთან ერთად მყუდრო და თბილ სახლში, ბუხართან მოკალათდე, წითელი ღვინო გახსნა, გემრიელად წაიხემსო, იმხიარულო და ძველი ამბებიც გაიხსენო.
ამ სამსახურების და დატვირთული რეჟიმის გადამკიდე, ისე იშვიათად ვახერხებთ ამას... ყველა თავისი საქმეებითაა დაკავებული და ყოველდღიური რუტინით გადაღლილებს ურჩევნიათ, მინიმალური თავისუფალი დრო საკუთარ ოჯახებში გაატარონ. ტელევიზორის წინ, დივანზე იკოტრიალონ და დაისვენონ. მაგრამ იმდენად შემიპყრო მეგობრების შეკრების იდეამ, რომ სამსახურში, ერთ ადგილას ვეღარ გავჩერდი. ვცქმუტავდი და წამდაუწუმ საათს ვუყურებდი.
სულ სამი ახლო მეგობარი მყავს. სამივე გათხოვილია (ჩემსავით). ორი უკვე სტაჟიანი ცოლია, მესამე კი სულ ახლახან გათხოვდა და საჭმლის კეთებას გზადაგზა სწავლობს. თითქმის ყოველდღე მირეკავს და რეცეპტებს მეკითხება.
როცა ჩემთან შეკრების იდეის შესახებ გოგოებს ვუთხარი, ძალიან გაუხარდათ. განსაკუთრებით კი, ახალგათხოვილს, რომელსაც თავისი ფანტაზიით რაღაც ვახშამი მოემზადებინა და გემოს გასინჯვის ეშინოდა. კატაც ეცოდებოდა. ამიტომ იჯდა და ქმარს ელოდა...
გოგოების სტუმრობა ძალიან ადვილიცაა. არ სჭირდება დიდი სამზადისი და ფუსფუსი. სავსებით საკმარისია, რაიმე მსუბუქი სალათა მოამზადო, კექსი გამოაცხო ან ბოლო-ბოლო, რამდენიმე ნაჭერი ნამცხვარი იყიდო, ყავა მოადუღო და ეგ არის... სამზარეულოში გემრიელად შეიყუჟო და ჭორაობით გული იჯერო. ისე, რატომაა სამზარეულო ყველაზე მყუდრო ადგილი დაქალების თავშეყრისთვის? არის ამაში რაღაც მაგიური... ალბათ, მთლად ჰაერიდანაც არ მოუტანიათ მამაკაცებს ის გამოთქმა, „ქალი კუხნაში უნდა იყოსო“...
იმავეს მამაკაცების შეკრებაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით... მათი შეკრება არის ვახშამი, რომელიც მთავრდება საუზმით. მათ ვერ წარმოუდგენიათ მაგიდასთან დაჯდომა, თუ ზედ შემწვარ-მოხრაკული, ცოცხალ-მკვდარი, მოხარშულ-ჩაშუშული არ იქნება წარმოდგენილი.
არ მესმის, როგორ შეუძლიათ დილამდე მაგიდასთან ისხდნენ, გაუთავებლად იძახონ სადღეგრძელოები და გაუთავებლად ჭამონ. ამაზე უარესი, მგონი, კაცი სამზარეულოშია, რომელიმე დღესასწაულისთვის რომ ემზადები და ერთდროულად ოთხნაირ კერძს აკეთებ, ამ დროს კი ის ფეხებში გებლანდება, წარა-მარა მაცივარს გამოაღებს და ქვაბებს ხმაურით თავსახურებს ხდის... თან, ყოველ ორ წუთში ერთხელ გეკითხება: „მალე იქნება?“
დღესასწაულებს რომ თავი დავანებოთ, კაცს ყოველდღე შეუძლია ერთი და იგივე კითხვა დაგისვას. შეუძლია ყოველ დილით შეგეკითხოს:
– სად არის შაქარი?
ერთი სიტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ვერაფრის მომზადებას ვერ მოვასწრებდი, სამსახურიდან დაბრუნებულმა „ნიკორაში“ შევირბინე, რომელიც ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა და სასურველი პროდუქტის ძებნაში დრო არასოდეს მეხარჯება. აქ მუდამ ფართო არჩევანია და მოხერხებული კონსულტანტებიც ყოველთვის მზად არიან, არჩევანი შემიმსუბუქონ. მზა სალათა „ოლივიე“, ყველი, ზეთისხილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და „მზარეულის საცხობის“ ქიშმიშებით სავსე კექსი ვიყიდე. ერთ საათში გოგოებიც მოვიდნენ. მაგიდა სახელდახელოდ გავშალეთ და ის იყო, ჭორაობა უნდა დაგვეწყო, რომ მობილურზე ქმარმა დამირეკა. თურმე, ჩვენს ქმრებს ერთმანეთთან მოულაპარაკიათ და მათაც გადაუწყვეტიათ ჩვენთან ერთად „ვახშმობა“.
რა თქმა უნდა, ჩვენი სალათა სიცილადაც არ ეყოთ და რამდენიმე წუთში, ოთხი გატენილი პარკი ამოიტანეს მარკეტიდან. როცა ამოვალაგე სარდელები, სოსისები, შებოლილი თევზი, ძეხვი, კატლეტები, ხორციანი ბლინები და ხინკლები, საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ „მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა მის კუჭზე გადის“.
კიდევ კარგი, რომ ნახევარფაბრიკატები არსებობს. მის გარეშე ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთ მოკლე დროში სუფრის გაშლა და კერძების მომზადება. ჯერ მარტო მზა ცომი რამდენ დროს და ენერგიას გიზოგავს? იყიდი, ჩაუდებ ყველს და რამდენიმე წუთში ცხელი ხაჭაპური მზადაა. ან იყიდი ”ოჯახურ” კატლეტს, რომელსაც მხოლოდ შეწვა უნდა და დროის დაზოგვის გარდა, ძალიან ხარისხიანია.
10 განსხვავება ქალებისა და მამაკაცების „სახელდახელო“ ვახშამს შორის:
1. ჩაი, ყავა, მარტინი vs ღვინო, არაყი, ლუდი;
2. მსუბუქი სალათა, ყველი vs ძეხვი, შებოლილი თევზი, სოსისი, სარდელი, ხინკალი, პელმენი და ა.შ.
3. ბლომანჟე vs ლაბა („ხალადეცი“)
4. სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ vs ფეხბურთი.
5. ჟელე vs მუჟუჟი.
6. „ნანა გათხოვდა“, „აუ უმაგრესი სუნამო ვიყიდე მაგარი ფასდაკლებით“, „ლაზერულ ეპილაციაზე SALE-ია“ vs „ე ბიჭო, გოლიიიიიი!“, „სტუპიცის პადჩებნიკი ხრიალებდა და გამოვცვალე“, „მაგარი USB კაბელი გავაძრე“.
7. მაგიდასთან ჯდომის ხანგრძლივობა: ქალები - მაქსიმუმ 2 სთ vs კაცები - მინიმუმ 2 სთ.
8. „სელფები“ vs საუბრები ნადირობის თემაზე.
9. ამოტრიალებული ყავის ჭიქა vs განსხვავებული სასმისი.
10. After party: ქალები - “რატომ იკლავ თავს?“ vs კაცები - ”მინერალური წყალი მომიტანე, რა!“.
- რომელი სცენარი ჯობს? ამ საკითხზე ქალები და მამაკაცები ალბათ უსასრულოდ იკამათებენ. ქალთან კამათის დასრულების საუკეთესო გზა მამაკაცისთვის - თავის მომკვდარუნებაა.